-მიზანი ?
-ყველაფრის გაანალიზება და აზრების დალაგება
-ყველაზე რთული რამ...
-სირთულეები მიზიდავს
-ოჰ, არა, არა, ეს არ განეკუთვნება ასე რომ ვთქვათ "მარტივ" სირთულეების კატეგორიას, აზრის დალაგება, გაანალიზება, ოჰ, კასი, ეს ყველაზე რთული რამაა, ჩვენს ტვინში ყოველთვის არსებობს აზრების გორგალი, რომელსაც რაც არ უნდა დალაგებულები ვიყოთ მაინც ვერ ვხსნით, ყოველთვის, ყოველთვის იარსებებს რაღაც რაც შინაგანად სრულად დაგაბნევს, ეჭვს გაგიჩენს და ეს გორგალი, ეს პატარა გორგალი ნელ-ნელა დიდად იქცევა.-ოხრავს და სავარძელს ეყუდება, მეც ჰარის სიტყვებისგან გაოგნებული ვერაფერს ვამბობ, მხოლოდ თავს ვუქნევ და ფანჯარაში ვიყურები, ჰარისთან უკვე 2 კვირაა რაც დავდივარ, უცნაური ურთიერთობა გვაქვს, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ არის რაღაც კავშირი ჩვენ ორს შორის, არ ვიცი რატომ ხდება ასე, ამ 2 კვირაში ჰარი გახდა ის ადამიანი რომელსაც მინდა გამუდმებით ველაპარაკო, არის მასში ისეთი რამ რაც არასდროს არ შემინიშნავს სხვაში.
-აქ სულ წვიმს, იცი ჰარი, როდესაც ბავშვი ვიყავი ყოველთვის მომწონდა წვიმა, მეგონა, რომ წვიმა ყველაზე თავისუფალი რამ იყო დედამიწაზე, მაშინ მჯეროდა, რომ როდესაც ადამიანი წვიმის წვეთს სახეზე იგრძნობდა მაშინვე ბედნიერი გახდებოდა, მაგრამ ეს რწმენა მაშინ დავკარგე, როდესაც დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ წვიმაში ვიდექი და ბედნიერების მაგივრად ტკვილმა უფრო მოიმატა, მაშინ ისე მეტკინა, რომ ასეთი ტკვილი არასდროს განმიცდია, ახლა კი ყოველი წვიმის დროს ამას განვიცდი-...მიყურებდა...ვუყურებდი...
თან ცრემლები ჩემს სახეს ისევე როგორც წვიმის წვეთები ფანჯარას ისე ეხეთქებოდა...მისი ყურება, ეს იყო ერთადერთი რამ რაც ახლა მამშვიდებდა, მისი სამოთხისფერი თვალები, მისი მზერა, რომელსაც ვერასდროს ვერავინ დაივიწყებდა იყო ის რაც მე, სრულიად დაცარიელებულს მავსებდა.
-კასი, შენ ისეთი ხარ...არაერთგვაროვანი.
-ამას კომპლიმენტად მივიღებ-გავუღიმე, მანაც სევდიანად ჩაიცინა, ჭერზე დაკიდებულ საათს ავხედე უკვე ხუთის ნახევარი იყო, ჩემი დანახვისას ჰარიმაც საათს ახედა და ამაზე უფრო გაეცინა
-კიდევ 1 საათით გადავაჭარბეთ ჩვენს დროს კასი.
-ღმერთო, ვწუხვარ მე, მე მეტს აღარ ვიზამ გპირდები
-ნუ წუხარ, შენს გსიამოვნებს ჩემთან საუბარი, მე კი მიხარია, რომ გეხმარები- გეფიცებით მისმა სიტყვებმა კინაღამ მომკლა, არ ვიცი რატომ ვაძლევ მის სიტყებს ამხელა მნიშვნელობას, თუმცა იმის ფიქრმა, რომ მას ჩემნაირი კიდევ უამრავი ყავს და შეიძლება მას თავს ვაბეზრებ ძალიან იმოქმედა ჩემზე.
რაც ძალი და ღონე მქონდა გავუღიმე, მაგრამ მგონი საშინლად გამომივიდა რადგან სახეზე გაკვირვება დაეტყო
-კარგი ახლა წავალ, გმადლობ დღევანდელისთვის ჰარი-წამოვდექი, ისიც წამოდგა და კარებთან მიმაცილა
-ნახვამდის კასი
-კას, კასიოპეა რაც გინდა ის ოღონდ კასი არა ჰარი.-გაბრაზებულმა ვუთხარი და გამოვედი, რა მჭირს? საერთოდ ვეღარ ვაზროვნებ მგონი, ჰარი არ არის ვალდებული შენზე იზრუნოს და ყოველი სიტყვა ისე შეარჩიოს როგორც შენ გაწყობს, შენ ერთი ჩვეულებრივი პაციენტი ხარ კასიოპეა! ვუმეორებ ჩემს თავს გზაში, არ ვიცი რას მიკეთებს ის, ღმერთო როგორ ვმწარდები ამაზე, სახლამდე ფეხით წამოვედი რადგან მინდოდა უარესად მტკენოდა, მინდოდა ეს სურვილი რამენაირად შემეჩერებინა, მაგრამ ვერაფერს ვხდებოდი მის წინააღმდეგ, ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც გჭირდება ტკივილი განკურნებისთვის, მარტივად, რომ ვთქვათ ჭრილობაზე გჭირდება სპირტი, რომელიც უფრო გწვავს და გტკენს, მაგრამ შემდეგ გშველის.
უკვე ღამის თერთმეტი საათია მე და სემი ტელევიზორთან ვზივართ მამა კი კაბინეტშია და ვიღაცას ელაპარაკება, იმის შემდეგ რაც აქ ჩამოვედით მამაც და სემიც ცდილობენ ისე მოიქცნენ ვითომ კარგად არიან, მაგრამ მე ვიცი, რომ მათ ძალიან უჭირთ ამ ყველაფერთან შეგუება.
-სემ როგორ ფიქრობ დანიელას მოწონხარ? -სემი ჩემკენ ტრიალდება, მე კი ღიმილით ვუყურებ, რადგან ვიცი, რომ ერთმანეთს წერენ
-კას გაჩუმდი.
-არა მართლა გეკითხები, გეუბნები როდესაც მისაღებში ვარ და თქვენ ერთმანეთს წერთ, ის დებილივით იღიმის, ჩემი აზრით ცოტათი გადამეტებული რეაქციაა, მაგრამ მაინც საყვარელი გოგოა
-კას, გეუბნები გაჩუმდი, იქნებ მე კი არა სხვა წერს და საერთოდ არ მინდა გკითხო საიდან იცი ჩვენი მიმოწერის შესახებ ახლა კი შენდავე სასიკეთოთ აჯობებს ოთახში ახვიდე და დაიძინო-ცდილობს გაბრაზება დამანახოს, მაგრამ ვხედავ ჩემი ნათქვამით როგორი კმაყოფილია და თან იღიმის, არაფერია იმაზე კარგი როცა მას ასეთ გაღიმებულს ვხედავ, მაშინ მეძლევა იმის იმედი, რომ მას, ჩვენ კიდევ შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ. ვიცინი, ვდგები და საძინებელში ავდივარ.
არ მეძინება, ფანჯრიდან ვიყურები, ისევ წვიმს, მეც ისევ მტკივა...ღამის სამი საათი, ბუსავით დაჭყეტილი თვალებით ვწვარ და სადღაც შორს ოცნებებში ვარ გართული, იმ ოცნებებში სადაც ოთხივე, მე, სემი, დედა, მამა ერთად ვართ,
ნიუ-იორკში ვცხოვრობთ, საღამოს მე და სემი გამუდმებით რაღაცაზე ვკამათობთ დედა და მამა კი გვიყურებენ და ჩვენზე იცინიან, შემდეგ კი ერთმანეთს შეხედავენ მეც მათ ვუყურებ და მათ მზერაში რაღაცნაირ სევდას ვხედავ...მაშინ არ ვიცოდი, რა ჭირდა დედას, არც მე, არც სემმა მხოლოდ დედამ და მამამ, მაშინ მეგონა, რომ ყოველთვის ასე გაგრძელდებოდა...სამუდამოდ...და მაინც ყოველი, თითოეული ოცნება, რომელშიც ჩვენ ყველანი ერთად ვართ ტკივილით და აზრების არევით მთავრდება...სწორედ ამ ფიქრებში ვარ გართული, როდესაც ტელეფონის ეკრანი ნათდება და ესემესი მოდის.
From Harry the doctor:
შენთან ლაპარაკი ყოველთვის მსიამოვნებს, მიყვარს როდესაც მაძლევ საშუალებას მეც მოგიყვე ჩემი ფიქრები, ეს მე მეხმარება კასი...- ეს ბიჭი გონებაში მიზის, ნუთუ მართლა მიხვდა, რომ რაღაც ბავშვურად მეწყინა?! ეკრანს ვუყურებ და ვიღიმი "ჩემი აზრით ღიმილი გადამეტებული რეაქციაა" მახსენდება ჩემი ნათქვამი და ნერვები მეშლება, მაგრამ ღიმილს მაინც ვერ ვიკავებ.
To Harry the doctor:
მე მიხარია შენი დახმარება თუ შემიძლია.
From Harry the doctor:
მაპატიე თუ გაგაღვიძე, ძილინებისა კასი.
To harry the doctor:
არაფერია, ძილინებისა ჰარი...
მობილურს ვდებ, ისევ უაზროდ ვიღიმი, ნეტავ აქ იყო ახლა რამდენ რამეს გეტყოდი, მოგიყვებოდი ჩემს ფიქრებზე, შენ კი ისეთ რამეს მეტყოდი რაც როგორც ყოველთვის აღმაფრთოვანებდა, ჰარი სტაილსი...მასში არის განსაკუთრებული რამ რომლის ამოცნობასაც ვერ ვახერხებ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ არის რაღაც რაც ჩემთვის მას სხვებისგან განასხვავებს.
YOU ARE READING
Lost on you.
Fanfiction-გამარჯობა კა...- რომ დამინახა გაშეშდა -ღმერთო არა -ამოვიბუტბუტე -გოგონა მეტროდან-მითხრა,ხელი აიფარა და გაიცინა...სერიოზულად აღარ მინდა აქ ცხოვრება...მისი თვალები.