- ასე მტერი დაგეცალოთ! - დივანზე ფეხებით შემდგარი ჯონ ჰოსოკი ენთუზიაზმით აღსავსე ხმით ყვირის, ვარდისფერი ჭიქა თავისკენ მიაქვს, სურს იქ მყოფებს დაარწმუნოს, რომ ვისკი მართლაც, ერთი გადაკვრით დაცალა, თუმცა ხმა უწყდება, რა წამსაც ოქროსფრად შეფერილი მასა თავზე ესხმევა. - ეჰეე, მე მეგონა დავცალე, - ხითხითით ამოთქვამს აწ უკვე მობარბაცე. - გინდათ გაჩვენოთ დღეს რა ვჭამე?! - მოულოდნელად ყვირის გაფერმკრთალებული.- კი, კი, კი! - ლოყებშეწითლებული ჯონგუკი კისკისებს, თუმცა სახე უსიამოდ ეცვლება, რა წამსაც უფროსი მეგობარი პირზე ხელის გულს იფარებს და თვალებს იმდენად ქაჩავს, რომ ჯონი ბიჭის თვალის კაპილარებსაც კი ითვლის.
- შენ გაგიხმეს ეგ თავი, რამდენი ჩაისხი, შე საცოდავო?! - თვალების ტრიალით ცრის კბილებში კიმ სოკჯინი, რომელიც უმალ, მობარბაცე მეგობარს მხრებში ავლებს ხელს და სინათლის სიჩქარით მიარბენინებს საპირფარეშოში.
- აუჰ, მეტკინა! - დუდღუნით წარმოთქვამს მაგიდასთან მარტოდ დარჩენილი შავთმიანი ბიჭი, მას შემდეგ, რაც დაჯდომისას კუდი უსიამოდ ერჭობა ერთ ადგილას. - რა უსამართლოა ეს სამყარო. - დანანებით წარმოთქვამს. - გინდა იყო ბაჭია, მაგრამ კუდი, რომელიც დედაბუნებამ გაჩუქა, წამებაა!
- კიდევ რა არის უსამართლობა, ბაჭია? - თავჩაღუნულ ბიჭს უკნიდან ხავერდოვანი ხმა ესმის. ჯონი ყურებს ცქვეტს, დაბნეული თვალებით ტრიალდება ზურგს უკან და უმალ, თვალებგადიდებული ადგილზე შეშდება, მასსავით ადგილზე გახევებულს გაფართოებული შავი სიმრგვალეებით უმზერს.
- ამის დედაც... - ბიჭის ნახევრად შიშველი სხეულის დანახვისთანავე კიმი გაოფლილ ხელისგულებს კეფაზე იბჯენ, ჩუმად იკურთხება. კისერი სულ მთლად ეძარღვება, მთელი სხეული ეჭიმება, რა წამსაც ჯონის ვარდისფერ კერტებს, მოღეღილ ლავიწის
ძვლებსა და იმ ყელს ამჩნევს, რომელზე მომდინარი ოფლის წვეთები ნეონის განათებაზე მომნუსხველად ბრწყინავს. ენას სიბრძნის კბილს აჭდობს, მჯდომარე პოზიციის გამო კიდევ უფრო წვნიანი ბარძაყების შეთვალიერებისას, ნერწყვს ხმაურიანად ყლაპავს, რადგან ბაჭიას კოსტიუმში გამოწყობილი ბიჭი პირღია შეჰყურებს ბერძენი ღვთაებასავით წამომდგარ, მაღალ, ახოვან მამაკაცს, რომელსაც დაკუნთულ სხეულზე, მკვრივ გულ-მკერდზე შავი შარვალ-კოსტიუმი მჭირდროდ შემოხვეოდა. - ხომ გითხარი... ეს მოიცვი, - ხრინწიანი ხმით წარმოთქვამს ოფლდასხმული. საკუთარ პიჯაკს იხდის და დაბნეული ბიჭის ახურებულ სხეულს მჭირდოდ ხვევს, თუმცა ბიჭის ულამაზესი ტორსი მაინც თვალთახედვის არეალში ექცევა. - შეიკარი. - მკაცრი ხმით ფრუტუნებს.
YOU ARE READING
Attention: Dumb and Dumber
Fanfiction"როგორ უნდა აგერიოს საუკეთესო მეგობრის ჩატში საუკეთესო მეგობრის მამის ჩატი?" Texting au.