თავი 13 : "შეცდომა"

148 7 2
                                    

- ჩემი წასვლის დროა. - მშვიდად ამოისუნთქა იუიმ და თეიონის მტევნებზე მოჭერილი თითები მოადუნა.

- გთხოვ , დარჩი... - ფანჯარას გადახედა , ფიფქები წვეთებად გადაქცეულან განათებულ კიდეებზე. - გარეთ წვიმს. - დააყოლა მან და კვლავ იუის გადახედა იმედიანი მზერით.

გოგონა ფეხზე წამოდგა და მოსაცმელი აიღო.

- აჯობებს წავიდე. - საათს დახედა და ბიჭს გაუღიმა. - შენ კი დაისვენე , ამ ბოლო დროს ზედმეტად გაფერმკრთალდი . - თეიონს ცხვირის წვერზე თითი დაადო და ოდნავ მიუჭეჭყა.

- გასაგებია , აჯუმა .

- ჰეი ! - დაუბღვირა და კარისკენ გატრიალდა უკმაყოფილო.

- კარგი - თვითონაც ფეხზე წამოხტა და გოგონას გაეკიდა. - ნუნა, ნუნა , სანამ წახვალ მაკოცე. - დააყოლა და ლოყა ბავშვივით გაუშვირა.

იუი ადგილზე გაიყინა და მას დამფრთხალმა გადახედა. მკერდზე ხელი მჩატედ დაიდო, თითქოს მძიმე ლოდი აწვებოდა და სურდა ის მოეშორებინა :

- ნუნა, ნუნა , სანამ დაიძინებ მაკოცე. - ბეკჰიონმა სახე წინ წაწია და უფროს დას ალმაცერად გადახედა.

იუიმ თავი გააქნია , რათა მოგონებებისგან , რომლებიც ყოველ ჯერზე ჩნდებოდა , როცა მის გვერდზე იმყოფებოდა , გათავისუფლებულიყო .

- იუი , კარგად ხარ ? - თეიონი ფეხზე წამოდგა და შიშისგან წარბები შეკრა.

იუის ჯერ კიდევ ვერ დაეღწია თავი წარსულის ეპიზოდისგან . თავი ნელ-ნელა ასწია და მის წინ მდგარ ბიჭს შეხედა გაფართოვებული თვალებით.

- თეიონ... - ამოიკვნესა მან და ხელზე ჩაჰკიდა თითები , რათა რეალობაში დაბრუნებულიყო. ბიჭი კვლავ აათვალიერა და ხელი მკვეთრად გაუშვა, თითქოს რაღაც აღმოაჩინა. - თეიონ , დარწმუნებული ხარ რომ ... ? - იუიმ აღარ გააგრძელა და თვალები დახუჭა. - აააჰ, არაფერი . - გაუღიმა ბიჭს.

- იუი, ნამდვილად რიგზეა ყველაფერი ?

- ჰუმ . - ყოყმანით დაუქნია თავი.

"შავი საბელი"Where stories live. Discover now