თავი მეთვრამეტე

20 5 9
                                    

დღეები გადიოდა და ანნალი სხვებს ავარჯიშებდა, მაგრამ დენიელი და ლისა მასთან წვრთნაზე უარს ამბობდა, აი ნიკოლასი კი იძულებული იყო ლისას გაყოლოდა ყველგან, რადგან გოგო ბრაზით იყო სავსე და ყოველ წამს შეეძლო რაიმე კატასტროფა გამოეწვია. ასეთს ნიკოლასი მას პირველად ხედავდა, ძალების გაკონტროლება მაშინაც კი უკეთ შეეძლო როცა მათზე არაფერი იცოდა. დენიელიც ცდილობდა გოგოს დამშვიდებას მაგრამ ამაოდ.

აი ანნალი კი დროთა განმავლობაში უფრო უახლოვდებოდა პრინცს. იცოდა რომ მან მასზე ყველაფერი იცოდა და არაფრის დამალვას ცდილობდა. ყოველთვის გულწრფელები იყვნენ ერთმანეთთან. ბიჭმა იცოდა რომ გოგოს ახლა მეგობარი სჭირდებოდა, ვინმე ისეთი ვინ უბრალოდ მას მოუსმენდა და საჭიროების შემთხვევაში დაარიგებდა კიდეც.

ანნალი საათებს ატარებდა თითოეულ მის 'მოსწავლესთან', დროს ანაწილებდა რომ ყველა შესაძლებლობის მქონეს ერთ დღეს არ ევარჯიშად. დღეები გადანაწილებული ქონდა და ყველას სათითაოდ ეხმარებოდა თავიანთი ძალების უკეთ კონტროლში და ასწავლიდა მათ უფრო სწრაფად და ეფექტურად გამოყენებას ბრძოლაში. ის აჩვენებდა როგორ შეექმათ ცეცხლის კედელი, რომელიც მოწინააღმდეგეს დააბნევდა და შეაკავებდა, როგორ ესროლად ცეცხლის ბურთები გონებითა და არა ხელებით, რომ მათი შემდეგი მოქმედება საიდუმლოდ დარჩენილიყო.

სინათლისა და ელვის  მაკონტროლებლებს ავარჯიშებდა მათი შესაძლებლობების გამოყენებას მტრის დროებით დასაბრმავებლად, მათი მოქმედების შესანიღბად. ასწავლა ელვის საკლტის შექმნა რომელიც ერთდროულად რამდენიმე მოწინააღმდეგეს მოიგერიებდამ ასევე ელექტრული ბარიერის შექმნა, რომელიც მათ სხვებისგან დაიცავდა. ფარების შემქმნელებს აჩვენებდა მათ გამოყენებას ერთდროულად რამდნეიმე ადამიანის დასაცავად, ასევე მათი ფარების გამოყენება სხვების შესაჩერებლად და მოსაგერიებლად.

"ალისფერი ცხოვრება"Where stories live. Discover now