9

391 40 11
                                    

ბევრი საუბრის შემდეგ ჯიმინმა გადაწყვიტა, რომ საღამოს პარკში წავსულიყავით, რადგან დღისით საშიშიც იქნებოდა და გასეირნების მაგივრად გიჟი ფანებისგან გაქცევა მოგვიწევდა.

დღეს ორივეს დასვენება გვქონდა და როგორც ყოველთვის უსაქმურად ვიჯექით და ვფიქრობდით რითი გაგვეტარებინა დრო
და ისევ ჯიმინის მოაფიქრდა იდეა

-გინდა ცეკვა გასწავლო?(ჯიმინი)

სიცილი დავიწყე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

მაგარია თვით პარკ ჯიმინი რომ გასწავლის ცეკვას...

-მაშინ წამო დარბაზში(ჯიმინი)

სახლი იმდენად დიდი იყო რომ პატარა საცეკვაო დარბაზიც კი ჰქონდა. იქ ჯიმინი ვარჯიშობდა ხოლმე.

სიმართლე გითხრათ პირველად შევედი ამ დარბაზში მაგრამ ისე ბევრჯერ მქონდა ნანახი, რადგან ჯიმინის ცეკვას ჩუმად ვუყურებდი ხოლმე მაშინ როდესაც კარები ღია რჩებოდა. საოცრად ცეკვავდა და ყოველთვის გაოცებული ვრჩებოდი მისი მოძრაობებით

დიდი ცეკვის მოყვარული არ ვიყავი სამაგიეროდ სიმღერა შემეძლო რაც მარტო მე ვიცოდი...მინდოდა, რომ ჯიმინისაც სცოდნოდა მაგრამ შესაფერისი დრო ვერ ვიპოვე რომ უბრალოდ მეთქვა ან მემღერა. მისი ხმის მოსმენის მერე ჩემი ოცნება მასთან დუეტში სიმღერა გახდა...

~~~

-აჰჰ...დავიღალეე(ლისა)

ამოვიოხრე და დავეგდე იატაკზე თან ხმაურიანად ვსუნთქავდი.

ჯიმინი კი დამცინოდა და ჩემს წამოყენებას ცდილობდა

-რა მალე იღლები რა უნდა fire-ს სწავლას(ჯიმინი)

(როგორც იცით fire ბითიესის ყველაზე ენერგიული და რთული ცეკვაა)

-ჰაჰ...აიდოლი კი არ ვარ...არ ვარ მიჩვეული ცეკვას(ლისა)

-გავაგრძელოთ?(ჯიმინი)

-ღადაობ?(ლისა)

-ჰმმ...არაა(ჯიმინი)

ირონიულად ჩამეცინა და წამოვდექი მთელი ტანი დაოფლილი მქონდა და შხაპის გადავლება გადავწყვიტე.

My Husband Park Jimin [completed]Where stories live. Discover now