2

638 52 0
                                    

~დილა~
გათენდა...საწოლში მარტო ვიწექი...ალბათ ჯიმინი bighitში იყო წასული.
ავდექი, შხაპი მივიღე, გამოვიცვალე და მისაღებ ოთახში შევედი სადაც პატარა წერილი დამხვდა ჯიმინისგან

"საყვარელო საღამოსთვის გადაწყვიტე სად წავიდეთ თაფლობის თვეზე"

საყვარელო?!-_-

თაფლობის თვეზე გადავწყვიტე რომ საფრანგეთში,პარიზში წავსულიყავი ყოველთვის მინდოდა იქ წასვლა.

ძალიან მოსაწყენი იყო სახლში მარტო ყოფნა...მთელი დღე უსაქმურად ვიჯექი ჯერ სახლი მივალაგე შემდეგ კი ტელევიზორში ჩემი საყვარელი მსახიობის კიმ ჯონგინის სერიალებს ვუყურებდი...მოსაღამოვდა ჯიმინი ისევ საქმეებზე იყო...ალბათ გვიან დაბრუნდებოდა რადგან გადაღებები ჰქონდა...

მომშივდა, სამზარეულოში შევედი და მაცივარში შევიხედე სავსე იყო სასუსნავებით და საჭმლით. მე როგორც დიდი ტკბილეულის მოყვარულმა სასუსნავებს დავავლე ხელი...ამ დროს კი კარებზე კაკუნი გაისმა ...ძლივს დაბრუნდა ჯიმინი.

მაგიდაზე დავყარე სასუსნავები და კარებისკენ გავიქეცი, გავაღე და კარებზე მთელი ბითიესი დამხვდა...ყველა მომესალმა და შემოვიდნენ სიმართლე გითხრათ გამიხარდა მათი მოსვლა,რადგან ამ მოსაწყენი დღის შემდეგ გართობა არ მაწყენდა.
დასხდნენ...მე კი სამზარეულოში შევედი რომ ის სასუსნავები გამომეტანა და დავინახე რომ ჯინიც მომყვებოდა

ჯინი:ლისა გინდა დღეს საჭმლის გამზადებას გასწავლი

ლისა:რათქმაუნდა კი

როგორც ბითიესის ვიდეოებიდან ვიცი ჯინს უყვარს საჭმლის კეთება და კარგადაც გამოსდის ამიტომ დავთანხმდი და დავიწყეთ გემრიელი საჭმლის კეთება. ჯინს ყველაფერი კარგად გამოსდიოდა მე კი ან ვწვავდი ან კი არასწორად ვაკეთებდი საჭმელს.

~~~

დღეს მართლაც კარგად გავერთე ბითიესთან ერთად მათთან ერთად ალბათ ადამიანი არასდროს მოიწყენდა...უკვე გვიანი იყო ბიჭები დორმში უნდა დაბრუნებულიყვნენ...დაგვემშვიდობნენ და წავიდნენ.
ჯიმინი დაღლილი იყო ამიტომ ტელევიზორის ყურებისას ჩაეძინა...მე სახლი მივალაგე და ჯიმინს მივუჯექი რადგან მისი გაღვიძება მინდოდა, მაგრამ ისე საყვარლად ეძინა რომ დამენანა...ნახევარი საათი ვიჯექი და ვუყურებდი მის სახეს და ბოლოს მეც იქვე ჩამეძინა.

My Husband Park Jimin [completed]Where stories live. Discover now