თავი ოცდამეექვსე

16 5 2
                                    

კუნძული მის გარშემო დამწვარი იყო, მაგრამ ეს ჯერაც არ იყო საკმარისი.ჯოჯოხეთის პირას იდგა და თვალები აალებული ნახშირივით უბრწყინავდა, როცა ალი შთანთქავდა მის წინ არსებულ ტყეს. მას ესმოდა გაქცეული ჩიტების ძახილი, ტოტების ხრაშუნა, რომლებიც ფერფლად იშლებოდნენ, მაგრამ ქაოსმა მხოლოდ გააღრმავა სიცარიელე მასში. ცაში სპირალურად ამოვარდნილი კვამლი შავი გველებივით ტრიალებდა, მაგრამ ვერ ემთხვეოდა ბრაზს, რომელიც მის გულს ირგებდა. ის მას ეძებდა. ანალის, ერთს რომელიც ჭირდებოდა. ის ანადგურებდა სოფლებს, ნადირობდა მასზე, მიყვებოდა ყველა ჩრდილსა თუ ჩურჩულს, რომელიც მის კვალამდე მიიყვანა, მაგრამ მაინც ხელიდან უძვრებოდა ის.

ხელი მოუჭირა მახვილის პირს, ხელები ძლიერი მოჭერის გამო გათეთრებული ქონდა. მასში მრისხანება ადიდებული ზღვასავით ბობოქრობდა. მას მშვიდობა უნდა ეპოვა განადგურებაში. უნდა დაემშვიდებინა მასში არსებული ქარიშხალი - ეს დაწყევლილი, მღელვარე ტანჯვა, რომელმაც იგი დიდი ხნის წინ გაანადგურა. მაგრამ დამწვარი მიწის ხილვა არ აწყნარებდა. მის წინ დავარდნილთა ტირილმაც კი ვერ შეანელა მისი სიძულვილის ზღვარი. ამჯერად არა.

-შენ დამპირდი რომ ის აქ იქნებოდა- დაიღრინა, ხმა დაბალი და საშიში ქონდა, ტანჯვას პირდებოდა მსმენელს. მის გვერდით მყოფი მის მსგავს ტონს მიჩვეული არ განძრეულა, თუმცა მის სხეულში შიში მაინც გაცოცხლდა.

-ინფორმაცია..

გენერლის ხელი იმაზე სწრაფად გამოძრავდა, ვიდრე ამას ადამიანის თვალი დაინახავდა და მის წინ მყოფის ყელს შემოეხვია. მის წინ მყოფს ძალა ქონდა, მაგრამ გენრლისთვის წამიც არ იყო საჭირო რომ ეს ძალა ისევე ჩაექრო როგორც ქარს სანთელი. მეომრის სხეული შიშით აივსო როცა ძალები ვეღარ იგრძნო. ახლა მის წინ დაუცველი იყო.

-დაპირებები, ტყუილები-გენერლის ხმა მახვილივიტ ბასრი იყო და მიწაც კი ირხეოდა მათ ქვეშ, თითქოს დედამიწასაც ეშინოდა მისი მრისხანების. -ის არსად არის. და ჯერაც, მე ის მჭირდება

"ალისფერი ცხოვრება"Where stories live. Discover now