Part 3

1.4K 160 10
                                    

როდესაც ჩანიოლს როგორც იქნა გონება გაუნათდა, მან კიდევ ერთხელ გაიაზრა წინა საღამოს ბექიონის ნათქვამი სიტყვები. ის მიხვდა თავის დანაშაულს, ბექიონს რომ არ დააცადა საუბარი, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი უძილობასა და ცუდ განწყობას დააბრალა. ბოლოს გადაწყვიტა ხელახლა მოესმინა მეუღლისათვის და ბექიონის კაბინეტის კარზე დააკაკუნა.

- ბაეკ, ვიცი რომ მანდ ხარ. გამიღე, - ერთი წუთის შემდეგ ხელმეორედ დააკაკუნა ჩანიოლმა. - ბექიონ, კარი გამიღე. სალაპარაკო გვაქვს, შენ კი არ მიშვებ და ტყუილად დროს მაკარგვინებ.

რამდენიმე წუთი კიდევ გავიდა და ჩანიმ საკეტის გადატრიალების ხმა გაიგო. ის კარებთან იდგა და აკვირდებოდა ბექიონის მოძრაობას, რომელმაც კარები გაუღო და ისევ თავის საწერ მაგიდას მიუჯდა. ჩანიოლმა იფიქრა, რომ ბაეკისგან ასეთი ცივი მოპყრობა ალბათ დაიმსახურა. დიდხანს ორივენი ჩუმად იყვნენ. შემდეგ ჩანიოლი მიუახლოვდა სავარძელში მჯდომ თავჩაქინდრულ ბექიონს და მის პირდაპირ ჩაიცუცქა.

- ბეკი... - ჩუმად დაიწყო მან. - ხომ იცი, არ მიყვარს როცა მაიგნორებენ...

ბექიონმა თავი ასწია და გაბრაზებული, ამავდროულად ნაღვლიანი თვალებით შეხედა.

- მე ხომ ყველაფერს ვამძაფრებ, როცა სინამდვილეში შენზე ვღელავ, ასე არ არის?

ამ სიტყვებმა ჩანიოლს წინა საღამო გაახსენა და ინანა, რომ ენას კბილი არ დააჭირა. მან იცოდა, რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულები იყვნენ. ბექიონი თავის აზრს ჟესტებით გამოხატავდა, ჩანიოლი კი ხშირად, დაუფიქრებლად წამოროშავდა უხეშ სიტყვებს. ხან და ხან მას ავიწყდებოდა, რომ ბექიონის წყენინება სიტყვებით უფრო მარტივია, ვიდრე ქცევით. საბოლოო ჯამში, გუშინ მან ძალიან ატკინა გული მეუღლეს.

ჩანიოლმა დამნაშავის თვალებით შეხედა ბექიონს, ბეჭებზე ხელები შემოჰხვია და სკამიდან წამოაყენა. ბაეკის სუსტმა სხეულმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ჩანიოლმა ის მკერდზე მიიხუტა და ნიკაპი თავზე დაადო.

10080Where stories live. Discover now