ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ შვიდი თვის განმავლობაში. მათი ბედნიერება იზომებოდა დაუღალავი სიცილით, ერთად გატარებული უსასრულო ღამეების რაოდენობითა და სიყვარულით, რომელსაც ერთმანეთს ანიჭებდნენ. დღისით, კოლეჯში შეხვედრისას მსუბუქი კოცნით ასაჩუქრებდნენ ერთმანეთს, ღამეს კი ვნებაში ატარებდნენ. მაშინ ჩანიოლს ორი კვირა დასჭირდა იმისათვის, რომ ციდან დედამიწაზე დაშვებულიყო, მოეკრიბა გამბედაობა და ხელი ეთხოვა თოჯინასავით ლამაზი ბიჭისთვის. ბექიონს წუთიც არ დასჭირდა, რომ ეპასუხა სიმპატიური, მაღალი ბიჭის კითხვაზე " კი " .
ერთი თვის განმავლობაში ისინი ერთმანეთს უკეთ ეცნობოდნენ. ბექიონი იყო მწერალი, რომელიც სწავლობდა ჟურნალისტიკურზე და ინგლისური ენიდან თარგმნაზე სპეციალიზდებოდა. ამის მიუხედავად, მას არ ჰქონდა განსაკუთრებული გეგმა მომავლისათვის, მაგალითად ჟურნალ-გაზეთებში მუშაობა. მას რომანების წერა ერჩივნა. ჩანიოლი კი მარკეტინგსა და ბიზნესს ეუფლებოდა. მათი შემხედვარე, ვერავინ იფიქრებდა მათზე, როგორც წყვილზე. ბექიონი მუდამ გულღია და მომღიმარი იყო, მისგან განსხვავებით კი ჩანიოლი გამოირჩეოდა სიჩუმითა და მკაცრი გამოხედვით. ისინი ერთმანეთისგან დღე და ღამესავით განსხვავდებოდნენ. ბექიონს მოსწონდა ტკბილი რძიანი ყავა და ფანტასტიკის ჟანრის წიგნები. ჩანიოლს კი უშაქრო ყავა და ისტორიული ნაწარმოებები ერჩივნა. ხალხი ფიქრობდა, რომ ბედნიერი, თვალებციმციმა ბაეკისა და სერიოზული, რაციონალურად მოაზროვნე ჩანის ერთად ყოფნა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ისინი ძალიან ცდებოდნენ.
აბსოლუტური სრულყოფილების შვიდი თვე, შემდეგ ჩანიოლის ჩუმი ხელის თხოვნა და ბენ ბექიონის დაუყოვნებელი პასუხი - " კი " .
რამდენიმე თვეში მათ ერთმანეთს შეჰფიცეს სიყვარული, სანამ სიკვდილი არ დააშორებდათ. უნივერსიტეტის დამთავრებისა და ქორწილის შემდეგ, ცალკე საცხოვრებლად ბინა იქირავეს. სახლი პატარა იყო, მაგრამ წყვილს ეს საერთოდ არ აღელვებდა. ბექიონმა თავად მოაწყო და გააფორმა სახლი,რომელშიც მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ბრუნდებოდა ჩანიოლი. ყოველ ღამეს ის ბაეკთან ერთად ატარებდა და ჩურჩულით ჰპირდებოდა დიდი სახლის ყიდვას, საიდანაც ჰორიზონტი გამოჩნდებოდა. ყოველ ღამით ბაეკი ჩანის შიშველ მკერდზე თავდადებული იღიმოდა და ყველაფრისთვის მადლობას უხდიდა.
YOU ARE READING
10080
Fanfictionპერსონაჟები : Park Chan Yeol , Byun Baek hyun და Do Kyung-soo ჟანრი : რომანტიკა , დრამა , იაოი. აღწერა : ჩანიოლს უნდოდა გაყრა. ბექიონმა სთხოვა ერთი კვირა. ორიგინალის ავტორი : http://exobubz.livejournal.com