**იოოო ახალი თავი, მე ხომ ამ ფანტასიკის ჟანრს ვერ მოვცილდი რა... როდის დადგება ის დღე როდესაც უბრალო რომანტიკას დავწერ... ნუ ასეა თუ ისე იმედია მოგეწონებათ :D **
მას ცბიერი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, შავი თვალები უფსკრულს გავდნენ. ეს ორი უფსკრული ამ წამს მაუდის მწვანე ქსოვილს დასჩერებოდა. ამ ქსოვილზე მრავალ ოქროს და ვერცხლს გამოუცვლია პატრონი, ბევრისთვის ეს უკანასკნელი ფული იყო, ზოგი მეუღლის მზითვის გაყიდვით მონაპოვარი, ზოგიც კი სახლის ან რაიმე უძრავი ქონების გაყიდვით ნაშოვარი უკანსაკნელი მონეტები, მაგრამ ვის აინტერესებს ეს, აქ მხოლოდ ის ადამიანები არიან რომელიც ამ დაწყევლილ დემონის თამაშზე დამოკიდებულნი არიან და ვეღარ ცილდებიან.. ერთი ხელის თამაშისთვის ყველაფერს გაყიდიან, სატანას სულსაც კი მიყიდიან, ბოლომდე აქვთ იმედი იმისა რომ რაღაცას მოიგებენ და გაახარებენ სახლში მეუღლეს, რომელიც დაძონძილ კაბაში ზის ბუხრის წინ და თავის ერთადერთ შვილს, რომელიც მშიერია და ძალით აძინებენ ადრე, რომ ცუდად არ გახდეს, თავისი დაშლილი მოსაცმელისგან "ახალ" ზედას უქსოვს რათა ამ მკაცრ ზამთარში ბავშვი არ გაიყინოს და არ მოკვდეს. აქ მხოლოდ 2 ადამიანი იყო ისეთი ვისაც არც წაგება აინტერესებდა და არც მაგიდებს შორის ნაზად მოსიარულე მოკლეკაბიანი გოგონები, ესენი არიან ცბიერი ყმაწვილი და თვით თამაშის წამყვანი, ბანქოს დამრიგებელი.
ცბიერი ყმაწვილი ყურადღებას არამარტო სილამაზით არამედ თეთრი თმითაც იქცევდა, მის შავგვრემან კანს ის უფრო გამოკვეთილს ხდიდა. მის დანახვაზე ყველა ასაკის ქალბატონი გონებას კარგავდა და არც ბანქო აინტერესებდათ და არც მათი საყვარლები, რომლებთან ერთადაც ერთობოდნენ ქმრების უჩუმრად. მოგეხსენებათ და XVII საუკუნის იტალიაში და ზოგადად ევროპაში სჩვევიათ ოჯახის ქალიშვილის მოხუც მამაკაცზე გათხოვება, მემკვიდრეობის მიზნით ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი ასეთი სიტუაციები.
YOU ARE READING
Angelo Della Morte
FanfictionAngel Of Death ამდენი წელია მას მოჩვენებები მოსვენებას არ აძლევენ, საკმარისია ერთხელ მოკვდეს,რომ ყველაფერი დასრულდება, ბედნიერი დასასრული დადგება.