შესავალი

483 41 22
                                    

მისი შეხება გაგიჟებს. კანს გწვავს. გონებას გაკარგვინებს. მისი შავი თვალები უფსკრულს გაგონებს, უფსკრული კი ცდუნებებითაა სავსე. შესვლა გწყურია, მაგრამ ხვდები რომ თუ შეხვალ ამით უკან წამოსასვლელ გზას მოიჭრი, თავისთვად ეს გზაც გაქრება, აორთქლდება ისე თითქოს არც არასდროს ყოფილა და სამუდამოდ დარჩები იქ.. სამყაროში სადაც მხოლოდ თქვენ ორნი იქნებით..

მისი მუქი კანი შოკოლადს გახსენებს, რომელიც მას უფრო სასურველს ხდის. ეშმაკური ღიმილი კი გაგრძნობინებს, რომ მალე მისი გახდები. ახლა თუ არ დაიხევ უკან, შემდეგ წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ გექნება, მაგრამ ქვეცნობიერში კარგად იცი რომ უკვე მისი საკუთრებების სიაში შედიხარ.. მაგრამ მაინც ვერ ცილდები. ის კი თითქოს შენს აზრებს კითხულობს და ყველაფერს ხედავს, შენკენ იწევს და ისე ახლოს მოდის რომ მისი სუნთქვა კანს გიწვავს. სახეზე ალმური აგდის და იწვი, ის კი უბრალოდ გიყურებს და მრავლისმეტყველად იღიმის. თავის ლამაზ ხელებში შენს სახეს იქცევს  და შენს ტუჩებს ეწაფება. ფიქრობ თუ რა შეიძლება იყოს ამაზე მშვენიერი, თითქოს სამოთხეში ხარ, მაგრამ რამდენიმე წამში, ყველაფერი იცვლება. ჰოლში, კორიდორის ბოლოს დაკიდებულ დიდ სარკეში თქვენს ანარეკლს ხედავ. კოცნის დროს მისი თეთრი თმები შავდებოდა, შენი კი პირიქით თეთრდებოდა, კანი ბერდებოდა, ჭკნდებოდა ხოლო მისი კანი უფრო სიცოცხლით სავსე ხდებოდა. ბოლოს უკვე ამასაც ვეღარ ხედავ, უბრალოს ახალგაზრდას მიაპყარი უსიცოცხლო თვალები და მიხვდი, რომ ის არის ბოლო ვიღაც ან რაღაც რომელსაც ხედავდი. რამდენიმე წამის შემდეგ ისიც გაქრა, მხოლოდ სიბნელე და სიცივე. ბოლოს ესეც გაქრა..

- საცოდავი არსება. - ზიზღით, ცივად თქვა მან, ტუჩი თითებით მოიწმინდა და კორიდორი დატოვა. გაქრა.

მანსეეეეეე :დდდდ ამ ამბის იდეა სკოლაში მომივიდა ქართულის გაკვეთილზე და ჩანახაზებსაც კარგა ხანია ვწერ. საბოლოოდ რადგან არდადეგები დაიწყო გადავწყვიტე რომ დამეწერა აქ *^^* თუ მოგეწონებათ აგავგრძელებ :3 

სიყვარული მეე. მაშო :3 

Angelo Della MorteWhere stories live. Discover now