თავი 2: პირველი ნაბიჯები

0 0 0
                                    

მია და დამიანე კაფის დატოვების შემდეგ, უხმოდ გაუყვნენ ექსპერიმენტისთვის განკუთვნილი საცხოვრებლისკენ. ქალაქის ცენტრის ხმაურიდან მოშორებით, ექსპერიმენტატორების მიერ მოწყობილი ბინა მათ ორ კვირიან „ურთიერთობას“ უნდა დამსგავსებოდა.

სახლი ზედმეტად წესრიგიანი იყო – ყველაფერი სწორად დალაგებული, ფერები ნეიტრალური, ავეჯი მინიმალისტური. მიამსახლში შესვლისთანავე იგრძნო, რომ ეს ადგილი მისი ბუნებისთვის ზედმეტად სუსტი იყო.

– აქ უფრო ლაბორატორიაა, ვიდრე ბინა, – თქვა მან, როცა დამიანეს ჩანთა კუთხეში დადო.

– წესრიგი კომფორტს ქმნის, – დამიანემ დაუბრუნა პასუხი ისე, თითქოს ეს ფაქტი უსარგებლო კამათის საგანი არც უნდა გამხდარიყო.

– წესრიგი მბოჭავს, – უპასუხა მიამ, ფეხსაცმელი მოიძრო და პირდაპირ დივანზე ჩამოჯდა. – წესები გრძნობებს ვერ ჰქმნის.

დამიანე დაჯდა მის წინ, მზერით ყველაფერს აკვირდებოდა. ეს ქალი მისთვის იყო გაუგებარი და ქაოტური, მაგრამ ამ ქაოსში რაღაცნაირად საინტერესო ენერგიას გრძნობდა.

– მოდი, დავიწყოთ თავიდან. რა იცი სიყვარულზე? – ჰკითხა ნიკამ.

მია ჩაფიქრდა, მერე კი თქვა:
– სიყვარული ხელოვნებაა. ის სპონტანურად ჩნდება და ყოველთვის რაღაცის დანგრევის ხარჯზე ყვავილობს.

დამიანემ ჩაიცინა:
– და მე ვფიქრობ, რომ სიყვარული ქიმიური რეაქციაა. ჰორმონები და ნეირონული სიგნალები – მეტი არაფერი.

მია გაბრაზებით წამოხტა:
– ამიტომაც ხარ მარტო! მეცნიერები გრძნობებს ფორმულებში აქცევთ, მაგრამ ადამიანებს ემოციები ჭირდებათ, არა თეორია.

დამიანე გაჩუმდა, თითქოს მიას სიტყვებმა მის შინაგან სიმებზე, ხელი დაარტყა.

– დავიწყოთ? – ბოლოს დაამატა მიამ. – ამ ორ კვირაში გასწავლი, როგორ დაინახო სიყვარული უფრო ღრმად.

დამიანე ისევ იმ უძრავი მზერით უყურებდა:
– კარგი, მია. მაგრამ თუ ჩემი თეორია მართალია, იქნებ სწორედ შენ ისწავლო, რომ სიყვარული შენი ქაოსის კონტროლშიც შეიძლება იყოს.

ორივემ იცოდა, რომ ეს ექსპერიმენტი უბრალო სწავლაზე ბევრად მეტი იქნებოდა.

Dakarguli shexeba Where stories live. Discover now