თავი 11 : წრე

106 7 0
                                    

https://www.youtube.com/watch?v=IMdN7tUPX8s

იუი მოსვენებას ვერ პოულობდა , ღვედი გადაიჭირა და საზურგეს მიაყრდნო თავი . ფიქრებმა პირი შეკრეს მის წინააღმდეგ და ფორიქმა ახლა უფრო შეიპყრო.

რა მოხდება, თუ კი შეცდომას დავუშვებთ ? რა მოხდება, თუ კი ჩვენი წარმოსახვა ცდება - სინამდვილეში ისე არაა, როგორც გვგონია ? რას შეცვლის რეალობა ჩვენს ცხოვრებაში , თუ კი ის სხვაგვარია? იქნებ, გზამ , რომელიც ავირჩიეთ , წყვდიადს გვაზიაროს და მზის სხივის სითბო ვეღარასდროს შევიგრძნოთ ადამიანების ალერსიანი სიტყვების მსგავსად. იქნებ , არასწორად გადადგმულმა ნაბიჯმა ძალა დაუკარგოს მტანჯველ ცხოვრებას და დაუძლეველი სურვილით შეგვიპყროს ვიქცეთ უსულო საგნად...

იუიმ თავი გააქნია, თითქოს საფუძველმოკლებული აზრებისგან სურდა საბოლოოდ გათავისუფლება :

- იუი, ვიცი , შენთვის ახლა მძიმე დროა. - სონდოკის სიტყვები მას ახლაც ჩაესმოდა. - მაგრამ გახსოვდეს , რა გმართებს და როდის უნდა გადაიხადო სრულად ვალი.

რამ შეიძლება აქციოს ადამიანი მოთვინიერებულ მანქანად, რომელსაც სხვა მართავს, ან ფიქრობს , რომ მართავენ ?! რატომ ვხდებით ხშირად სხვათა ამბიციების განხორციელების მოწყობილება და , ხშირ შემთხვევაში, ვეწირებით მათ სწრაფვებს?!

- იუი. - გოგონა თეიონის ხმამ კვკლავ რეალობაში დააბრუნა . იუიმ თვალები დაახამხამა , შუბლი მოისრისა და მის გვედზე მჯდომს გადახედა. თეიონს უკვე ღვედი შეეკრა და ძრავა ჩაერთო. -უკვე გვიანია, უნდა დაისვენო. - ქუჩებში ბინდი ჩამოწოლილიყო, რომელსაც მაღალი ლამპიონების მბჟუტავი სინათლე დაუოკებლად ებრძოდა.

იუიმ უხმოდ დაუკრა თავი და ფანჯრის მინაზე წარმოსახვითი ნახატების მოხატვა დაიწყო.

- პიიიიიიიიიპ. - თეიონმა მოულოდნელად დაამუხრუჭა. მანქანამ გეზი შეიცვალა და სწორედ ერთ-ერთი მაღალი ლამპიონის წინ გაჩერდა, რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით.

"შავი საბელი"Where stories live. Discover now