საუკუნო ძილი

167 21 15
                                    

* Ayyyyy New Chapter 😎😏 დააკომენტარეთ რას ფიქრობთ, ძალიან მაინტერესებს :3 *

საუკეთესო მეგობარმა უღალატა... განა შეიძლება ამაზე საშინელი რამე იყოს?! მაგრამ ის ამაზე არ დარდობდა.. ფერნანდესის ღატაკი ოჯახი უფრო ანაღვლებდა, რომელიც ასე ობლად, უყურადღებოდ იყო მიგდებული. ქაის გული სტკიოდა, არა გული არა, მას სული სტკიოდა. თითქოს ღრმა ჭრილობაზე მარილი დააყარეს, მიაგდეს ბრბოს ცენტრში, გააშიშვლეს და დასცინოდნენ, მასხრად იგდნებდნენ. უარყოფდა იმას რომ არ ადარდებდა მისი მეგობრის ღალატი, მაგრამ საკუთარ თავს ატყუებდა. ფაქტობრივად, ძმამ ზურგში დანა ისე ჩაარტყა, რომ თვალიც არ დაუხამხამებია. და რის გულისთვის?! სიყვარულისთვის?! რომელი სიყვარულისთვის?. ის ამას ვერ ხვდებოდა. ვერც იმას ხვდებოდა რა ცდები უნდა ჩაეტარებინა მასზე. მაგას ჯობდა ციხეში გახრწნილიყო, ვიდრე ლაბორატორიის ვირთხის როლი მიესაკუთრებინა. ამ ფიქრებში იყო, როდესაც ოთახის კარი გაიღო და გამომძიებელი შემოვიდა ორ პოლიციელთან ერთად და ქაი ოთახიდან გაიყვანეს. არავის არაფერი უთქვამს. ის გარეთ გაათრიეს, შენობასთან ხალხი შეკრებილიყო და ქაის დანახვაზე ჩურჩული დაიწყეს.
- გაიგე?! თურმე ქალებს იტაცებდა და მონებად ჰყავდა, შემდეგ კი რომ ბეზრდებოდა კლავდა.. - თქვა ერთმა და მეორემ თავი გააქნია. - რა სისასტიკეა!!
- მე ვიცი, რომ ის მათ სისხლს სვამდა ამიტომაც იყო ყველა გვამი გამოფიტული!. - თქვა მესამემ.
- ანუ ვამპირია?? ხომ ვამბობ არსებობენ მეთქი. თან ნახე ხუთი წლის განმავლობაში საერთოდ არ შეცვლილა.. ის უკვდავია!! - თქვა მეოთხემ. და ასე უსასრულოდ გრძელდებოდა.
- ბრბომ უკვე ჭორაობა დაიწყო. " კაცმა რომ ყურები დაიცოს, ჭორი ნესტოებიდან შევა". - გაიფიქრა ქაიმ და ფიქრი დაიწყო იმაზე, რომ აშკარად მოუწევდა საცხოვრებლის შეცვლა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა გაქცეულიყო, "მეგობრის" კლანჭებიდან. ის ეტლში შეაგდეს და გზას გაუყენეს. ნაცნობ ადგილას ძალიან მალე მივიდა და შენობაში შეიყვანეს, სადაც ადრიანო უკვე ელოდებოდა.

Hai finito le parti pubblicate.

⏰ Ultimo aggiornamento: Jan 29, 2018 ⏰

Aggiungi questa storia alla tua Biblioteca per ricevere una notifica quando verrà pubblicata la prossima parte!

Angelo Della MorteDove le storie prendono vita. Scoprilo ora