თავი 5 : "ორი სახე"

177 16 1
                                    



დაორთქლილ სარკეს თითს უმისამართოდ უსვამდა, ცდილობდა საკუთარი გამოსახულება დაენახა...დაენახა ის, ვინც მასში ფარულად ცხოვრობდა და არა მოჩვენებითი არსება , რომელიც მის რეალურ პიროვნებასთან თანაარსებობდა. აბაზანის კარი ფრთხილად გააღო და ფართო საწოლს გადახედა, სადაც რამდენიმე პერანგი და სპორტული შარვალი იდო :

– შეხამება არ ეხერხება – ჩაიცინა და საწოლზე ჩამოჯდა.

პირსახოცი თმიდან ნელა მოიხსნა და როგორც დასჯილმა ბავშვმა, რომელიც ინანიებს ცოდვებს თავი დახარა და მძიმედ ჩაისუნთქა .

– აჰ , ახლა როგორ ჩავხედო მას თვალებში ?!– თავი გააქნია და აწითლებულ სახეზე ხელები აიფარა.

– ტუკ, ტუკ , ტუკ – გაისმა კაკუნის ხმა. იუიმ წამებში შეიცვალა პოზა და ფართხალით წამოდგა ფეხზე – პიცა უკვე მოიტანეს, ყველაფერს შევჭამ , უფრო სწორად უკვე შევჭამე ნახევარი და შეჩერებას არ ვაპირებ.

– ჰეი არ გაბედო – გაყვირა იუიმ და შარვალი სწრაფად ამოიცვა – ახლავე გამოვალ , ხელი არაფერს მოკიდო ! – სიცილით დააყოლა.

იუიმ კარი გაიჯახუნა და მისაღებ ოთახში ტყვიის სისწრაფით შევარდა. ოთახი ყველიანი პიცის სუნით იყო გაჟღენთილი. იუიმ მუცელზე შემოიკრო ხელი და შიმშილისგან გაავებულის დასაწყნარებლად მაგრად მოუჭირა.

– ყუთებიც კი არ გაგიხსნია – გაისმა იუის ხმა და პიცას მივარდა – შენ კი თქვი ნახევარი შევჭამეო – იუიმ ალმაცერად გადახედა თეიონს და ერთი ნაჭერი ამოიღო.

– „ახლა როგორ შევხედო მას" , „რა ვუთხრა" , „საკუთარ თავს ამას არ ვაპატიებ" – იუიმ ამ სიტყვებზე პიცის ღეჭვა შეაჩერა – ამაზე ფიქრობდი ოთახში ამდენი ხანი , ხო ? – თეიონი ყუთისკენ წაიწია და თვითონაც ამოიღო ნაჭერი – შენი იქდან დახსნის ერთადერთი საშუალება იყო.

"შავი საბელი"Where stories live. Discover now