საშუალო სიმაღლის, სუსტი სხეული უზარმაზარ, ათასფერი ნეონის ნათურებით განათებულ დაწესებულებაში დუდღუნით მიიკვალავს გზას. დაწესებულებაში, რომელსაც დაკარგული იმპერიის სახელწოდება ამშვენებს, ალკოჰოლისა და თამბაქოს მძაფრი სურნელი ჩქეფს. ბიჭი სიმთვრალისგან, სიცხისგან შეწითლებულ ცხვირს იჭმუხნის, მარჯვენა ხელში ხმალივით მოღერებულ ალკოჰოლურ კოქტეილს უმალ ცლის და დასაჯდომ ადგილამდე ცეკვა-ცეკვით მიდის.
ზემოხსენებულს სიტუაციის შესაბამისად, ბაჭიას კოსტიუმი ამშვენებს. კოსტიუმი, რომელსაც ვულგარული ეთქმის, ბიჭის რძისფერ, პრიალა გულ-მკერდს, ვარდიფერ კერტებსა და ოფლდასხმულ, მოღეღილ ლავიწის ძვლებს აამზეურებს. გარდა ამისა, შავთმიანის მკვრივ უკანალსაც გაუმჭვირვალე მატერიის გათვალისწინებით თითქმის ვერ ფარავს. ბიჭის ჩამოსხმულ, სწორ ფეხებს კი კიდევ უფრო თვალსაჩინოს, ჭკუისწამღებს ხდის. ჯონს უკანალზე პატარა, ფუმფულა კუდი დაუმაგრებია, ხოლო თავზე უზარმაზარი, ნაცრისფერ-ვარდისფერი ყურები დაუსკუპებია. სისხლისფერ ბაგეებზე ამ უკანასკნელს მბრწყინავი გლოსი გადაუნაწილებია. დიდრონ, უზარმაზარ, შვლის თვალებზე, კერძოდ ქუთუთოებზე, პაწაწინა და კაშკაშა ქვები დაუწებებია, რათა ისედაც სუნთქვაშემკვრელი, შავი სიმრგვალეები კიდევ უფრო გამოჰკვეთოდა ამ უკანასკნელს.
- ჩვენი ჯონგუკი მოვიდა! - ორიოდე წამში სიცილ-კისკისით წარმოთქვამს დივანზე პირქვე დამხობილი, გალეშილი სხეული.
- ჯინიტო! - ხითხითით ბურდღუნებს ეს უკანასკნელი. - ჩემი... ტელეფონი ხომ არ გინახავს? - ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოთქვამს. - ჯიმინს უნდა მივწერო, მაგ მოღალატეს! - ბურდღუნებს. მანამ არ ჩუმდება, სანამ კიდევ ერთი მოცინარი- ბიჭი, ჰოსოკი, თავის ტელეფონს არ გადასცემდეს.
ჯონი მეგობარს გამაყრუებელი კლუბური სიმღერის გამო, მადლობას ყვირილით უხდის და უმალ, საკუთარი მეგობრის ჩატის გახსნას ცდილობს.
To be continued
_________
მეორე თავში წავა ბოთაობები💅🏻💅🏻
ღიირს გაგრძელება? 🥲
YOU ARE READING
Attention: Dumb and Dumber
Fanfiction"როგორ უნდა აგერიოს საუკეთესო მეგობრის ჩატში საუკეთესო მეგობრის მამის ჩატი?" Texting au.