თავი მეხუთე

288 23 2
                                    

სააბაზანოში ჩამეძინა, სიზმარი არ მახსოვს. თვალებს ძლიერად ვაჭერ როდესაც მაღვიძარის ხმა მესმის...ზანტად ვდგები ყველაფერი მტკივა. სააბაზანოში რეზინას ვპოულობ და თმას უკან ვიკრავ, საკეში ვიხედები, არაფერი ახალი ისევ ძველი მე. ოთახში გავდივარ მაღვიძარას ვრთავ ტანსაცმელს ვიხდი და საშხაპეში შევდივარ, გუშინდელი საღამო მახსენება, გაბუტვას არ ვაპირებ...არა...ვიცი რომ ძალით არ უნდოდა ისიც ვიცი, რომ ფიქრობთ არასწორი ვარ, მაგარამ თქვენ რას იზამდით ჩემ მაგივრად? ისედაც დაძაბულ სიტუაციაში კიდევ უფრო დაძაბავდით მდგომარეობას? არა მე ასე არ შემიძლია მე მათ გარაშე არავინ ვარ და მათ გარდა არც არავინ მყავს...ისიც გაინტერესებთ ალბათ რატო არ გამოვემშვიდობე არავის იქიდან წამოსვლისას...იქაც არავინ მყავს და იმიტომ, გინდათ გაიგოთ ჩემი საუკეთესო მეგობარი სად არის ?! არვიცი...რადგან ის მკვდარია...ისიც წავიდა სადღაც დედაჩემთან ერთად როცა 16-ის ვიყავი სამ კვირაში 18-ის ვხვდები და თითქმის ამ ორი წლის განმავლობაში არავისთან არ დამიმყარებია მეგობრული ურთიერთობა. ბანაობას მოვრჩი...გარდირობთან ვდგავარ სპორტულ შარვალს და სერ გრძელმკლავან ზედას ვიცვამ. ისიც მახსოვ დღეა 6 საათზე რომ უნდა წავიდე...ჯინსებს და კრემისფერ თხელ ჯემპრს ვიღებ და საწოლზე ვალაგებ...გარეთ წვიმს საოცარი ხედია,ფანჯრებს ვაღებ სიო ისე მხვდება სახეზე, რომ წამით ყველაფერი მავიწყდება და სადღაც უსასრულობაში...სიმწვანეში ვიკარგები...ტაფიდან ბლინებს ვიღებ და თეფშზე ვაწყობ, ბლინებს ზემოდან შოკოლადს ვასხამ და სემს ვუდგამ მაგიდაზე ყავასთან ერთად...მამა ჩამოდის მაგიდასთან ჩუმად ჯდება, როგორც უკვე გითხარით გაბუტვას არ ვაპირებ მივდივარ და ლოყაზე ვკოცნი, იღიმის თვალებში ცრემლი უდგება და მთელი ძალით მიხუტებს, ჯორჯი არ შეადგენს ინ მამების 96 %-ს რომლებიც შვილებს აკონტროლებენ და შვილებს მათთან ლაპარაკის ეშინიათ...ის ახალგაზრდა მამაა რომელიც ყველაფერში გაგიგებს...ახალგაზრდა კაცია რომელიც ცოლმა ადრწ დატოვა და ახლა იმაზეც კი არ ფიქრობს ვინმე ახალი გაიჩინოს როდესაც ძალინ სიმპატიურიცაა და წარმატებულიც, მთელი ცხოვრება ჩვენზე ზრუნდავდა და ახლაც ასეა, ზუსტად ვიცი, რომ ჩემზეც და სემზეც გიჟდება და არავითარ შემთხვევაში ჩვენ დათმობას არ აპურებს...სწორედ ამიტომ ვპატიობ იმიტომ რომ ის ყველაზე კეთილი და კარგი ადამიანია ვისაც ამჟამად ვიცნობ.
-მაპატიე კას...მაპატიე-ამბობს სლუკუნით მე კი მას თავზე ვკოცნი, მამას გამოვეცალე და დავინახე სემის გაბრაზებული სახე, დღის ბოლომდე გაბრაზებული იქნება, ასეთია ძნელად პატიობს ხალხს, მითუმეტეს როდესახ საქმე მემეხება...მამას ჰალსუტუხს ვუკრავ, ადრე ამას დედა აკეთებდა მაგარამ ახლა მე მიწევს რადგან ჯორჯმა ვერაფრითვერ ისწავლა შეკვრა.
-ნახვამდის-გვეუბნება და გადის კარებთან მივყვები...ვხედავ როგორ ესალმება მძღოლს და შემდეგ მანქანა ადგილდან წყდება...ისევ წვმს...
-მას უნდა აპატიო-სემს ვეუბნები და გვერძე ვუჯდები
-არა
-და რას აპირებ ? მთელი ცხოვრება მასზე გაბრაზებული უნდა იყო?
-თუნდაც.
-სემ მისმინე,
-არა კას არა!-ჩემს ხელს იჭერს, მაისურის მკლავს ზევუთ წევს და სისხლჩაქცევიან ხელს მანახევს
-ამას ვერ ხედავ კას?! და გინდა, რომ ვაპატიო? ვერ ხედავ რა გჭირს ? ერთხელ თუ აპატიებ შემდეგიც, რომ გააკეთოს?
-არ გააკეთებს სემ, შენც კარგად იცი, რომ არ გააკეთებს! და თუ რამე მოხდება შენ აქ ხარ სემ და ვიცი ნებისმიერ სიტუაციაში დამიცავ.- ხელს მიშვებს და თავს ხელებში რგავს.
-გტკივა?
-არა საერთოდ არა.-ხელს ვუსვამ ზურგზე
-ნუ მატყუებ!
-არ გატყუებ სემ, მართლა ეს არაფერია იმ ტკივილთან შედარებით რაც გამოვიარეთ, აპატიე იცი, რომ არ უნდოდა.-ჩემ ხელს იშორებს დგება, კიბეებთან მიდის
-დღეს მე წაგიყვან-ამბობს და ზევით ადის.
როგორ დავიღალე...
- კას უკვე 5 ის ნახევარია ადექი ჩაიცვი-
-კარგიი.- ყველაზე ნაკლებად სადაც წასვლა მინდა ეს ფსიქოლოგთან წასვლაა. ნახატს ვუყურებ კარგი გამოვიდა...უკვე მეცხრედ ვზატავ იმ მწვანეთვალება ბიჭს, მამშვიდებს...
-სემ მანქანა საიდან გყავს? -ეხპა გავიაზრე, რომ სემის მანქანაში ვიჯექი
-დღეს დილით ჩამოვიდა
-კარგია
-არც იფიქრო, რომ გათხოვებ სანამ 18-ის გახდები
-ჰო, 18-ის სამ კვირაში ვხდები და რა სანიტერესოა ამის შემდეგ რას მოიფიქრებ, რომ მანქანა არ მათხოვო.
-მოვიფიქრებ რამეს -იცინის...ღმერთო როგორ მიყვარს.
-სემ მიყვარხარ.-ჩემკენ ტრიალდევა ხელს სახეზე მისვამს
-მეც მიყვარხარ კასიოპია.
დიდი თეთრი შენობის წინ ვჩერდებით...4 სართულზე ავდივართ.
-გამარჯობა-მიდის სემი ყავიფერთმიან გოგონასთან რომელიც მიმღებში ზის
-გამარჯობა-ღიმილით ათვარიელებს გოგონა სემს სემიც უღიმის, თვალებს ვატრიალებ და მეცინება
-ჰარისთან ვართ
-ააა თქვენ ხართ ის მეგობარი ?-გოგონა სადღაც იყურება შემდეგ გაოცებული უყურებს სემს
-კასიოპეა-დაბნეული ამბობს, ვერ გავიგე ეს მიზეზი ამ უცნაური სახელის გამოა რომელიც არც კი გაუგონია, დაწმუნებული ვარ არც ის იცის გოგოსია თუ ბიჭის თუ სემი მოეწონა და გაუკვირდა ასეთი სახელი რომ "ქვია".
სემმა გაიცინა ხელი მომკიდა და მასთან მიმიყვანა
-არა ეს ჩემი დაა კასი-გოგონას ღიმილი გამოესახა სახეზე რაზეც მეც გამეღიმა
-გამარჯობა-ვუთხარი გოგონამ კი ხელი დამიქნია.
-მე სემი ვარ.
-დანიელა-თვალებში ჩააშტერდენენ ერთმანეთს, სერიოზულად!?-_- სემს ფეხი ჩავარტი. ისიც გამოფხიზლდა
-ააა..ჰო..ისა ჰარისთან ვართ-გოგონამაც თავი გააქნია.
-ახლავე დავუძახებ, ბატონო სტაილსს თქვენთან არიან.-ცოტა ხანში ჩახლეჩილი ხმა ისმის
-სემია?
-დიახ.
-კარგი გამოვალ ახლავე.-2-3 წუთში კარი იღება და ვიღაცა გოგო გამოდის თან ტანსაცმელს ისწორებს, ესეც ასე ახლა სექსუალურ მანიაკთან უნდა ვიარო. სემს გაბრაზებული სახით ვუყურებ ის კი იცინის.
-წყალს დავლევ-ვეუბნები და კუთხეში სადაც წყლის ჩამოსასხმელი დგას იქ მივივარ წყალს ვისხამ, მოვტრიალდი როდესაც მესიჯი მომივიდა ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე, მამაა.
from Dad: წარმატებები კასს
to Dad:მადლობა ჯორჯ.
from Dad: მეც მიყვარხარ❤😂
მის ასეთ მესიჯზე გამეცინა ტელეფონი ისევ ჩანთაში ჩავდე და სემს გვწრსით ამოვუდექი
-კას გაიცანი ეს ჰარია ჩემი საუკეთესო მეგობარი.-მითხრა სემმა თავი ავწიე
-გამარჯობა კა...- რომ დამინახა გაშეშდა
-ღმერთო არა -ამოვიბუტბუტე
-გოგონა მეტროდან-მითხრა,ხელი აიფარა და გაიცინა...სერიოზულად აღარ მინდა აქ ცხოვრება...მისი თვალები.

Lost on you.Where stories live. Discover now