The Reflection / ანარეკლი ( ნაწილი 2 )

225 17 20
                                    

უკუნით ღამეს ბნელ ქუჩას მივუყვები, ის კი თან და თან უფრო გრძელდება. ფეხის ნაბიჯებს ვუჩქარებ, მაგრამ ამაოდ.. გზა უსასრულოდ იწელება. მივრბივარ, მაგრამ არ ვიცი სად !! გზას მთვარის მკაფიო შუქი მინათებს.. ქუჩის ბოლოში უცნაური სილუეტი გამოჩნდა. მაღალი მამაკაცი, რომელსაც მკლავებში პატარა გოგონა ჰყავს მოქცეული.. მათკენ ვიძრები, მაგრამ ფეხები არ მემორჩილება.. ვხედავ, როგორ სასტიკად ავლებს კისერში ხელებს გოგონას და ნელნელა ჰაერში წევს, გოგონა ფართხალს იწყებს, როგორც ხმელეთზე გამორიყურლი თევზი.. სუნთქვა მეკვრის, მინდა დავიყვირო, მაგრამ პირიდან ხმა არ ამომდის !! გოგონას გახშირებული სუნთქვა მესმის, რომელიც ხარბად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ჰაერის შეგროვებას ფილტვებში.. თითქოს ძალიან შორს არიან ჩემგან, მარა მათი ყოველი მოძრაობის „ხმა" ჩამესმის. თითქოს ისინი ჩემს წინ იყვნენ ასვეტებული ! თვალებიდან ცრემლები მწყდება, რადგან ქანდაკებისმაგვარ ერთადგილზე ვარ გაშეშებული.. საბოლოოდ კი მამაკაცი უფრო, მეტად უჭერს გოგონას ხელებს.. მისი ბოლო სიტყვები კი საბოლოოდ მანადგურებს „დედა მიშველე გთხოვ"...

საწოლიდან დენდარტყმულივით წამოვარდი, მთელი სხეულით ოფლში ვიყავი ჩაძირული.. ხელები ყელზე მოვიკიდე, გახშირებულად ვსუნთქავდი.. ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სიზმარი იყო, მაგრამ ერთ დროს ეს სიზმარი სასტიკი რეალობა გახლდათ ! საწოლიდან გადმოვედი. აბაზანაში შევედი, როგორც მჩვევია მთელი ტანისამოსი მოვიცილე.. როგორც, პირველ ყოფილი ისე გახლდით.. საკუთარ თავს ვუყურებდი, ნეტა იცოდეთ როგორ მეზიზღება ამ გულის ამრევი „დამპალი ხორცის" დანახვა.. ცივ აბაზანაში ჩავწექი, შემდეგ კი ჩავიძირე, რათა ჩემი კოშმარი „წყლისთვის გამეტანებინა"....

გუშინდელი კოშმარის შემდეგ თვალი არ მომიხუჭავს, მთელი ღამე სავარძელში ვიყავი მოქცეული, რომელიც ფანჯრის მოპირდაპირე იდგა. ვუყურებდი უაზროდ მოცულ მწყვიადს და აი როგორც იქნა ცაზე, განთიადის სინათლე შევნიშნე.. მაშინვე წამოვარდი სავარძლიდან ტანისამოსი ჩავიცვი და განყოფილებაში წავედი. ორი საათით ადრე მომიხდა მისვლა, ჩემს კაბინეტში ვიჯექი, სამარისებული სიჩუმე იდგა.. საათის, ეგრეთ წოდებული „წიკწიკი" კი ჩემს ნერვიული სისტემის ყოველივე უჯრედზს დამცინავად ესხმოდა თავს ! საუკუნედ გაწელილი 2 საათიც გავიდა და აი კიმ ჯონგინმაც შემოაბიჯა ჩემს კაბინეტში !
- დილამშვიდობისა ელინა.. ვხედავ გუშინდელი შემთხვევის შემდეგ უფრო გულმოდგინედ მიუდექი საქმეს..
ირონიულად მომიგო, შემდეგ კი ხელში მოქცეული ყავა მოსვა..
- კიმ ჯონგინ, არ მახსოვს ის რომ შენთვის უფლება მომეცა, ჩემს კაბინეტში დაუკაკუნებლად შემოსვლის !
მკაცრი ხმით ამოვისისინე, მას კი გვერდულად ჩაეღიმა...
- არ მეგონა ჩემი ყოფილი მეუღლის კაბინეტში შემოსვლისთვის ნებართვა თუ მჭირდებოდა..
- კიმ ჯონგინ „ყოფილი" გესმის ?! „ყოფილი" მეუღლის !! გაფრთხილებ მეორედ ჩემ კაბინეტში, თუ დაგინახავ დაუკაკუნებლად შემოსულს გეფიცები ტყვიას დაგახლი შუბლში..
კიმ ჯონგინს ჩემს სიტყვებზე უფრო ჩაეცინა..
- ელინააა.. ელინაა.. ჰჰ.. როგორც ყოველთვის შენს რეპერტუარში ხარ..
ვხვდებოდი მასთან კამათი ნერვების მოშლის მეტს არაფერს მომიტანდა, ამიტომ გაჩუმება ვარჩიე.
- სისულელებით თავის გამოტენვას ჯობია საქმეს მიხედო !! ამდენი დანაშაული მოხდა, ჩვენ კი იმ ნაბიჭვარზე არანაირი ინფორმაცია არ გაგავაჩნია !
- ასეთი მკაცრიც ნუ იქნები ელინა... ჩვენ უკვე ვიცით, რომ მას წითელი თმები აქვს
ღმერთო როგორ მიშლის ნერვებს..
- კიმ ჯონგინ !! გეყოფა ჩემი ნერვების მოწამლა, თორემ ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდება !
საბედნიეროდ ჩვენი „კინკლაობა" ჩხუბში არ გადაიზარდა, რადგან კარებზე კაკუნის ხმა გაისმა, კარებს მიღმა ჯეინი გახლდათ, რომელმაც გვაცნობა რომ რამოდენიმე ეჭვმიტანილი აიყვანეს. უმალვე დავტოვეთ კაბინეტი და დაკავებული პირების შესახვედრად გავემართეთ. როგორც კი მათ საკანს მივუახლოვდით, მაშინვე სისხლი ამიდუღდა 17-18 წლის ცინგლიანი ბიჭები, რომლებსაც ვერ გაეგოთ თავინთი ორიენტაცია.. მოტკეცილ ბოლო კაბებში გამოკვეტილი სამი მოზარდი. გრძელი თმებით, რომელიც წითლად ჰქონდათ შეღებილი.. ისინი იაფასიან კახპებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე სერიულ მკვლელებს.. ისტერიული სიცილი ამივარდა, თმებს ხელით ვიჩეჩავდი, რადგან ძალზედ გავღიზიანდი მათ დანახვაზე..
- კიმ ჯონგინ, ამ წამსვე გამირკვიე რომელმა მოათრია ეს ლაწირაკები აქ ?!!
იმხელა ხმაზე დავიღრიალე, რომ მათი მომყვანი თავად გამომეცხადა. ეს ჩვენი უფროსის ვაჟიშვილი გახლდათ ოჰ სეჰუნი..
- ჩემი ნახვა გინდოდათ ?!
ცოტა არ იყოს ირონიით გაჟღენთილი ხმით მომიგო. ამან უფრო მეტად გამაცოფა, ჩამეცინა ენა ტუჩებზე გადავიტარე, შემდეგ კი მუშტი ვუთავაზე სახეში.. სეჰუნი წაბორძიკდა სახეზე ხელი აიფარა შემდეგ, როდესაც ხელი მოიცილა მასზე სისხლის ნაკვალევი დარჩა.. კიმ ჯონგინმა ამის დანახვაზე ხელი ხელზე დამავლო, რათა უფრო უარესი არ ჩამედინა
- ელინა გაგიჟდი, რას აკეთებს ?!!
- გამიშვი კიმ ჯონგინ !! გამიშვი მეთქი ! ვინები მოათრია ?!!! ასეთები, რომ მუშაობენ აქ ამიტომაც ვერ დაგვიჭერია ის ნაბიჭვარი, რომელის მსხვერპლიც დღითი დღე იზრდება..
- თქვენ ორისგან განსხვავებით, მე კიდე ვცდილობ იმ ნაბიჭვრის გამოაშკარავებას, თქ ვენივე ინფორმაციით დავაკავეთ ისინი !! და თუ შენი გოგონა ვიღაც მანიაკის მსხვერპლი გახდა, ეს უკვე შენი ბრალია ელინა ! მომიტევეთ.. ქალაქის მთავარო გამომძიებელო ელინა, თქვენ ვერ გადაარჩინეთ თქვენი გოგონა და სხვას ნუ სდებთ ბრალს ამაში !!
მართალია ოჰ სეჰუნი ვერასოდეს ვერ არტყავდა იარაღს მიზანში, მაგრამ მისი გესლიანი ენა ყოველთვის ხვდებოდა მიზანს ! ხმას ვეღარ ვიღებდი, ან რა უნდა მეთქვა ?! ყველაფერში მართალი იყო.. ჩემი ბრალია ის რომ ანაბელი დღეს ცოცხალი აღარ არის. ანაბელის სიკვდილის შემდეგ კი კიმ ჯონგინიც მივატოვე და საკუთარ ნაჭუჭში გამოვიკეტე.. მთელი სხეული მიდუღდა. ჯონგინს ხელი გავაშვებინე შემდეგ კი საკანი დავტოვე, არამარტო საკანი არამედ მთელი განყოფილება.. გადავწყვიტე გასეირნება ცივი ნიავი არ მაწყენდა, გონზე მოსასვლელად. ფეხით მივუყვებოდი ბილიკს, არ აფერზე ფიქრი არ მინდოდა. ქუჩას ვკვეთდი, როდესაც ახალგაზრდა ქალბატონის ყვირილი გაისმა. ეს ხმა ქუჩის შესახვევიდან მოდიოდა, მაშინვე გავიქეცი იმ ადგილისკენ საიდანაც განწირული ყვირილის ხმა ისმოდა. რამოდენიმე წამში ორ შენობის შუაში აღმ ოვჩნდი. ჩემ წინ ახალგაზრდა ქალი იყო, რომელსაც შავებში ჩაცმული მამაკაცი დანით ემუქრებოდა.. ამის დანახვაზე, იარაღისკენ წავიღე ხელი შემეგ კი მას დავუმიზნე. მისკენ დავიწე სვლა სწრაფი ნაბიჯებით..
- იარაღი დააგდე და ხელები მაღლა აწიე !
მკაცრი ხმით დავუყვირე, ჩემს დანახვაზე შეკრთა.. მის სახეს ვერ ვხედავდი, რადგან ნიღაბი ქონდა ჩამოცმული.
- გესმის ?! იარაღი დაბლა დააგდე !!
დამნაშავემ, დანა ნელ-ნელა წაიღო დაბლა, როდესაც დანა მიწას უნდა შეხებოდა, წამებში ჩემსკენ ისროლა.. საბედნიეროდ თავის გაწევა მოვასწარი და ჩემს შუბლისთვის დამიზნებული დანა ნაგვის ბუნკერის კედელს განეკუთვნა.. მძარცველი კი მთელი სისწრაფით გაიქცა. ქალბატონთან მივარდი, ის უბრალოდ შოკირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.. არ შემეძლო დამნაშავის ასე გაშება, ამიტომ მას დავედევნე. უკან მივდევდი ის კი მილიმეტრებით მასწრებდა. ლაბირინთივით ახლართულ ქუჩებში მივრბოდით, როდესაც ის უბრალოდ გაუჩინარდა.. თვალებს აქეთ იქით ვაცეცებდი, მაგრამ ის არსად ჩანდა.. ქუჩის მარცხენა შესახვევში შევუხვიე, როდესაც სახეში მთელი ძალით მომხვდა მუშტი. ასფალტზე აღმოვჩნდი
- ჯანდაბა ნაბიჭვარო !!
დავიღრიალა.. ახლა ვხვდები რას გრძნობა სეჰუნი, როდესაც მუშტი ვუთავაზე. კვლავ იარაღს დავავლე ხელი და, ეგრევე მოპირდაპირედ დავუმიზნე, მაგრამ ჩემ წინ ხელებ აწეული ახალგაზრდა მამაკაცი აისვეტა..
- კკ... კარგად ხართ ?! ცხვირიდან სისხლი გდით..
ათრთოლებული ხმით წარმოთქვა. იარაღი დავბლა დავუშვი, მან ხელი გამომიწოდა შემდეგ კი ფეხზე წამომაყენა..
- ვინ ხარ ?! ან აქ საიდან გაჩნდი ?!!!
- სახლში მივდიოდი, როდესაც დაბლა დავარდნიი დაგინახეთ, გვერძე კი ელვისებური სისწრაფით შავებში გამოწყობილმა მამაკაცმა ჩამირბინა ვიფიქრე დახმარება გჭირდებოდათ..
წინადადების დასრულებისთანავე ნაზად გამიღიმა, შემდეგ კი თეთრი ნაჭერი გამომიწოდა. ნაჭერს დავხედე, მან კი თითი თავის ცხვირთან მიიტანა და მანიშნა თან მომიგო
- ცხვირიდან სისხლი გდით..
ნაჭერი გამოვართვი და სისხლი მოვიცილე
- მადლობელი ვარ..
მან კვლავ ნაზად გამიღიმა და ხელი გამომიწოდა
- ჩანიოლი !
მის საქციელზე მეც გამეცინა
- ჰჰ.. გაცნობის ახალი ხერხია ?! ელინა
მეც გავუწოდე ხელი..
- ჰჰჰ.. როგორც ჩანს,სასიამოვნოა ელინა!

The Reflection \ ანარეკლიWhere stories live. Discover now