უკუნით სიბნელეში, ტრასას მივუყვები.. ტრასას რომელსაც, მხოლოდ ლამპიონების შუქი მინათებს.. ცაზე ერთი ვარსკვლავიც არ ბრწინავს.. ისეთი სიბნელეა, როგორიც ჩემს გულში !! არც კი ვიცი როგორ მივედი დანიშნულების ადგილზე. მანქანიდან სასწრაფოდ გადმოვედი, საავადმყოფოში გიჟივით შევიჭერი და რეგისტრატურისკენ ავიღე გეზი..
- კიმ ჯონგინი რომელ პალატაში წევს ?!
ათრთოლებული ხმით შევყვირე, რეგისტრატურაში მჯდარ მედდას.. მედდამ აჩქარებული ტემპით დაიწყო ფურცლების ქექვა..
- მეოთხე სართულზე, 309 - ე პალატაში..
უსიტყვოდ მოვწყდი რეგისტრატურას, ლიფტსაც არ დაველოდე ისე ავირბინე კიბეები, გიჟივით შევარდი 309 - პალატაში სადაც ჯონგინი იმყოფებოდა.. მის დანახვაზე გული იმაზე მეტად შემეკუმშა, ვიდრე რამოდენიმე წუთის წინ, როდესაც გიჟივით ვეხეთქებოდი საავადმყოფოს კედლებს.. ჩემს წინ საწოლზე მწოლიარე ჯონგინი დავინახე, რომელსაც მთელი სახე დასიებული ჰქონდა, ხოლო ფეხი გიფსში ჩაესვათ.. მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა გულს მიკლავს ! ვერ დავუშვებ ისიც ისევე წამართვას, როგორც ანაბელი.. შოკირებულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი, როდესაც ჯონგინმა მისუსტებული ხმით მომმართა
- ჰეი შერლოკო იმედს ბოლომდე არ ვკარგავდი..
შემდეგ კი ჩაიცინა.. დავიბენი ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.. შერლოკს მაშინ მეძახდა, როდესაც ჩემი გაბრაზება სურდა.. სანამ გავიაზრებდი თუ რა იგულისმა, დაბალი ხმით ჩაიბურდღუნა
- რომ მოხვიდოდი..
მისი სიტყვები ეკლებივით ჩამესო გულში.. თავი ვეღარ შევიკავე, ჩემს გაყინულ სახის მიდამოებმა, კი თბილი მარილში გაღენთილი წვეთები იგემეს.. კიმ ჯონგინს ეს არ გამოპარვია, სახეზე კმაყოფილების იერმა გადაურბინა
- ტირი შერლოკო ?! ჰჰ.. ნუთუ ეს ცრემლებია, რომლებიც შენს სახეს არასოდეს ეკარება..
სასწრაფოდ მოვიშორე სახეზე ჩამოგორებული წვეთები, რომელიც ასე უხარებდა ჯონგინს გულს, შემდეგ მისკენ ლანძღვით გავეშურე
- იოცნებე კიმ ჯონგინ ! იდიოტი ხარ !
მის საწოლის წინ ავისვეტე, ხელი მხარზე დავარტყი, ის კი შეიშმუშნა თან სახე დაემანჭა
- ცოტა ნელა შერლოკო, მანიც დაზარალებული ვარ ნუ გავიწყდება..
უხერხულად გავწიე ხელი. მანდვე მდგარ სკამზე მოვკალათდი
- კარგი კარგი ! ვინ ჩაგაგდო ასეთ დღეში ?!
კიმ ჯონგინს ჩემს ნათქვამზე ირონიულად ჩაეღიმა
- სერიოზულად ელინა ?! ფიქრობ, რომ მე ვიცი ეს ვინ ჩაიდინა ?! შენი აზრით რომ მცოდნოდა ახლა აქ ვიწვებოდი ?!
- ხო მაგრამ იქნებ დაინახე ვინმე ?!
- ვეივერლის ქუჩას მივუყვებოდი, როცა მთელს ქუჩაზე შუქები გაითიშა. შარვლის ჯიბეებში დავიწყე ხელის ფათური, რათა მობილური ამომეღო და გზა ასე გამეკვლია. როცა მობილური ვიხელთე, მასზე ტექსტური შეტყობინება იყო გამოგზავნინლი „უკან გამომხედე" ინსტიქტურად უკან შევტრიალდი, როდესაც მწარე ტკივილი ვიგრძენი თავის არეში, შემდეგ კი უბრალოდ აღარაფერი მახსოვს..
ვინ შეიძლება ყოფილიყო ?! ნუთუ ის ვინც ანაბელი წამართვა.. თვალწინ წლების წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ გამიელვა.. „ჯონგინ უნდა დავშორდეთ, უბრალოდ შემეშვი აღარ მიყვარხარ !" ჰჰ.. აღარ მიყვარხარ ?! მე ხომ ის სიგიჟემდე მიყვარდა.. მისივე უსაფრთხოებისთვის დავანგრიე ჩვენი ურთიერთობა. მის გარდა აღარავინ მყავდა და აი ახლა მე ის მივიღე რასაც ვცდილობდი ! მე მარტო ვარ ჩემს დამპალ ცხოვრებასთან ერთად..
- ჰეი შერლოკო მისმენ თუ ღრუბლებში დაფრინავ ?!
ფიქრებიდან კიმ ჯონგინის ბუტბუტმა გამომიყვანა
- გისმენ გისმენ.. ვფიქრობ ვინ შეიძლება ყოფილიო, შენს მობილურს განყოფილებაში წავიღებ, როგორც ერთგვარ სამხილს. იმ წყვლინტიან ლაწირაკს მივაბარებ ამ საქმეს, გამოიძიოს თუ საიდან არის ეს შეტყობინება გამოგზავნილი
- ო სეჰუნს გულისხმობ ?!
- წყვლინტიანი ლაწიკრაი სხვა ვინმე გვეგულება განყოფილებაში ?! მამიკოს ბიჭი.. როგორ მაღიზიანებს ეგ პატარა ნაბიჭვარი..
- ოჰოო.. დაწყნარდი ელინა
- წყნარად ვარ კიმ ჯონგინ !
ჯონგინმა თვალები აატრიალა, როდესაც სახელით მივმართე
- ისევ თავიდან დაიწყო..
ამასობაში პალატაში ექიმიც შემოვიდა, ფეხზე წამოვიჭერი და ხელი გავუწოდე, მანაც საპასუხოდ ხელი ჩამომართვა და თბილი მზერით დამაჯილდოვა..
- როგორც ვხვდები თქვენ კიმ ჯონგინის მეუღლე ბრძანდებით..
- არა იცით მე გამომძ..
წინადადება დამთავრებული არ მქონდა, როცა ჯონგინმა წამოიძახა
- დიახ ის ჩემი მეუღლე გახლავთ..
- ძალიან კარგი.. მოდით გადავიდეთ მთავარ საქმეზე
მინდოდა ჯონგინისთვის სახეში მუშტი მეთავაზებინა, მაგრამ ამჟამინდელი მდგომარეობა ამის საშუალებას არ მაძლევდა..
- თქვენს მეუღლეს მსუბუქი სხეულის დაზიანებები აქვს, ასევე როგორც ხედავთ მის ფეხს. გიფსში იმიტომ არის, რომ ძვალი აქვს გაბზარული..
ექიმმა რენდგენის სურათი ამოიღო და ხელით მიჩვენებდა ჯონგინის ძვლის „ბზარებს". ყოველ სიტყვაზე თავს ვუქნევდი, იმის ნიშნად რომ ყველაფერი გასაგები იყო.
- ორ დღეში გავწერთ, წოლითი რეჟიმი საჭიროა, არანაირად არ გადაიტვირთოს !
- გასაგებია ექიმო მადლობა..
და აი ისევ ჯონგინი ჩაგვერთო საუბარში
- ტყუილად არ არის ნათქვამი „ზოგი ჭირი მარგებელიაო" ჰჰ..
- რას გულისხმობთ ბატონო ჯონგინ ?!
ექიმი ჩაეძია ჯონგინის ნათქვამს.. მე კი ძალზე კარგად ვხვდებოდი რა იგულისხმა !
- არაფერი ექიმო, ნუ მომაქცევთ ყურადღებას.. დიდიხანია ჩემს მეუღლესთან ერთად არ გამიტარებია დრო.. სულ სამსახურის საქმებში ვართ ჩაფლული..
- ჰჰ.. ხუმარა ბრძანდებით ბატონო ჯონგინ !
- ზედმეტად..
ჩავიბურდღუნე, ისე რომ ექიმს არ შეემჩნია.
- მაშასადამე დაგტოვებთ
თანხმობის ნიშნად გავუღიმე. როგორც კი ექიმმა კარი გაიხურა უმალვე ჯონგინს ვეცი
- მეუღლე ?! მე და შენ ცოლ-ქმარი აღარ ვართ კიმ ჯონგინ ! შეიგნე ეს ერთხელ და სამუდამოდ!
თვალი არც კი დაუხამხამებია კიმ ჯონგინს, ისეთი კმაყოფილი სახით მომჩერებოდა
- ნუ მიყურებ მასე, თორე მაგ გალამაზებულ სახეს უფრო შეგილამაზებ !
- ოჰჰ ელინაა.. არ დაიღალე ამდენი მუქარით ?! მოდი ამ ყველაფერს თავი დავანებოთ და ის მითხარი, ჩემთან სახლში გადმოხვალ თუ მე გადმოვიდე შენთან ?
- უკაცრავაად ?!
- წოლითი რეჟიმი მაქვს დაგავიწყდა ?! უნდა მომიარო..
- და რა ვალდებული ვარ, რომ ეს გავაკეთო ?!
- მე შენს მეტი არავინ მყავს..
მისი ღიმილიანი სახე, მწუხარებამ ისე ჩაანაცვლა, ვერც კი მოვასწარი გააზრება.. უბრალოდ ვუპასუხე
- ჩემთან გადმოხვალ, მაგრამ დაიმახსოვრე ერთ ოთახში არ დავიძინებთ !
- ჰჰ.. კარგი ელინა დაწყნარდი..
- წავალ ახლა მე. შენ კი დაისვენე
- ჩემზე ნერვიულობ შერლოკო ?
კვალვ კმაყოფილების იერი შევნიშნე
- იოცნებე კიმ ჯონგინ !
პალატა უმალვე დავტოვე ! არ ვიცი რა ვქნა.. რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე?! ქალაქის მთავარი გამომძიებელი ვარ, რომელმაც ერთი ნაძირალა ვერ დაიჭირა.. ის ნაძირალა რომელმაც შვილი მომიკლა, ახლა კი კიმ ჯონგინს გადაწვდა.. დილის 7 საათია მე კი კვლავ კიმ ჯონგინის პალატის გვერძე მდებარე დივანზე ვარ მოკალათებული, ხელები გულზე მაქვს დასვენებული.. თვალი ერთი წუთითაც არ მომიხუჭავს! საშინელი ფიქრები ერთიანად მაწვებოდა.. ამასობაში ექთანმა პაციენტების შემოწმება დაიწყო, რომ შემამჩნია ჩემსკენ წამოვიდა
- ქალბატონო „კიმ" მთელი ღამე აქ გაატარეთ, წადით დაისვენეთ.. თქვენი მეუღლე კარგად იქნება. თუ რამე ახალი იქნება აუცილებლად შეგატყობინებთ
ჰჰ.. მისის „კიმ" რა უცნაურად ჟღერს ეს.. რამდენიხანია ასე არავის მოუმართავს, რადგან მე აღარ ვარ მისის „კიმ" !
- კარგი.. ახლა წავალ და გთხოვთ კიმ ჯონგ... კი არადა ჩემს მეუღლეს ნუ ეტყვით, რომ მთელი ღამე აქ გავატარე, თორემ ჩემზეც ინერვიულებს და არ მინდა უარესად გახდეს..
- რა პრობლემაა მისის „კიმ" არაფერს ვეტყვი.. ბედნიერ დღეს გისურვებთ
ექთანმა თბილი ღიმილით მომიგო, მეც ასევე საპასუხოდ გავუღიმე, შემდეგ კი განყოფილებაში წავედი.. იქ მისულს ყველა აწიოკებული დამხვდა. უკვე ყველას შეეტყო ის თუ რა დაემართა კიმ ჯონგინს. როგორც კი შემამჩნიეს, ყველა ცდილობდა ისე მოქცეულიყო, ვითომაც არაფერი მომხდარა.. ვცდილობდი მეც არ შემემჩნია!
- ჯეინ ოჰ სეჰუნს გადაეცი, რომ 10 წუთში ჩემს კაბინეტში გაჩნდეს ! ბევრი საქმე გვაქვს.. თქვენ ყველამ კი თქვენსაქმეს მიხედეთ !!
იმდენად გაღიზიანებული ვიყავი, რომ ვერც კი ვამჩნევდი განყოფილებაში, ხმამაღლა კი არა არამედ ყვირილით, რომ ვსაუბრობდი..
- იცით.. ოჰ სეჰუნი ჯერ არ მოსულა
ჯეინმა ნერვიულად დაიწო ხელების ერთმანეთში ხლართვა..
- რასქვია ჯერ არ მოსულა ?! მოათრიეთ ეგ წყვლინტიანი ლაწირაკი განყოფილებაში !! თუ ძილი უნდა წავიდეს აქედან, აქ არაფერი ესაქმება !!
- ნერვები დაიწყნარე ელინა, აქ ვარ და კიდევ, მინდა გითხრა რომ წყვლინტიანი ლაწირაკი არ ვარ! ახლა კი საქმეს მივხედოთ, ეგრეთ წოდებულო გამომძიებელო.. ჰჰ.. „გამომძიებელო"
სეჰუნი ჩემს წინ წავიდა, ბოლო სტყვები კი იმხელა ირონიით იყო გაჟღენთილი, რომ მინდოდა მისთვის სათითაოდ კბილები ჩამომეღო.. ლაწირაკი პარაზიტი ! ჩემს კაბინეტში შევედი. სეჰუნი ჩემს სავარძელში „წამოჭიმულიყო" რამაც იმაზე მეტად გამაღიზიანა, ვდრე რამოდენიმე წუთის წინ გახლდით..
- ხომ არ გეშლება ვის სავარძელში ზიხარ ?!
- არანაირად
- ადექი და დაიკავე შენი კუთვნილი ადგილი !
- ეს არის ჩემი კუთვნილი ადგილი, „დამხმარე ელინა"
- „დამხმარე ელინა" ?! ზედმეტები ხომ არ მოგდის ნაბიჭვარო !!
ვეღარ მოვუთმინე, ისე დავუღრიალე..
- ჰჰ.. როდის ისწავლი ნერვების მოთოკვას ?! მასეთი ფსიხი, რომ ხარ იმიტომაც ვერ დაგიჭერია ის ბოროტმოქმედი..
- შენ ნუ მასწავლი ჩემს საქმეს !
- მე არ გასწავლი.. ჯერ-ჯერობით.
სეჰუნი ფეხზე წამოიჭრა, წინ და უკან დაიწყო სვლა..
- მაშ ღამის პირველ საათზე მოხდა თავდასხმა, ხოლო შენ დაგირეკეს ღამის 2 საათზე საავადმყოფოდან ქალბატონო „კიმ"
- საიდან იცი ეს ყველაფერი ?!
- ნამდვილმა გამომძიებელმა ყველაფერი იცის ელინა.. მაშასადამე, იმ ადამიანთან უნდა მივიდეთ და დავკითხოთ, ვინც კიმ ჯონგინი იპოვა შუა ტრასაზე მიგდებული..
სეჰუნმა საქაღალდედან ფურცელი ამოიღო, თითით ნაწერებს ჩაუყვა
- ეს არა ეს არა... და აი ისიც მისის უოტსონი. დაიბადა 1988 წლის 12 იანვარი. 29 წლის ჰყავს ერთი 4 წლის ქალიშვილი..
- კარგი კარგი საკმარისია ! მაგ ქალბატონთან ახალვე წავალ, შენ კი კიმ ჯონგინის ტელეფონი ჩაიბარე, როგორც სამხილი ! გაარკვიე საიდან იყო შეტყობინე გამოგზავნილი
- რომელი შეტყობინება ?!
ჯონგინის ტელეფონი მოვიმარჯვე, შეტყობინების გახსნა დავაპირე, რომელიც წაშლილი დამხვდა..
- არა... არა !! ის აქ იყო !! ზუსტად მახსოვს !!
შეშლილს ვგავდი ერთი და იგივეს გავიძახოდი.. თუმცა არა არ ვგავდი მე ვარ შეშლილი !
- რომელი შეტობინება ელინა ?!
სეჰუნთან მივარდი ტელეფონი სახესთან მივუტანე, პარალელურად თითით ვაჩვენებდი თუ სად უნდა ყოფილიყო ტექსტური შეტყობინება..
- ელინა მგონი ჭკუიდან შეიშალე.. დაწყნარდი ! დაჯექი და შეშლილივით ნუ იქცევი. აქ არანაირი შეტყობინება არ არის !
- აქ არის სეჰუნ !! აქ არა.. არა არ წამიშლია !! აქ იყო შეტყობინება.. მთელი ღამე მე მქონდა ჯონგინის ტელეფონი !! გესმის სეჰუნ ?! არ წამიშლია..
შეშლილიც არ მოიქცეოდა ასე როგორც მე ვიქცეოდი, როცა სეჰუნმა სახეში სილა გამაწნა..
- დამშვიდდი ელინა !!
ორივე ხელი მხრებზე მომკიდა და შემარხია.. სავარძელში ჩავეშვი, რამოდენიმე წამი ხმა ამოუღებლად ვიჯექი. სეჰუნმა წყლით სავსე ჭიქა მომაწოდა
- დალიე ! ახლა როგორ ხარ ?!
- მადლობა უკეთესად..
- არ მინდოდა ასე რომ მოვქცეულიყავი, მაგრამ შენ მაიძულე !
- ვიცი მაგრამ შემდეგში ასე აღარ გაბედო !
- ვეცდები
- კიმ ჯონგინმა მანახა, ის შეტყობინება. მასაც დაეკითხე ჩემი თუ არ გჯერა
- ახლა მაგის დრო არ არის. ჯობია წავიდეთ..
თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად, შემდეგ კი მისის უოტსონის სახლში წავედით. ქალბატონმა საკმაოდ თბილად მიგვიღო, მის სახლში შესულს კი ჩემი ანაბელი წარმომიდგა თვალწინ.. მისი პატარა ქალიშვილი, რომელიც ასე მაგონებდა ჩემს გოგონას.. ჩემს პატარა ანბელს..
- ქალბატონო უოტსონ, გვინდა რამოდენიმე კითხა დაგისვათ გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით
სეჰუნმა მიუგო მას
- რათქმაუნდა, რითაც შევძლებ დაგეხმარებით..
- საიდან ბრუნდებოდით ღამის პირველ საათზე ?!
- ჩემი დიშვილის დაბადების დღე იყო და მათთან ვიყავით. ფეხით გადავწყვიტე წამოსვლა, რადგან ჩვენი სახლები საკმაოდ ახლოს მდებარეობს.
- ვინმე უცნაური პირი ხომ არ შეგინიშნავთ, როდესაც ჩვენი თანამშრომელი იპოვეთ უგონოდ ტრასაზე ?!
- გარდა იმისა რომ ტრასაზე უგონოდ მწოლიარე მამაკაცი დავინახე, მის გარდა არავინ შემიმჩნევია..
სეჰუნი კითხვებს უსვამდა, ამასობაში მისი პატარა ქალიშვილიც გამოვიდა.. იგი ჩვენსკენ წამოვიდა, ღიმილიანი სახით ვუყურებდი, როდესაც უცნაური რამ წარმოთქვა..
- მეც მომკლავს ?!
ტანში ჟრუანტელმა დამიარა.. ასეთ რამეს ნამდვილად არ მოველოდი
- არია ! დროზე ოთახში ადი !
- არა.. არა დაიცადეთ ! რას ამბობ პატარავ ?!
აღელვებულმა ვკითხე
- მეც მომკლავს ?!
- ქალბატონო რას გულისხმობს თქვენი ქალიშვილი ?!
სეჰუნმა მკაცრი ხმით მიუგო..
- იცით ქალაქში გავრცელებულია, ის რომ მანიაკი დაძრწის ქუჩებში და პატარა ბავშვებს ასალმებს სიცოცხლეს.. არიამ მე და ჩემი მეუღლის საუბარი მოისმინა ამ თემასთან დაკავშირეით.. მე კი ვუთხარი, რომ ეს უბრალოდ ხუმრობაა.. ხომ ასეა ?!
მისის უოტსონმა მე და სეჰუნს შემოგვხედა..
- კი ასეა..
არც კიდ ავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე
- ხედავ საყვარელო, ნუ გეშინია ახლა კი ადი შენს ოთახში..
პატარა გოგონა ოთახს არ ტოვებდა, ჩემსკენ წამოიწია ჩემთან მოსულს კი
- მპირდები, რომ დამიცავ და არაფერს დამიშავებს ბოროტი კაცი ?!
ღმერთო ჩემო არ მეგონა, თუ გული არ გამისკდებოდა.. მასთან ჩავიმუხლე, ორივე ხელი მხრებზე დავადე
- ნუ გეშინიაი პატარავ.. მე და ოფიცერი სეჰუნი აქ იმისთვის ვართ, რომ შენ დაგიცვათ.. გპირდები, რომ არაფერი მოგივა ! ახლა მიდი დედაშენს დაუჯერე და შენს ოთახში ადი.. პატარა გოგონა უმალვე მოწყდა ადგილს და თავის ოთახისკენ აიღო გეზი..
- იცით მისის უოტსონ, მინდა გითხრათ რომ პატარა ბავშვთან ასეთ თემაზე ლაპარაკი არ არის რეკომენდირებული..
სეჰუნმა ღიმილიანი ხმით მიუგო მისის უოტსონს
- ჩვენ არც ვსაუბრობდით, არიამ შემთხვევით მოისმინა ჩვენი საუბარი.. ახლა ვიცი ამაზე აღარ იფიქრებს, რადგან თქვენ პირობა მიეცით..
მისის უოტსონმა, ბოლო ორ წინადადების წარმოთქმისას მე შემომხედა. ანერვიულებულამა გავუღიმე, შემდეგ კი სეჰუნს მივუგე
- ოფიცერო სეჰუნ, წასვლის დროა.. მადლობელი ვართ დახმარებისთვის მისის უოტსონ ! ბედნიერ დღეს გისურვებთ..
მისის უოტსნომა სახლიდან გამოგვისტუმრა, ანერვიულებულმა ხარბად დავიწყე ჰაერის ფილტვებში ჩაგროვება
- კარგად ხარ ელინა ?!
- კი კარგად ვარ..
ოფისსში დავბრუნდით.. ამ ინციდენტის შემდეგ ორი დღე გავიდა, ჩვენ კი არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, გარდა იმისა რომ კიმ ჯონგინს თავში ბლაგვი საგანი ჰქონდა ჩარტყმული.. დღეს მას საავადმყოფოდან წერენ, მე კი მანქანაში ველოდები და აი ისიც ყავარჯნების დახმარებით ცალ ფეხზე „მოხტუნაობს" ჩემი მანქანისკენ.. მანქანიდან გამდმოვედი. მანქანის მეორე კარები გავიღე და ჩაჯდომაში დავეხმარე. ჩემს სახლამდე ისე მივედით ხმა არცერთს არ ამოგვიღია, მაგრამ ვატყობდი როგორი ბედნიერიც იყო.. და აი ჩვენ უკვე სახლშ ვართ.. კარებზე ზარის ხმა გაისმა.. უცნაურია არ ველოდები სტუმრებს, თუმცა მე არასდროს არ ველოდები სტუმრებს ! კარების გასაღებად წავედი, როდესაც კარები გავაღე გაოცებული დავრჩი..
- შენ ?! შენ აქ საიდან ?!!!
- გამარჯობა ელინა..
YOU ARE READING
The Reflection \ ანარეკლი
Fanficელინა ახალგაზრდა, გოგონაა რომელიც მშობლებმა მიატოვეს. იგი ბავშთა თავშესაფარში იზრდებოდა.. იგი მიზანდასახული გოგონა გახლავთ, რომელმაც ცხოვრებაში იმდენს მიაღწია, რომ ახლა უკვე ქალაქის მთავარი გამომძიებელია.. მისი ცხოვრება ჩვეულებრივ რიტს მიუყვებდა, სა...