- შენ ?! შენ აქ საიდან ?!!!
კარს მიღმა ჩანიოლი აისვეტა, გაოგნებული ვიყავი, რადგან მან არც კი იცოდა ჩემი მისამართი
- შენი ნახვა მომინდა და ვიფიქრე ცუდი არ იქნებოდა, მოვსულიყავი შენს სანახავად
როგორც სჩვევია ჯერ ჩაიცინა, შემდეგ თითები თმებში შეიცურა და აიჩეჩა..
- სერიოზულად? მოხვიდე ქალაქის მთავარი გამომძიებლის სახლში, როდესაც მას თავად არ უთვამს მისი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და უთხრა, რომ მისი ნახვა მოგინდა ეს ნორმალურად მიგაჩნია ?!
- ჰჰ... როგორ სერიოზულად უყურებ ყველაფერს ელინა, იქნებ ერთ ფინჯან ყავაზე შემომიპატიჟო ?
ამასობაში ჩემს ზურგს უკან ჯონგინის ხმა გაისმა, რომელიც ყავარჯნებს იყო დაყრდნობილი.. მისკენ გავიხედე, ჯონგინის სახეზე არაამქვეყნიური სიბრაზე იყო ასახული
- შენ აქ რაგინდა ?!
თითქოს უბრალო სიტყვები, მაგრამ ამავდროულად ტანში გამცრა იმდენად შემზარავი ხმა ჰქონდა.
- ელინას ნახვის სურვილი გამიჩნდა და აი მეც აქ ვარ
ჩანიოლმა უმალვე უპასუხა, ისე რომ არც კი შეცვლია სახის მიმიკა
- სანამ საკუთარი ფეხიით შეგიძლია სიარული, ჯობია წახვიდე აქედან, თორე ისე შეგილამაზებ შენი სხეულის თითოეულ ნაწილს, რომ საკუთარი პატრონიც ვერგიცნობს !
ჩანიოლმა ჯონგინი შეათვალიერა, ირონიულად ჩაიღიმა შემდეგ კი მიუგო
- როგორც შენ შეგალამაზეს, ისე გინდა ჩემი შელამაზება ?!
ვიცოდი ეს საუბარი მშვიდობიანად არ დამთავრდებოდა, ამიტომ მათ საუბარში ჩავერიე
- გაჩუმდით ორივე ! კიმ ჯონგინ შენ არ გაქვს იმის უფლება, რომ ჩემს სტუმრებს ასე ელაპარაკო ! ჩანიოლ შენ კი ასე დაუპატიჟებლად არ უნდა მოსულიყავი !
- რაგინდა ამით რომ თქვა ?! რომ ამ ნაბიჭვარს როცა მოესურვება მაშინ უნდა მოგაკითხოს სახლში ?!
ჯონგინმა თითით ჩანიოლისკენ მიანიშნა
- როგორი აგრესიულიხარ „ბატონო ოფიცერო"
დამცინავად გაისროლა ბოლო ორი სიტყვა ჩანიოლმა ჯონგინის მიმართულებისკენ
- გაჩუმდით ორივე !
თავი საბავშვო ბაღში მეგონა ამათ კინკლაობის შემყურე...
- შემოდი ჩანიოლ !
ჩანიოლმა არ შეაყოვნა და ამაყად შემოაბიჯა მარჯვენა ფეხი
- კეთილი იყოს შენს სახლში ჩემიფეხი ელინა..
ჯონგინს გვერძე ჩაუარა, შემდეგ ჩემსკენ შემობრუნდა, მე კი თითით სამზარეულოსკენ მივანიშნე. ჯონგინს ხმა აღარ ამოუღია, სამზარეულოსკენ გავეშურე, ჯონგინმაც იგივე გააკეთა. ახლა სამივე სამზარეულოს მგრგვალ მაგიდასთან ვსხედვართ, ჩანიოლი ნელა მიირთმევს მისთვის განკუთვნილ ფინჯან ყავას, ხოლო ჯოგინის ისე აქვს ფინჯანი ხელბს შორის მოქცეული, რომ სადაცაა შემოემსხვრევა..
- არაჩვეულებრივი ყავაა ელინა
ჩანიოლმა თბილი ხმით მომმართა
- მადლობა.. საიდან გაიგე სად ვცხოვრობ?
ჯონგინი ხმა ამოღებლად გვისმენდა
- ამის გაგება არ იყო ძნელი..
- და მაინც საიდან?!
- საიდუმლოდ შევინახავ
- კარგი ამ თემას სხვა დროს დავუბრუნდებით!
სიტყვა დავამთავრე თუ არა ფინჯანის მსხვრევის ხმა გავიგე, რომელიც ჯონგინმა კედელს დაუმიზნა.. საბედნიეროდ კედელს და არა ჩანიოლს
- სხვა დროს გააგრძელებთ ამაზე საუბარს ?! შენ კიდე აპირებ მის ნახვას ?! სხვა დროს არაა.. მე რომ არ ვიქნები..
ჩანიოლი ისევ წყნარად აგრძელებდა ყავის დალევას, მის სახეზე უაზრო კმაყოფილება გამოიხატებოდა..
- კიმ ჯონგინ ! ნუ გავიწყდება, რომ ჩემს სახლში იმყოფები !!
- მაშ ასე სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად ბაასი და ყავის დალევა, მაგრამ ახლა უნდა დაგტოვოთ.. სამომავლოდ უფრო მყუდროებაში ვისურვებდი შენთან ერთად დროის გატარებას ელინა.. შენ კი „ბატონო ოფიცერო" თავს მიხედეთ, რაიცი რახდება.. ნერვებს ნუ აყვებით
სანამ ჯონგინი პასუხს დამიბრუნდებდა, მანამ ჩანიოლი აგვერთო საუბარში.. გულზე მომეშვა, რადგან ეს დაძაბულობა გაქრებოდა, მაშინ როცა ჩანიოლი წავიდოდა.
- გაგაცილებ..
საპასუხოდ თავი დამიქნია.. კარებისკენ გავეშურეთ, ჯონგინი კი სამსახრეულოში დავტოვეთ
- მაპატიე ჯონგინის ასეთ საქციელზე.. უბრალოდ ის.. მას..
სიტყვებს ერთმანეთს ვერ ვაბავდი, არ ვიცოდი რა მეთქვა
- არაუშავს, თავს ნუ იმართლებ მესმის.. ჩემი ბრალია დაუკითახავად, რომ მოვედი.. მაგრამ არ შემეძლო რომ არ მოვუსლიყავი !
სახეზე ხელი მომისვა, გაშეშებული ვიდექი, როგორც კატის კნუტი, რომელსაც სიამოვნებს, როდესაც ეფერებიან.. გონს მოვეგე თუ არა ორი ნაბიჯით უკან დავიხიე, ჯიბეებში ხელები ჩავილაგე და უხერხულად დავიწყე ცქმუტვა..
- ჰჰ.. აი ამიტომ მიზიდავ ასე.. კარგი ელინა შეხვედრამდე
კარი გამოაღო და ადგილს მოსწდა.. ვერ ვხვდები რა მემართება, ასეთ რამეს არავის ვაბედნიერბდი.. გული გამალებით მიცემს !! ჯანდაბა რა მემართება. ფიქრებიდან ისევ ჯონგინის ხმამ გამომიყვანა
- აღარ დავინახო ეგ ნაბიჭვარი შენს გვერდით !
- კიმ ჯონგინ არ ფიქრობ, რომ ზედმეტის უფლებას აძლევ საკუთარ თავს ?!
- არანაირად !
- გადავიღალე.. აღარ მიდნა კამათი წავალ დავიძინებ..
კიბისკენ დავიძარი, რათა ჩემს ოთახში ავსულიყავი, როდესაც ყავარჯნიანი ჯონგინი ჩემს წინ აისვეტა..
- გაიწიე კიმ ჯონგინ..
- თორემ რა ? შენს ძვირფას ჩანიოლს ეტყვი ?!
- კიმ ჯონგინ გეყოფა !!
ის კვლავ არ წყვეტდა დაჟინებით ყურებას, ვეღარ მოვითმინე და ხელი ვკარი.. ჯონგინი წაბარბაცდა, თავი ვეღარ შეიკავა და იატაკზე დაენარცხა..
- ააააა.. ჯანდაბაააა
ამოიხვნეშა, როგორც ხაფანგში გაბმულმა მხეცვმა.. შევკრთი უფრო მეტად არ დაზიანებოდა ფეხი, მისკენ დავიხარე, როდესაც ხელზე ხელი ჩამავლო და მის სხეულს ამაკრო.. ცივი ხელები მთელს სხეულზე მომხვია, მისი გულის ცემა ისეთი აჩქარებული იყო, რომ მეც კი მესმოდა..
- კიმ ჯონგინ რას აკეთებ !!
- ჩშუუუ ცოტახანი ასე იყავი გთხოვ.. შენი სურნელი, ისეთი სასიამოვნოა
ხელები უფრო მეტად მომხვია, თავს უხერხულად ვგრძნობდი.. ჯონგინმა სახეზე შემომხედა, თვალებში ჩამაშტერდა, შემდეგ კი ჩემსკენ წამოიწია.. გული ამიჩქარდა, თვალები ერთმანეთს დავაჭირე, როცა შუბლზე მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი..
- მიუხედავად იმისა, რომ თავს ასეთ უხეშ და ცივ არსებად ასაღებ, მე ვერასოდეს მომატყუებ.. ვიცი როგორიც ხარ !
წინადადება დაასრულა და ხელები გამიშვა, ფეხზე წამოვიჭერი ხელებით ტანისამოსი ჩამოვიფერთხე.. ხმა არ ამომიღია, ისე დავეხმარე წამოდგომაში, მის მერე ადგილიდან მოვწყდი.. ოთახში შესვლისთანავე კარი ჩავკეტე.. საწოლზე მოვთავსდი, ოთახში უკუნითი სიბნელე სუფევდა ! ჭერს ვუყურებდი, რომელსაც სიბნელე ფარავდა.. ერთ სახლში კიმ ჯონგინთან ერთად, მაგრამ მაინც მარტოდ ქცეული საკუთარ თავთან ! არ მაქვს უფლება ვინმე მიყვარდეს, არ მაქვს უფლება თავს ბედნიერების საშუალება მივცე ! არ მაქვს მოდუნების უფლება!! მობილურზე ზარის ხმა გაისმა, ოთახი მობილურის შუქმა გაანათა. მობილურს დავხედე, დაფარული ნომერი.. პირველად დამემართა ასეთი რამ, შიშმა ამიტანა, მთელს სხეული ამიცახცახდა,, ღრმად ჩავისუნთქე შემდეგ კი ვუპასუხე..
- გისმენთ ?!
რაც შეიძლება მკაცრი ხმით
- შენი ხმის გაგონება მომინდა და დაგირეკე
- ჩანიოლ შენ ხარ ?!
სერიოზულად?! ჯერ სახლში მაკითხავს, ახლა მობილურზე მირეკავს..
- ნუთუ შენი ყოფილი მეუღლე, შენს ტელეფონსაც აკონტროლებს ?!
ჩაიცინა და ისე მომიგო
- არანაირად.. ასე ადვილად ვეღარ გამოძვრები, საიდან გაქვს ჩემი მობილურის ნომრეი ?! არამარტო ნომერი ასევე საცხოვრებელი ადგილისი მისამართი !
- ამას მაშინ გაიგებ, როცა მე და შენ სადმე გავისეირნებთ, შენი ყოფილი მეუღლის გარეშე რათქმაუნდა
- გავიწყდება ვის ესაუბრები ახლა ?!
- რათქმაუნდა არა.. ქალაქის მთავარ გამომძიებელს გესაუბრები, რომელიც ასე იზიდავს ჩემს ყურადღებას..
- კარგი კარგი.. გვიანია უკვე უნდა დავიძინო, სხვა დროს ვისაუბრებთ ამაზე !
- კარგი ელინა, მე მხოლოდ შენი ხმის გაგონება მინდოდა.. ძილინებისა
- ძილინებისა..
მობილური გვერძე გადავდე, როცა ისევ დარეკა.. არც კი დავხედე ისე ვუპასუხე
- ჩანიოლ გითხარი უნდა დავიძინო !
პასუხი გამცა, მაგრამ არა ჩანიოლმა..
- სხვას მოელოდი, მაგრამ ამაოდ.. მე ვარ შენი ღამის კოშმარი, რომელიც მთელი შენი ცხოვრება თან გდევს !!
- ნაბიჭვარო მოგკლავ!!
ღრიალი დავიწყე, როცა ტელეფონში ისევ ხმა გაისმა
- დედაა... დედა.. მიშველე გთხოვ..
ღმერთო ჩემო ჩემი ანაბელი, აღარ ძალმიძს ამდენის მოთმენა
- გესმის ?! აჰაჰაჰა.. გესმის ?!!! გეძახის ელინაააა, ის ისევ ისე გეძახის, როგორც იმ ღამით, როცა მე მასზე ძალა ვიხმარე და შენ ამდროს ისიც არ იცოდი, შენი შვილი სად იყო !! აჰაჰაჰა
მის სიტყვებს სიგიჟის ზღვაზე მივყავდი, სიტყვებს წარმოთქვამდა, შემდეგ კი შეშლილივით იცინოდა.. მაგრამ ის ხომ მართლაც შეშლილია !! მძულს მეზიზღება, როგორც კი შანსი ჩამივარდება ხელში მოვკლავ !! ნელი სიკვდილით !! გავაწამებ, ისე რომ თავად მთხოვდეს, სიკვდილი სუფლება რომ მივცე !!
- მოკეტეეე !! მოკეტე ნაბიჭარო !!
- გახსოვდეს, როგორც კი თავს იგრძნობ ბედნიერად, მე მოვალ და ამ ბედნიერებას სამუდამოდ გაგიქრობ !! შენი „მეორე ნახევარი" გავხდები, შენი „ანარეკლი" რომელსაც მთელი ცხოვრება ტანჯვაში ეყოლები აჰაჰაჰაჰა
- საუბარი შეწყდა, მისი ხმა აღარ ისმოდა.. საწოლიდან გადმოვედი, კარებისკენ დავაპირე წასვლა, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა და მანდვე ჩავიკეცე.. ისტერიული ტირილი ამივარდა, სიკვდილი მინდა, მაგრამ როგორ ?!! როგორ მოვკვდე, ისე რომ იმ ნაბიჭვარს თვისუფლად სიარულის უფლება მივცე ! არასოდეს არ დავნებდებდი !! ფეხზე წამოვდექი, არ შემეძლო მარტო გაჩერება.. ძალღონე მოვიკრიბე და ჯონგინის ოთახისკენ გავეშურე.. კაკუნის გარეშე შევაღე კარი, ჯონგინს დავხედე, რომელსაც პატარა ბავშვივით ეძინა. მადვე მდგარ სავარძელში მოვთავსდი, თვალსაც ვერ ვხუჭავდი, რადგან ყოველ ჩათვლიმაზე „მისი" შემზარავი სიცილი ჩამესმოდა, შემდეგ კი ჩემი ანაბელის მუდარა... ხელზე შეხება ვიგრძენი, დენდარტყმულივით წამოვარდი სავარძლიდან
- ჰეიი.. დაწყნარდი აქ რა გინდა ?
ჯონგინს გაღვიძებოდა
- ვერ ვიძინებდი.. ახლავე გავალ
- მოიცადე, კოშმარები გაწუხებს ?!
- ჰო..
არ მინდოდა, რომ გაეგო რამოდენიმე წუთის წინანდელ საუბარზე, რადგან ისეც არ იყო კარგ დღეში..
- მოდი აქ დაწექი..
- კიმ ჯონგინ !
- ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ.. უბრალოდ დაწექი და დაიძინე.. თუ არადა არაფერეს არ გაძალებ !
ხმა აღარ ამოვიღე, რადგან არ მინდოდა მარტო ყოფნა.. საწოლში შევწექი, თავს დაძაბულად ვგრძნობდი, როცა ზურგიდან ჯონგინის ძლიერი ხელები კვლავ ვიგრძენი..
- გითხარი არაფერს დაგიშავებ მეთქი, მაგრამ არფერი მითქვამს ჩახუტებაზე..
ხმა ისევ არ გავეცი, ღრმად ჩავისუნთქე და თვალები ერთმანეთს დავაჭირე.. ძილის მორევში ისე ჩავიძირე, ვერც კი შევამჩნიე, როგორ გათენდა.. ჩემს მობილურზე კვლავ ზარი გაისმაა, ჯონგინის ხელი მოვიცილე.. მობილურს დავხედე და ჯანდაბა ლაწირაკი ო სეჰუნი..
- გისმენ სეჰუნ..
- მისმენ ?! კარგია რომ მისმენ, ძალიან მოგწონს ჩემი ხმა ?!
- რაგინდა სეჰუნ ?! არ მაქვს შენი თავი..
- რა უნდა მინდოდეს ?! სამსახურში დააგვიანე და ის ! ამანათია შენს სახლეზე მოსული.. მალე მოდი, თორე მე გავხსნი !
- ხმა ჩაიგდე ცინგლიანო ! გამოვდივარ..
მალევე დავტოვე ჯონგინის ოთახი, საუზმე გავამზადე, რათა როცა ჯონგინი გაიღვიძებდა ესაუზმა, შემდეგ კი განყოფილებაში წავედი..
YOU ARE READING
The Reflection \ ანარეკლი
Fanfictionელინა ახალგაზრდა, გოგონაა რომელიც მშობლებმა მიატოვეს. იგი ბავშთა თავშესაფარში იზრდებოდა.. იგი მიზანდასახული გოგონა გახლავთ, რომელმაც ცხოვრებაში იმდენს მიაღწია, რომ ახლა უკვე ქალაქის მთავარი გამომძიებელია.. მისი ცხოვრება ჩვეულებრივ რიტს მიუყვებდა, სა...