3

475 50 2
                                    

              ~1 კვირის შემდეგ~

როგორც ჯიმინმა თქვა რამოდენიმე დღეში უნდა წავსულიყავით პარიზში, მაგრამ მისმა მშობლებმა მალევე იშოვეს ბილეთები და დღეს რამოდენიმე საათში მივდივართ.

გვიან გავიგე ეს ამბავი ამიტომ მთელი სისწრაფით ვალაგებდი ტანსაცმელებს და სხვა ნივთებს ჩანთაში...
ჯიმინს უკვე ჩალაგებული ჰქონდა ყველაფერი და მე მელოდებოდა.ალბათ ესეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ,რადგან მთელი ცხოვრება ვოცნებობდი პარიზზე...

უკვე მზად ვიყავი...ჯიმინის დავუძახე ისიც შემოვიდა ჩემი ჩანთა აიღო და მანქანის საბარგულში ჩადო.

-ლისა წავედით!

-მოვდივაარ

ყველაფერი გადავამოწმე და ჩავკეტე კარი.
ჯიმინს მანქანა უკვე დაქოქილი ჰქონდა.
მივირბინე და ჩავჯექი.

ჯიმინი სწრაფად ატარებდა შესაბამისად მალევე მივედით აეროპორტში

მისვლისთანავე დაცვამ მოირბინა და კარები გაგვიღო იქ ასევე დაგვხვდა დედაჩემი,მამაჩემი, ჯიმინის დედა, მამა და ბითიესის წევრები.
აეროპორტი როგორც ყოველთვის
სავსე იყო ჯიმინის და ბითიესის ფანებით...ყველა მის სახელს ყვიროდა რაც ძალიან შემაწუხებელი იყო
...ძლივს მივაღწიეთ თვითმფრინავამდე დავემშვიდობეთ ყველას და ჩავსხედით.

ჯიმინმა ჩაჯდომის თანავე მოიხსნა პირბადე და ქუდი შემდეგ კი შემომხედა და მკითხა:

-კარგად ხარ?

-ამმ...კი

მოვკალათდით და მოვემზადეთ გასაფრენად...ერთი სული მქონდა როდის ჩავიდოდით
ჩემს ოცნების ქალაქში.

~~~

თვითმფრინავი ნელ-ნელა დაჯდა მიწაზე

აეროპორტიდან წამოვედით და ტაქსი გავაჩერეთ. ჯიმინმა ინგლისური არ იცოდა ამიტომ მე ვუთხარი დანიშნულების ადგილი და მძღოლმაც წაგვიყვანა.

My Husband Park Jimin [completed]Where stories live. Discover now