* ჰიატუსმა ჩაიარა და ბევრი თხოვნის და მუქარის შემდეგ ვაგრძელებ ამ მოთხრობას. რაც ძალიან მიხარია :3 იმედია ისევ გახსოვთ და წაიკითხავთ. არ მოაკლოთ სიყვარული ამ ნაწარმოებს. >~<
I will do my best 😎*ქაი ლოგინზე წამოწვა და საკუთარ ხელებს დახედა, რომელიც საცოდავად დამჭკნარიყო, თითქოს სიცოცხლე გამოწოვეს. თავისი სახის დანახვაც სურდა, მაგრამ ყოყმანობდა.. ეშინოდა, რომ ისიც საშინელ მდგომარეობაში იქნებოდა.. მაგრამ გაბედა. სახეზე ალაგ- ალაგ ასაკობრივი ნაოჭები ეტყობოდა და 23 წლის ახალგაზრდა ყმაწვილი 50 წლის კაცს დამსგავსებოდა. სარკე გვერდზე გადადო და მზერა ჭერზე გადაიტანა. ჩაფიქრდა იმაზე თუ რისი გაკეთება მოუწევდა დღეს და თავისი თავი უფრო შემზიზღდა.
- აჰ ღმერთო... ნეტა მცოდნოდა ასეთ მსხვერპლზე, რომ მივდიოდი.. ჩემი ხელით მოვიკლავდი თავს.. და დავასრულებდი ამ უსუსურ სიცოცხლეს. - გაიფიქრა და ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ყველაფერი სტკიოდა, რადგან ნელ-ნელა უფრო და უფრო შედიოდა ასაკში. მას კარგა ხანია ის "ელექსირი" არ მიურთმევია და არ შემატებია ახალგაზრდობა.. ერთი თვე, არც კი, რამდენიმე კვირა გაძლო საზრდოს გარეშე. საერთოდ სურდა ხელი აეღო ამ ყველაფერზე, მაგრამ არ შეეძლო.. ყველაზე მეტად სიკვდილის ეშინოდა.. აი ასე საცოდავად სიკვდილის.. თან საკუთარი ბედნიერების გარეშე, რომლის გამოც გადადგა ასეთი საშინელი და დაუფიქრებელი ნაბიჯი საკუთარ ცხოვრებაში.
- ჰეიიი ჯონგინ!! მეგობაროო - გაისმა მხიარული ხმა. - ღმერთო დიდებულო!.. - დაიძახა ახალგაზრდა სტუმარმა და პირჯვარი გადაიწერა.
- ასე საშინლად გამოვიყურები, ადრიანო? - სუსტი ღიმილით ჰკითხა ქაიმ.
- კი მაგრამ მაინც მიმზიდველი ხარ! ისე უარეს მდგომარეობაშიც მინახიხარ, მაგალითად წინა წელს ქალაქის დღესასწაულზე საშინლად, რომ დალიე...
- მაგას ნუ მახსენებ ახლაც მრცხვენია... მოიყვანე? - ჩუმად ჰკითხა ქაიმ.
- კი.. ოღონდ არ მკითხო საიდან მოვიყვანე.. ასეთ დროს ნორმალური გოგონა არ დათანხმდება სადმე წამოსვლაზე..
- მეძავია?
- ჰო.. მან იცის რომ ასაკოვან ადამიანთან მოვიყვანე, ხომ ხვდები, ფულს დავპირდი ბევრი იქნებათქო.. მოაწესრიგებენ მოსამსხურეები და მერე მე ვიზრუნებ, შენ არ იდარდო. - გაამხნევა ექიმმა ადრიანომ თავისი საუკეთესო მეგობარი. - ახლა კი ეს დალიე გამაყუჩებელია , ტკივილს შეგიმსუბუქებს და ენერგიას შეგმატებს. - წყალში გაუხსნა წამალი და ქაის დაალევინა, მან მაშინვე უკეთესობა იგრძნო.. კარგადაც კი გრძნობდა თავს. კარზე რამდენიმე წუთში კაკუნი გაისმა და შემოვიდა მსუბუქი ყოფაქცევის ახალგაზრდა ქალი, რომლისთვისაც თავის სამუშაოს კვალი დაუტოვებია, სილამაზე და განსაკუთრებულობა წაუშლია.
- ეს ის ბებერია? - ჰკითხა ექიმს, მანაც თავი დაუქნია. - თუ შეიძლება ფული მომეცით და თქვენ გადით, საქმეს მე მივხედავ .
- არაა საჭირო, ჯერ ისეთი ბებერიც არ ვარ რომ საქმეს მე ვერ მივხედო. - წამოდგა ლოგინიდან ქაი და ქალს მზერა ესროლა. - თუ მომეწონები მთელ ამ ქისას გაჩუქებ.. თუ არადა უბრალოდ კუთვნილ თანხას. - ქალს ქისის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა და მასში ეშმაკმა გაიღვიძა. - ზედმეტები არ მოგივიდეს, მე მხოლოდ კოცნას ვითხოვ. - უემოციო ცარიელი, თვალები მიაპყრო ქაიმ სტუმარს. ამ სიტყვებმა ქალი გააოცეს, მაგრამ იცოდა, კოცნის შემდეგ რაც მოდიოდა.. ჰეჰ სასტიკად ცდებოდა.
- ისიამოვნე მეგობარო.. - ადრიანომ ეს თქვა და გასვლა დააპირა, როდესაც ქაიმ სასიკვდილო მზერა ესროლა და მან ეს იგრძნო. - კარგი ბოდიში~..
ქაიმ ქალი შეათვალიერა და მიხვდა, რომ ლამაზი იქნებოდა უბრალო ტანსაცმელში და არა ამ გამომწვევ ნაჭრებში. ახლოს მივიდა თვალებში ჩახედა და იგრძნო, რომ უნდოდა ამის გაკეთება. მას სიცოცხლე სწყუროდა! ის არასოდეს შეწყვეტდა სიცოხლეს, რადგან შეეძლო ის ნებისმიერი ადამიანისთვის წაერთმია.
თავისი თავი ეზიზღებოდა, მაგრამ როდესაც მოწყურებული იყო მასში ის სადისტი მოთამაშე იღვიძებდა, რომელსაც ასე მალავდა გულის სიღრმეში, ბნელ კუნჭულში. ქალმა კაცის თვალებში ახლადანთებული ცეცხლი შეამჩნია, რამაც გააოცა ამ ცეცხლმა კაცს თითქოს ახალგაზრდობა მიანიჭა. ქაიმ ქალს წელზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა და ცხელი კოცნა აჩუქა. ის გრძნობდა სხვის სიცოცხლეს, რომელიც თავის სხეულში გადმოდიოდა. უცბად კოცნა შეწყდა, რამაც ქაი გააოცა.
- თან სხვა რამეს რატომ არ ვაკეთებთ? ძალიან მომწონხართ ასაკის მიუხედავად.. - უთხრა ქალმა და ჩაიღიმა.
- ჩშშშშ.. - ქაიმ საჩვენებელი თითი ტუჩებზე დაადო. - ჯერ მხოლოდ კარგი კოცნა მაჩუქე, ძვირფასო.. - გოგონას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, შეამჩნია, რომ მისი კლიენტი შედარებით ახალგაზრდა და ბევრად სიმპატიური იყო, მაგრამ ქაიმ არაფრის თქმა არ აცალა და აკოცა. ის მას სიცოხლეს აცლიდა. ქალმა რაღაც სისუსტე იგრძნო ფეხებში, მაგრამ ბუნებრივად მიიჩნია ასეთი საქმის დროს. მაგრამ წამების შემდეგ საკუთარ ხელებს რომ დახედა, გული კინაღამ გაუსკდა, დაინახა რომ პარტნიორს სახეზე ნაოჭები აღარ ჰქონდა, უბრალოდ თეთრი თმები შერჩენოდა ის ყვირილს აპირებდა, მაგრამ არავინ აცალა.
- ჩუმად! ყვირილის გარეშე ყველაფერი კარგად და მალე ჩაივლის.. - ქაიმ საქმე განაგრძო და ასე ვთქვათ ბოლო წვეთამდე გამოწურა ქალის სიცოცხლე. უსიცოცხლო, გამოფიტული სხეული კი ძირს დავარდა.
- ვერ ვიტან ჩემს თავს. - მხოლოდღა ეს თქვა და ტუჩები თითებით მოიწმინდა. შხაპში შევიდა, ცივი წყლის ნაკადის ქვეშ დადგა, ხელებს ტანზე ისმევდა, კანს იკაწრავდა თითქოს სურდა ეს წყევლა, ეს ჭუჭყი და ცოდვები ჩამოერეცხა, მოეცილებინა. მაგრამ რას გააწყობდა ამდენი საუკუნეა ამას ცდილობდა.. პირსახოცი შემოიხვია და გამოვიდა. სხეული ისევ იქ იყო.
- ადრიანო?! - დაიყვირა ქაიმ. რამდენიმე წამის შემდეგ გვერდზე ოთახიდან ადრიანო გამოვიდა და სხეულს უემოციოდ შეხედა.
- რამე ხომ არ გინდა? - ჰკითხა მან და ახალგაზრდა ყმაწვილს დააკვირდა.
- კი. ერთ თხოვნა შემისრულე. აი შენ ეს ქისა და ამ გოგოს ოჯახს მიეცი. ეს ამანდა ფერნანდესი იყო, მას მოხუცი მშობლები და ორი უმცროსი და ყავდა.. ღარიბი ოჯახია, გამოადგებათ. ოღონდ არ უნდა გაიგონ, რომ მე მივეცი ეს ფული. უთხარი რომ ინკოგნიტოდ მსურს დარჩენა და ისიც, რომ სწორად გამოიყენონ ფული და ძალიან შესამჩნევად არ ქნან რამე.. უბრალოდ ასე იმოქმედონ.
- იყოს ნება შენი, ჯონგინ. ძალიან კეთილი ხარ.
- ჰაჰ... ძალიან.. ახლა კი ცხედარი მომაცილე. აღარ მინდა ეს აქ დავინახო. - უემოციოდ თქვა და ოთახში ადრიანო დატოვა.
ქაიმ თავისი მამული დატოვა, ის ყოველთვის იქცეოდა ასე, ამ თვითგადარჩენის შემდეგ. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არ ეტყობოდა. ამიტომაც არ ეშინოდა, ღამის ყაჩაღების და მკვლელების. ბნელ ქუჩებში სიარულს მიჩვეული, ყოველთვის გაივლიდა მთავარი მოედნის გავლით ტბისკენ, რომლის ნაპირზეც მოკალათდებოდა და ფიქრობდა. თავში ისევ ის ფიქრები, ერთფეროვანი აზრები უტრიალებდა. როდესაც მოედანზე გავიდა, რაღაც ხმა მოესმა, თითქოს ვიღაც უთვალთვალებდა.. მან გზა მაინც განაგრძო, მაგრამ ცოტათი შეშფოთებული იყო, რადგანაც თავბრუ ეხვეოდა.
-დავიჯერო იმ წამლის უკუჩვენებები? - გაიფიქრა ქაიმ და ნაბიჯებს აუჩქარა, ამჯერად გეზი შეცვალა და სახლისკენ გადაუხვია. მაგრამ გრძნობდა, რომ სუსტდებოდა.. უკნიდანაც ნაბიჯების ხმა ესმოდა, შემობრუნდა და სილუეტი დაინახა, რომელმაც კისერში აშკარად თოფის კონდახი ჩაარტყა და იქვე გათიშა. ქაის ეს სილუეტი საშინლად ეცნო, მაგრამ ვერ იხსენებდა, მისი გონება ბნელმა მოიცვა. მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაიღვიძა მან და რაღაც მკვეთრი შუქი ანათებდა თავზე, გარშემო კი უკუნითი სიბნელე იყო. უცბად კარი გაიღო და საშუალო ასაკის მამაკაცი შემოვიდა და მის წინ დაჯდა.
- აბა კიმ ჯონგინ, მოყევით როგორ მოკალით 67 ქალი 5 წლის განმავლობაში.. აჰ უკაცრავად უკვე 68!! - ქაი ამ შეკითხვამ ისე დააბნია, რომ ხმაც კი ვერ ამოიღო. - დღეს მოვიდა ანონიმური წერილი სადაც იყო მოცემული მისამართი, მივედით ამ მისამართზე და გამოიცანი რა ვიპოვეთ?! ქალის სხეული, რომელი გამოფიტული იყო. შემდეგ კი პირადად მოვიდა ერთი კეთილშობილი ადამიანი და მოგიტანათ აქ, ქალაქის კომისართან. დუმილის უფლებას იყენებთ? ადვოკატიც ხომ არ გჭირდებათ? - დაცინვით ჰკითხა გამომძიებელმა.
- არა გმადლობთ, თავს ჩემით დავიცავ, როგორმე.
- აჰ კიდევ კარგი ხმა ამოიღეთ, მე მეგონა მუნჯი იყავით.
- ჯერ დამიმტკიცეთ, რომ მე ჩავიდინე ეს ყველაფერი. თუ რა იყო ბატონო გამომძიებელო.. - ქაიმ ბოროტულად გაიღიმა.- თქვენი ცოლი რადგანაც გიჟდება ჩემზე და ჩემთან წაგებული თანხების რაოდენობა გახსენდებათ, ერთი ადგილი გეწვით?
- თავხედო!!! - ის გამწარდა და ჯონგინს სახეში მუშტი უთავაზა. ხელზე, როდესაც დაიხედა მისი სისხლი შერჩენოდა მას.
- სიმართლე მწარეა, გამომძიებელო, ჩემი სიმართლეც საკმაოდ მწარეა..
- დიახ , მწარეა. განსაკუთრებით მაშინ იქნება მწარე, როდესაც აქ მოწმეს შემოვიყვან. მაშინ კი აღარ დაიწყებ ლაყბობას.
- რას გულისხმობთ?!. - შეშფოთება გარკვევით ჩანდა მის სახეზე.
- აჰ შეგეშინდა ლამაზო? - გაიცინა კაცმა და ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წუთის მერე კი ისევ შემოვიდა და თან ვიღაც შემოიყვანა. ქაიმ დაინახა და შოკი თან ჰქონდა, თან არა რადგან ადამიანების ღალატს მიჩვეული იყო.
- გამარჯობა ადრიანო, როგორ გიკითხო? მგონი კარგი ამინდია იმისთვის, რომ მეგობარს უღალატო, არა? - ცინიკურად უთხრა ქაიმ და თვალი თვალში გაუყარა. ადრიანომ კი მზერა აარიდა მას.
- მე დავინახე, მას როგორ მიჰქონდა სხეული, მოცემულ მისამართზე. დარწმუნებული ვარ ქალი სახლში ყავდა მოკლული. შემდეგ კი ცხედრის მოცილების შემდეგ გაისეირნა და თან გავყევი, გადაწყვეტილება მაშინ მივიღე. ის მე თქვენთვის უნდა ჩამებარებინა და მოვიყვანე კიდეც!.. - თქვა ადრიანომ და შემდეგ გაჩუმდა.
- ახლა რას იტყვი, პატარავ? - დასცინა გამომძიებელმა ქაის.
- ადრიანო რამდენი გადაგიხადეს, რაზე გაცვალე მეგობრობა.. ფულზე? სიმდიდრეზე? მანქანაზე თუ ქალებზე?? მიპასუხე შე მოღალატევ! მოსყიდული მოწმის წინააღმდეგ ვერასდროს ვერაფერს გახდები. ეს მშვენივრად ვიცი.
- სიყვარულზე ჯონგინ, სიყვარულზე ,რომელიც შენ არასდროს გიგრძვნია!!!
- რა სიყვარულზე ლაპარაკობ!! მასეთი სიყვარული არ არსებობს, რომელიც შენი მეგობრის გაწირვას და მით უმეტეს ტყუილით გაწირვას გულისხმობს.
- დაიყვირა ქაიმ და ბორკილებით შეკრული ხელები მაგიდას დაარტყა.
- მე ამასთან საუბარი აღარ მსურს. გამომძიებელო, ერთი თხოვნა, მაქვს გპირდებით ამას ვერავინ გაიგებს.
- გისმენთ ადრიანო.
- მინდა, რომ ის ციხეში არ ჩასვათ, იქ მაინც მოკვდება მალე. ამიტომაც ჯობს, ის მე ჩავიბარო. ქვეყანას სარგებელს მაინც მოვუტანთ. მე მას ჩემს ლაბორატორიაში წავიყვან და მასზე ცდებს ჩავატარებ, მისგან სხვა სარგებელი მაინც არ იქნება.
- კი მაგრამ... ვინმემ რომ გაიგოს..
- ვერავინ გაიგებს თუ ჩუმად იქნებით. ეს მარტივია. - საუბარი დაასრულა და ის დიდი ქისა გამოაძვრინა, რომელიც ფერნანდესის ოჯახში უნდა წაეღო. ამის დანახვაზე გამომძიებელი მიყუჩდა.
- არაფერი დამინახავს და არაფერი გამიგონია ამ საქმის შესახებ.
- ანუ შევთანხმდით.
- დიახ, შევთანხმდით.
ისინი გავიდნენ ოთახიდან და განრისხებული ქაი დატოვეს ისევ თავის აზრებთან, რომლებიც გულს და სულს უღრღნიდნენ.* Mansaee იმედია საინტერესო გამოვიდა 😊💜💜 თუ მოგეწონათ არ დაიშუროთ კომენტარები >~~< *
YOU ARE READING
Angelo Della Morte
FanfictionAngel Of Death ამდენი წელია მას მოჩვენებები მოსვენებას არ აძლევენ, საკმარისია ერთხელ მოკვდეს,რომ ყველაფერი დასრულდება, ბედნიერი დასასრული დადგება.