* The Reflection\ანარეკლი ( ნაწილი 1 )

586 32 27
                                    

სიცივე.. სიცარიელე.. კვლავ სიმარტოვე !! მტივაა, მტკივაააა სული მტკივაა !! შეხედე შენს თავს არარაობა ხარ ! შეხედე, კარგად შეათვალიერე შენი სხეულის თითოეული ნაწილი.. „ჩამპალი ხორცი" ხარ რომელიც დღითიდღე იხრწნება ! შეხედე შენ არაფრის მომცემ ცხოვრებას, არავის არ ჭირდები, არავინ გყავს სულ მარტო ხარ.. მშობლებსაც არ სჭირდებოდი, ამიტომაც როგორც „გამოუსადეგარი ნივთი" სანაგვეზე მოგისროლეს.. უყურე შენს თავს უყურე !! საბლოოდ კი იმ ერთადერთ „გოგონას" ვერ გაუფრთხილდი, რომელიც „ნაგავ საყრელზე" იპოვე ! ის ისევე არ სჭირებოდათ მშობლებს, როგორც შენ.. ! უყურე შენ ჩამპალ სხეულს, უყურე !!

მართლაც რომ ჩემს შიშველ სხეულს ვუყურებდი სარკეში, მასში გამოსახული ანარეკლი გულს მირევდა.. სახეზე ჩამოშლილი ხვეული თმები მკერდს მიფარავდა.. საზარელი აზრები ერთიანად მაწვებოდა.. მინდოდა მათი თავიდან ამოგდება, მაგრამ ამაოდ. არ ვაძლევ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ჩემს ჭორფლიან სახის მიდამოებში ცრემლისმაგავრი წვეთები ჩამომგორდეს.. თვალებს მაგრად ვხუჭავ, ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ, შემდეგ კი ფილტვებში ჩამდგარ ბინძურ ჰაერს უფლებას ვაძლევ, რომ ჩემი სხეული დატოვოს ! ყოველდღე ერთი და იგივე. ვდგავარ ჩემს ნაცრისფერ ოთახში, ისეთივე ნაცრისფერ, როგორიც ჩემი ცხოვრებაა, მხოლოდ ერთი სარკე დგას ოთახის შუა გულში, რომელიც ჩემ საუკეთესო მეგობრად ვაქციე ! მასში ის უმწეო გოგონა ჩავტოვე, რომელიც რამოდენიმე წლის წინ ვიყავი.. ეჰჰ.. ძვირფასო ელინა, ახლა კი უბრალოდ დაუნდობელ მონსტრად იქეცი !
- ჰჰ.. მორიგი არაფრის მომტანი დღე, მორიგი მსხვერპლით..
ირონიულად ვიღიმი, თავს დაბლა ვხრი, ხელს თმებში ვიცურებ და ოდნავ ვიჩეჩავ.. შიშველი ფეხებით, ოთახის კარისკენ ვიწყებ სვლას. კარები ნელა შევაღე, დერეფანი ნელი ნაბიჯით გავიარე, რათა შემეგრძნო სიცივე ჩემს სხეულში ! ახლა ხომ დეკემბერია..გარეთ ყველაფერი თოვლითაა დაფარული, მე კი უზარმაზარ სახლში სრულიად შიშველი დავძრწი.. არ ვითხოვ არავისგან სითბოს, როგორც ცხოვრებისგან, ისე წელიწადის დროებისგან.. ალბათ იფიქრებთ, რომ გიჟი ვარ ?! ჰჰ.. სწორედაც რომ გიჟი ვარ ! დერეფნის ბოლოში კარებს მივადექი, რომელიც თეთრი ფერით იყო შემოსილი. სახელურს ვატრიალებ, შემდეგ კი ოთახში ვაბიჯებ.. კედლები უზარმაზარი სარკეებით არის შემოსილი, ჭერი და იატაკიც მთლიანად სარკისგან არის დამზადებული ! ჩემგან მარცხნივ აბაზანა დგას. აბაზანას ვუახლოვდები, წყალს ვუშვებ და ველოდები, როდის გაივსება ცივი წყლით ! რამოდენიმე წუთში აბაზანა მთლიანად აივსო. ონკანს ვკეტავ, შემდეგ კი ყინულივით ცივ წყალში ვწვები.. ერთიანად მეყინება სხეული, ღმერთო როგორ მსიამოვნებს.. როგორ მსიამოვნებს ამ სიბინძურის განადგურება !! თვალებს ვხუჭავ, ფილტვებში ჰაერს ვიგროვებ, შემდეგ კი მთლიანად ვიძირები.. რამოდენიმე წამი ასე ვარ, შემდეგ თვალებს ვახელ, მაღლა ავყურებ სადაც ჩემს ანარეკლს ვხედავ, როგორ გამოიყურება თითქმის მთლიანად გათოშილი სხეული.. პირს ვაღებ და მთელი ძალით ვყვირი.. ჰჰ.. სასაცილოა რისთვის ვყვირი ? ჩემი ექოც კი არ გაისმა წყალში.. აბაზანის კედლებს ხელებით ვეყრდნობი, შემდეგ კი აბაზანიდან გადმოვდივარ.. კვლავ ჩემს ანარეკლს მივჩერებივარ.. რამდენია, ოთახის ყოველ კუთხე კუნჭულში, ჩემი ბინძური სხეული მომჩერებია.. ოთახი დავტოვე, ტანზე თეთრი პირსახოცი შემოვიხვიე.. მთელი სხეული შევიმშრალე, შემდეგ კი შავი ტანისამოსით შევიმოსე.. ხელებზე ტყავის ხელთათმანები ჩავიცვი.. ცალი ხელი მაღლა ავღმართე და მისი შეთვალიერება დავიწყე..
- კვლავ ვიღაცას მოუსწრაფებს დღეს, ეს ხელები სიცოცხლეს..
სიცილი მივარდება, ბოლოხმაზე ვხარხარებ და ჩემს ხელს შევჩერებივარ.. შემდეგ კი მანტოს ვიცვამ და სახლს ვტოვებ.. სახლის დატოვებისთანავე, სახეზე დეკემბრის სუსხიანი ნიავი მეხება.. მანქანისკენ მივდივარ, თოვლის ფანტელები ჩემ შავ სამოს ეფინება. მხრებს ვიფერთხავ, მანქანის კარებს ვაღებ და ვჯდები, ვქოქავ შემდეგ კი უსასრულო გზაზე გავდივარ.. უსასრულოდ მივუყვები გზას, რომელიც არ მთავრდება, იქამდე მივუყვბი სანამ დანიშნულების ადგილს არ მივაღწევ ! დრო ძალზედ ნელა გადის, ყოველ გასულ თითო წამზე მოთმინების ფიალა მევსება.. ხელებს მაგრად ვუჭერ საჭეს, შემდეგ თვალებს სარკის მიმართულებისკენ ვაბყრობ, „საკუთარ თვალებს" თვალებში შევცქერი, გვერდულად ვიღიმი და მანქანის სიჩქარეს უფრო და უფრო ვუმატებ..
- არ შემიძლია ამ ყველაფრის გაგრძელება, თავისუფლება მწყურია !!
რაც უფრო მეტად ვუახლოვები დანიშნულებს ადგილს, მით უფრო გამალებით მიცემს გული.. ვგრძნობ წუთში, სამოცჯერ კი არა, არამედ ასოცს აღემატება მისი ფეთქვა.. ჰორიზონტზე „თავისუფლება" გამოჩნდა.. თავისუფლება, რომლისკენაც ასე მივისწრაფოდი. ულამაზეს სანახაობა მეშლება, თოვლის ფანტელები ნაზად სწყდებიან ცას, ღრუბლებში ჩამალული მზე, კი დროთა განმალობაში თავს მახსენებს, თითქოსდა დამალობანას მეთამაშება.. ჩემს წინ უსასრულო გზაა, რომელიც წყდება და მის წინ უზარმაზარი ოკეანე იშელაბა.. სიჩქარეს უფრო ვუმატებ, ჰაერს ხარბად ვიგროვებ ფლტვებში.. ნუთუ ასე უბრძოლველად დავამთავრებ „სიცოცხლეს" ?! და მაშინ, როდესაც სიცოცხლისა და სიკვდილის წინაშე ვიდექი, არჩევანი შენზე გავაკეთე, ჩემო „ანაბელ" მთელი ძალით მუხრუჭს დავაჭირე ფეხი.. მანქანა უმალვე გაჩერდა, მე კი ინერციით წინ გავქანდი, მაგრამ ჩემს სხეულზე მიმაგრებულმა ღვედმა საშუალება არ მომცა, რომ მივნარცხებოდი.. თმები უმისამართოდ მიმომეფანტა.. ვიგრძენი, როგორ ჩამომგორდა სახეზე ორად-ორი ცრემლი, რომლის ჩახრჩობასაც ამდენიხანი ვცდილობდი.. თავს ვეღარ ვაკონტროლებ, ხმამაღლა ვწყებ ტირილის, ცალხელს თმებში ვიცურებ, ცალს კი პირზე ვიფარებ.. დაგროვილი ემოციები ერთიანად მაწვება, ხმამაღლა ვყვირი, შემდეგ კი ხელებს მთელი ძალით საჭეზე ვურტყამ.. ძალა აღარ შემწევს, ამდენი ტკივილის მოთმენით.. ხელებს საჭეზე ვალაგებ შემდეგ კი თავს ნელა ვასვენებ მათზე.. ფიქრები ერთმანეთში ირევა.. ადგილზე ვსწორდები, მანქანის კარებს ვაღებ შემდეგ კი გადავდივარ. ტრასას მივუყვები, შემეგ კი ვჩერები, რადგან მის იქით გზა აღარ არის.. ოკეანეს გადავყურებ, ის ისეთი მუქია.
- თავისუფლება ერთად გვეწვევა ანაბელ ! ვფიცავ, ვიპოვი იმ ნაბიჭვარს და საკუთარი ხელებით გამოვასალმებ სიცოცხლეს !!
რამოდენიმე წამი ადგილიდან არ ვიძრებოდი, მსიამოვნებდა, ცივი ნიავის ალერსი, რომელიც ჩემ სახეს ეფინებოდა.. მანქანაში დავბრუნდი, შემდეგ კი განყოფილებისკენ ავიღე მიმართულება.. ორ საათში დანიშნულების ადგილზე ვიყავი. განყოფილებაში, ისე შევედი არავის მივსალებივარ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა თავს მიკრავდა.
- ჯეინ ერთი უშაქრო ყავა შემომიტანე, მალე !
წარბშეკრულმა, თანამშრომელს შევბღვირე შემდეგ კი ჩემი კაბინეტის კარები მოვიჯახუნე.. მაგიდასთან მდგარ, ბორბლებიან სავარძლისკენ გავეშურე, შემდეგ კი მასში კომფორტულად ჩავეშვი. თითები ერთმანეთში გადავხლართე, თავი უკან გადავწიე ჭერს შევჩერებოდი, თვალის დაუხამხამებლად.. რამოდენიმე წამში, ჯეინი შემოვიდა ყავის ფინჯანით ხელში.. ყავა მაგიდაზე დამიდო, შემდეგ კი უმალვე ოთახი დატოვა. ყველასთვის ცნობილია ჩემი „ფიცხი" ხასიეთი.. ჯეინის გასვლას კიმ ჯონგინის კაბინეტში შემოვარდნა მოჰყვა, იგი ორივე ხელით მაგიდას დაეყრდნო და ზედ დამჩერებოდა..
- ელინაა !! განყოფილებაში უამრავი საქმეა, და გამომძიებელი სავარძელში ისვენებ და ყავას მიირთმევ ?!!
მისი ხმა ჩვეულებრივზე, ოდნავ ხმამაღალი იყო..
- კიმ ჯონგინ, რა უფლებით შემოდიხარ ჩემს კაბინეტში, ამასაც არ კმარობ და ჩემზე ხმას უწევ !!
თავი გავასწორე, შემდეგ კი დაჟინებული მზერა მივაბყარი.. ვატყობდი, უფრო და უფრო როგორ გამოდიოდა მდგომარეობიდან, მე კი ეს უბრალოდ სახალისოდ მიმაჩნდა.. ხელი თმაში შეიცურა, წამიერად აიჩეჩა, შემდეგ კი კვლავ ხელები მაგიდაზე შემოაწყო, ჩემსკენ ძალიან ახლოს დაიხარა და უფრო ხმამაღლა დაიწყო საუბარი
- მისმინე ელინა !! განყოფილებაში უამრავი საქმეა, შენ კი აქ გულხელ დაკრეფილი ზიხარ და ნებივრობ ?! რასიტყვი იმაზე, რომ ბრუკლინში ყოველ მეორე დღეს თითო ბავშვი მაინც იკარგება..
სასაცილოა ამ ყველაფრის მოსმენა, ანაბელიც ხომ ასე „გაუჩინარდა" რატომ არავინ არაფერი არ მოიმოქმედა ?!
- ჰჰ..
საპასუხოდ უბრალოდ ჩამეღიმა, ამაზე კი მისი აგრესია ბოლომდე გამოვიწვიე
- ფეხებზე გკიდია ხო ბავშვები ელინა ?! ჰჰ.. ხოო არ გაინტერესებს არა ?!! და ანაბელი ?! გაიხსენე, როგორ გტკიოდა, როცა მისი დასახიჩრებული და გაყინული სხეული მოგიყვანეს !! გაიხსენე !! მიუხედავად იმსა, რომ ის შენი ბიოლოგიური შვილი არ იყო !! გტკიოდა ხოოო ?! წარმოიდგინე ახლა, როგორ სტკივათ სხვა ბავშვების მშობლებს !! მათი „ბიოლოგიური" შვილი ვიღაც ნაბიჭვარმა გააუპატიურა, დაასახიჩრა შემდეგ კი კანალიზაციაში ჩააგო !!
მისი ყოველი სიტყვა, ნემსივით მესობოდა გულზე.. ის უფრო და უფრო, იხრებოდა ჩემსკენ.. ბოლო წინადადების დასრულებისთანავე, ჰალსტუხზე წავავლე ხელი და უფრო ახლოს მოვქაჩე ჩემსკენ,
- კიმ ჯონგინ მეორედ ანაბელი აღარ ახსენო, თორე სათითაოდ ყველა კბილს ჩამოგიღებ !!
კბილებში გამოვცერი, პირის ღრუში დაგროვილი ნერწყვი, კი მძიმედ გადავყლაპე..
- ჰჰ.. ელინა.. მგონი გავიწყდება ანაბელი, როგორც მიყვარდა !! მისი მკვლელი კი დღემდე თავისუფლად დაძრწის, ბრუკლინის შუა ქუჩებში.. ყოველდღე იზრდება მისი მსხვერპლი !! შენ თუ არ აპირებ, ამ საქმეზე ხელის მოკიდებას, ჯობია დატოვო თანანდებობა.
ჰასლტუხი ხელიდან გაგმომგლიჯა, შეისწორა, შემდეგ კი ოთახი დატოვა.. კვლავ ჩემს ბორბლებიან სავარძელს ზურგით მიეყრდენი.. წარსული კი კინოს კადრებივით, მიელავდა თვალწინ.. „ელინააა.. ელინააა" ანაბელის ხმა და მისი სიცილი, დღემდე ჩამესმის.. ის ისეთი, უმწეო იყო !! ღრმად ჩავისუნთქე, შემდეგ კი სავარძლიდან წამოვდექი, გეზი კიმ ჯონგინის კაბინეტისკენ ავიღე.. რამოდენიმე წამში მისი კაბინეტის წინ აღვიმართე, კარები დაუკაკუნებლად შევაღე. კიმ ჯონგინი კედელზე დაკიდებულ დაფასთან იდგა, სადაც მთელი სქემის მონახაზი ქონდა. ჯონგინმა ცივი მზერა მომაბყრო, შემდეგ კი ირონიულად ჩაიცინა
- როგორც ჩანს გადაწვიტე საქმეს ხელი მოკიდო, რადგან ჩემს კაბინეტში ასე გამომეცხადე..
მის ირონიით ნასროლ სიტყვებზე, საპასუხოდ მუშტის შეთავაზება მინდოდა, მუშტი მაგრად შევკარი, შემდეგ კი ჰაერი ამოვისუნთქე.
- ხმა ჩაიგდე კიმ ჯონგინ და საქმეს მივხედოთ !!
კბილებში გამოვცარი, ისე რომ ზედაც არ შემიხედავს.. დრო ისე გავიდა ვერც კი შევამჩნიეთ, საქმეში ჩაფლულებს, საღამო დაგვიდგა..
- იქნებ შევისვენოთ და ცოტა წავიხემსოთ ?
მომიგო კიმ ჯონგინმა
- მაგის დრო არ გვაქვს ! საქმეს მიხედე, კიმ ჯონგინ !
სიტყვები უხეშად ვესროლე
- იქნებ უბრალოდ სახელით მომმართო ?! რამდენი წელი გავიდა..
- რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, შენ სულ კიმ ჯონგინი იქნები ! აქ ამაზე სასაუბროდ არ ვიმყოფები, საქმეს მიხედე..
კიმ ჯონგინს ხმა აღარ ამოუღია, მთელი ღამე ვმუშაობდით, სახლშიც არ წავსულვართ. ღამის 03:00 საათია, ვცდილობთ გამოვიცნოთ, თუ სად მოხდება მორიგი თავდასხმა, რადგან ეს „მანიაკი" ძალზედ ჭკვიანია, ძალიან ფრთხილად მოქმედებს.. დრო ნელა გადიოდა, როდესაც რაციაში ხმა გაისმა, სადაც გვამცნობებდნენ, რომ ბრუკლინში კვლავ თავდასხმა განხორციელდა, ახალგაზრდა ქალბატონზე და მის 12 წლის ქალიშვილზე. სასწრაფოდ დავავლეთ პიჯაკებს ხელი, უმალვე დავტოვეთ განყოფილება, რამოდენიმე ხანში კი დანიშნულების ადგილზე ვიყავით.. დაზარალებულ პირებს უამრავი პოლიციელი დასტრიალებდათ თავს, როგორც ბზიკები თაფლს ! ბრბოში შევიჭერით, დაზარალებულებს მივუახლოვდით.. პატარა გოგონა დედას კალთაში მოეთავსებინა, ხელები მთელ ზურგზე ჰქონდა მოხვეული. სახეზე ფერი არ ედო, შიშისგან ყბა უცახცახებდა.. მათ დანახვამ უამრავი ემოცია გამოიწვია ჩემში.. რატომ ვერ შევძელი ჩემი გოგონას დაცვა ?! კიმ ჯონგინი დაზარალებული ქალბატონისკენ დაიხარა და უმალვე კითხვების დასვა დაუწო
- დაინახეთ ვინ დაგესხათ თავს ?! როგორ გამოიყურებოდა შეგიძლიათ აგვიღწეროთ ?!
ქალბატონი პასუხს არ სცემდა, მხოლოდ თავის გოგონას უფრო და უფრო ძლიერად იკრავდა გულში.. თავისთვის ჩუმად რაღაცას ბუტბუტებდა, ყურს თუ დაუგდებდით გაიგებდით მის სიტყვებს „მე დაგიცავ პატარავ, დედა აქ არის !" კიმ ჯონგინი დაჟინებით უმეორებდა ითხვე ბს მაგრამ ამაოდ.. გადავწყვიტე კითხვები მე დამესვა, მათ წინ ჩავიმუხლე, ქალბატონს ხელი მუხლზე დავადე შემდეგ კი მივუგე
- ვხვდები რასაც გრძნობთ ! ძალიან კარგად ვხვდები!! მაგრამ ახლა თქვენ თუ ვერ დაგვეხმარებით და არ გვეტყვით, იმას თუ რა დაინახეთ ხვალ „იგი" მორიგ თავდასხმას განახორციელებს..
დაზარალებულმა შემომხედა, შემდეგ კი ხრინწიანი ხმით წინადადების ერთი მეორეზე დალაგებას ცდილობდა..
- მმ.. მას.. წითელი.. მას წითელი თმები ჰქონდა.. ბნელოდა მეტი ვერაფერი დავინახე..




იმედია მოგეწონებათ <3 ძალიან გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი, როგორ მოგეწონათ.. კრიტიკასაც მივიღებ ^_^ <3 

The Reflection \ ანარეკლიWhere stories live. Discover now