იცით ყველაზე ცუდი მომენტი რა არის ცხოვრებაში? "ბევრი რამ" ზოგი ამბობს, უფულობა-გაკოტრება, შეყვარებულის დაკარგვა...ეს ყველაფერი განკურნებადია შეგიძლია მისი შევსება ფულს იშოვი...იშრომებ და იშოვნი, შეყვარებულს? რატომ არის ეს ყველაზე ცუდი მომენტი? რადგან გიყვარს და დაკარგავ? სასაცილოა. სიყვარული მოჩვენებითია. ეს ყველაფერი უბრალოდ აბსტრაქციაა, ადამიანის ფსიქოლოგია ყველაზე რთული მაგრამ ყველაზე ძლიერი რამაა სამყაროში. სიყვარულიც ჩვენი ფსიქოლოგიიდან მოდის უბრალოდ ამბობ გიყვარს და ამას იჯერებ.
ყველაზე ცუდი რამ უმოქმედობაა, როდესაც უყურებ, გრძნობ, გესმის, რომ სამყარო თავზე გენგრევა და შენ ვერაფერს აკეთებ ვერც ხმას იღებ, ყვირილი, ტირილი გინდა და ვერა. უბრალოდ დგახარ, დგახარ და უყურებ. შენ ცარიელი ხარ. შენ უმოქმედო ხარ. შენ ადამიანი ხარ.-მოკვდა-იატაკზე ვწევარ ჭერს ვუყურებ და ამ სიტყვას ვიმეორებ ხმამაღლა.
ადამიანები კვდებიან, მცენარეები ჭკნებიან, ვარსკვლავები, ვარსკვლავები ყოველ დღე ქვრებიან იშლებიან და...და სად მიდიან ? ესე უბრალოდ ქრებიან? ეს აბსურდია, არ შეიძლება ასე, არ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს დაიტანჯოს სხვის გამო, მოკვდეს და გაუჩინარდეს, არ შეიძლება მცენარეებმა იმათ მისცეს ჟანგბადი ვინც იტანჯება და შემდეგ გაქრნენ, არ შეიძლება ვარსკვლავებმა გაანათონ ბნელი ღამე და გაქრნენ. ამ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთან არის დაკავშირებული ყველაფერი ერთმანეთს ეხმარება ყველაფერი ერთმანეთისთვის ცხოვრობს, არსებობს, იბრძვის და რატომ რომ შემდეგ უბრალოდ გაუჩინარდნენ ?არასდროს არ იპოვნონ სიმშვიდე ? სიკვდილი არასოდეს მიმაჩნდა ტრაგიკულად, ადამიანები მიდიან მაგრამ სად ?
-სად ხარ დედა?-არ მინდა... არ მინდა იმის წარმოდგენა რომ უბრალოდ გაქრა. არსად არ წავიდა და არსად არ არის. დაცარიელებულ ოთახს თვალს ვავლებ, ხვალ აქედან წავალთ, სხვები მოვლენ და აქედანაც გაქრება.
YOU ARE READING
Lost on you.
Fanfiction-გამარჯობა კა...- რომ დამინახა გაშეშდა -ღმერთო არა -ამოვიბუტბუტე -გოგონა მეტროდან-მითხრა,ხელი აიფარა და გაიცინა...სერიოზულად აღარ მინდა აქ ცხოვრება...მისი თვალები.