თავი 1 :"ატმისფერი კაბა"

812 38 4
                                    



ზოგჯერ საკუთარ თავს არ ეკუთვნი და , როცა მრავალ ფაქტორსა თუ ადამიანზე დამონებული ხდები , ერთად–ერთი გამოსავალი მორჩილებაა და ბედთან შეგუება.

მძიმე , ტრაგიკული და ბნელი დღეებით სავსე ბავშვობის ტკივილი სამომავლოდ იჩენს თავს და როცა დახმარების ხელს გაგმოგიწვდიან , რათა წამოდგომაში დაგეხმარონ , მალევე საზღაურის გადახდა მოგიწევს, რომლის ფასი გაცილებით დიდი იქნება , ვიდრე მიღებული ხსნის ღირებულება.

– კიდევ დიდი ხანი უნდა იტირო ?! – გაისმა მამინაცვლის საზარელი ხმა, რომლის გაგონებისას  კუთხეში მიყუჟული ბავშვი ერთიანმა ცახცახმა აიტანა . ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილი ჰაერი თანდათან იპყრობს მის პატარა სივრცეს, სადაც ეგონა , რომ უსაფრთხოდ იყო – როდემდე უნდა ვითბინო შენი არსებობა ? – ბოტოტა თითებით საყელოში ჩაებღაუჭა და მთელი მრისხანება გადმოანთხია . და ყოველ დღე ასე : ტკივილი, თმენა, გაუსაძლისი პირობები, მორჩილება.

– გთხოვთ მაპატიეთ, გთხოვთ მაპატიეთ – უსუსური ბგერები ვერ აღწევდნენ გაბოროტებული გულის ფსკერამდე, სულს არ უძრავდნენ . გაავებული სურვილით შეპყრობილი დაუნანებლად ამჩნევდა მის ქათქათა კანზე თითებისა და ქამრის კვალს.

– ჯერ არა, ჯერ არ მოსულა ამის დრო – ამრეზად გადახედა ბავშვს და ისევ კუთხეში მიაგდო – დედაშენთან დაწუწუნება არ გაბედო, უთხარი , რომ წაიქეცი. - სავარძელში ჩაჯდა და ჩვეულად სიგარეტს მოუკიდა.

იმის იმედით, რომ ეს აღარ განმეორდებოდა, რომ ერთ დღეს გაიღვიძებდა და ის სახლში აღარ დახვდებოდა, დაუყოვნებლივ უქნევდა თავს და დედის მომლოდინე კვლავ კედელს ეკვროდა.

– ჰიონ – ამოღერღა გოგონამ და კარადის უკან მიმალულ ბიჭს გადახედა. ტუჩებზე თითი მიიდო, მინიშნებით გააფრთხილა ,რათა მას ხმა არ ამოეღო. მუხლისჩოქებზე გაცოცდა საპირისპირო მხარეს და 7 წლის უმცროს ძმას მთელი სხეულით ჩაეხუტა.

"შავი საბელი"Where stories live. Discover now