თავი ოცდამეერთე

20 5 2
                                    

ანნალი გაოცებული იყურებოდა და ვერაფერს ხვდებოდა. თანდათან გაქრა მისი ხედვიდან უზარმაზარი ხეც, წიგნებიც და მთელი ოთახი ცისფერი ციცინათელებით გაივსო სანამ საბოლოოდ ყველაფერი გაქრა და ბნელ ტყეში არ ამოყო თავი. ირგვლივ მიმოიხედა და სრულიად მარტო იყო. გოგო სიბრაზით აივსო და ბოლო ხმაზე დაიყვირა.

-მორჩა? ეს არის? ჩემს კითხვაზე პასუხი არ გაგიცია! ეს არის დახმარება? ზღაპარი მომიყევი და მორჩა?! სისულელეა! კითხავზე პასუხი მჭირდება!

-ასე პასუხს ვერ მიიღებ!-გაისმა მის ზურგს უკან და გოგოს მთელი სხეული დაეძაბა.

ნელა შეტრიალდა ხმის მიმართულებით თან მთელი ძალით არწმუნებდა თავს რომ ხმა უბრალოდ მოესმა. რომ შეუძლებელი იყო მისი აქ ნახვა. ამის მხოლოდ ორი გზა იქნებოდა, პირველი ის მოკვდა და მეორე ვიღაც ძალიან ბინძურ თამაშს ეთამაშებოდა.

მაგრამ ის იქ იყო მის წინ და გოგოს გულისცემა აუჩქარდა. მთელი სხეული დაეძაბა და მის გონებაში გაცოცხლა ის საშინელი დღე. გოგომ თავი გააქნია და მის წინ მდგომს დააკვირდა. ის ზუსტად ისეთი იყო როგორიც ახსოვდა. თავისი ხორბლისფერი კანით, ყავისფერი თმებით, რომელსაც ჯერაც დაკრავდა წითური. თაფლისფერი თვალები, რომლებიც თბილად უყურებდნენ მას და ღიმილი. ღიმილი რომელიც ყოველთვის ამშვიდებდა და მომავლის იმედს აძლევდა.

გოგომ კანკალით გადადგა ნაბიჯი წინ და ხელი წაიღო მისკენ, მაგრამ შუა გზაში გააჩერა. თავი გააქნია და გვერდით გაიხედა. მთელი სხეული თხოვდა მისკენ გაქცევას და მთელი ძალით ჩახუტებას, მაგრამ არ შეეძლო, ახლა არა. ისიც არ იცოდა ეს სინამდვილე იყო, თუ უბრალოდ ვიღაცის გასართობი ამბავი. არ იცოდა მის წინ ნამდვილად მისი საყვარელი მამაკაცი იდგა თუ არა. ცრემლები რომლებიც თვალებზე ქონდა მოწოლილი გაჭირვებით შეაკავა და მის წინ მყოფს ახედა. მისი სახე სევდისა და გულის ტკენის მეტს არაფერს ასახავდა, თუმცა კი ცდილობდა არ შემჩნეოდა.

"ალისფერი ცხოვრება"Where stories live. Discover now