" მე შენ მიყვარხარ, ჩემო გიგანტო. მადლობა ყველაფრისთვის... "
-10080
ჩანიოლი მირბოდა ქუჩაში, უმიზნოდ... სადღაც... ცხელი ცრემლები სახეზე იკვალავდნენ გზას და ერწყმოდნენ წვიმის წვეთებს, რომლებიც დაუღალავად ეშვებოდნენ ციდან. ის მირბოდა იმ სისწრაფით, რის საშუალებასაც ფეხები აძლევდა და არ ანაღვლებდა ის, თუ საით წაიყვანდნენ ეს ფეხები. რამდენიმე წუთის შემდეგ, ის ზუსტად პარკის შუაგულში დაეცა მუხლებზე. ფიქრები ბექჰიონის დაკარგვის შესახებ წამითაც არ ანებებდნენ თავს. მას გულს უგლეჯავდა ერთი მოგონება, რომელშიც თავისი ქმარი ხელს აწერს გაყრის დოკუმენტებს და შემდეგ ქრება...
ის ვეღარასდროს შეძლებს ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელებას...
უკვე ერთი თვე გავიდა, მაგრამ მისი გრძნობები იმდენად ძლიერი იყო, რომ ყოველ ჯერზე, სამსახურში წასვლის წინ ტკივილსა და საკუთარი თავის ზიზღს გრძნობდა. იგივე გრძნობები ეუფლებოდა კიონგსუსთან ურთიერთობისას, რომელსაც ნორმალურად სახეზეც აღარ უყურებდა. ბექჰიონის სახეზე ასახული ტკივილი სამუდამოდ აღიბეჭდა მის გონებაში. რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩანიოლი წამოდგა და გარშემო მიმოიხედა. ყველაფერი, რასაც ახლა ხედავდა, ბექჰიონს ახსენებდა და ამის გამო ის აგრძელებდა ტირილს იქამდე, სანამ ცრემლები არ გამოელია. მას არ ჰქონდა სხვა არჩევანი იმის გარდა, რომ უბრალოდ დაბრუნებულიყო "სახლში".
***
მომდევნო დილას ჩანიოლი სინათლემ გამოაღვიძა. ამ დროის განმავლობაში, ეს იყო პირველი ღამე, როდესაც ძილში არ უნახავს კოშმარები და მოგონებები... თვალები როგორც კი გაახილა, მაშინვე მიხვდა, რომ ისევ დივანზე ეძინა, უკვე მერემდენედ. მას აღარ შეეძლო საწოლში კიონგსუს გვერდით ძილი, რადგან ამ დროს სინდისის ქეჯნასა და სინანულს გრძნობდა. ჩანიოლი წამოჯდა და საათს დახედა - კიონგსუ უკვე სამსახურში იქნებოდა წასული... ცოტა ხანში, ის სავარძლიდან წამოდგა და საძინებლისკენ გაემართა, მაგრამ გზაში რაღაც დაინახა და შეჩრდა. ეს ბექჰიონის წიგნი იყო. გული ბოღმით აევსო. მან წიგნი აიღო და შუაზე გადახია. შემდეგ ორივე ნაწილი ძლიერად მოისროლა ოთახში და ამ ქცევაში მთელი თავისი ტკივილი და მონატრება ჩააქსოვა, რომელიც ყოველ დღე სტანჯავდა. მაგრამ, წამის შემდეგ, ნაფლეთებთან მიირბინა და წამოკრიფა. ცრემლები, რომლებიც მისი ნიკაპიდან წვეთავდნენ, ხმაურით ეცემოდნენ ხის იატაკზე. მისი თვალები სწრაფად დარბოდნენ ფურცელზე, რომელზეც ავტორის შენიშვნა ეწერა. უეცრად, ჩანიოლს სახეზე ღიმილი აუთამაშდა და ოთახში გამეფებული სიჩუმე არაჯანსაღმა სიცილმა დაარღვია. დიახ, ახლა მან გააკეთა ყველაფერი ის, რასაც შეჰპირდა ბექჰიონს, რომ არასდროს გააკეთებდა. სწორედ მაშინ მიხვდა ჩანიოლი, რომ ეს ფილმი არაა - ეს რეალური ცხოვრებაა და არ შეუძლია მისი დამთავრება ისე, როგორც მას და ბექჰიონს სურდათ.
YOU ARE READING
10080
Fanfictionპერსონაჟები : Park Chan Yeol , Byun Baek hyun და Do Kyung-soo ჟანრი : რომანტიკა , დრამა , იაოი. აღწერა : ჩანიოლს უნდოდა გაყრა. ბექიონმა სთხოვა ერთი კვირა. ორიგინალის ავტორი : http://exobubz.livejournal.com