დაკითხვის ოთახში ახალბედა პროკურორი და უმანკო გოგონა სხედან ერთმანეთის პირისპირ, მათ შორის მხოლოდ მხოლოდ ძველი, დაჟანგული, რკინის მაგიდა დგას. მათ გარშემო სიბნელეა, მხოლოდ მათი სახეები ჩანს ბუნდოვნად მკრთალ შუქზე. სიჩუმეს პირველად მამაკაცი არღვევს.
-რითი დაიწყო ყველაფერი?
-სიყვარულით, როგორც ყოველთვის. - გამომწვევად შეხედა გოგონამ პროკურორს თვალებში, მან კი უბრალოდ აარიდა მზერა.
-შემდეგ?
-დასასრული?
-დიახ, რითი დამთავრდა?
-ზიზღით. - მშვიდად უპასუხა მან.
-და შემდეგ...? - მისი პასუხით ცოტათი გაოგნებული დარჩა მამაკაცი, მაგრამ არ შეიმჩნია და დაკითხვა განაგრძო.
-თქვენ როგორ ფიქრობთ? - ოდნავი ღიმილი აუთამაშდა გოგონას ტუჩის კუთხესთან.
-აქ კითხვებს მე ვსვამ, მიპასუხეთ. - პროკურორის ხმა გამკაცრდა.
-ჰმმ... ალბათ სიკვდილით... არა! ტანჯვით სიკვდილით, არა! დაუსრულებელი სიკვდილით! - საუბრის დროს გოგონა თვალებს აქეთ იქით აცეცებდა, თითქოს დაბნეული იყო, მაგრამ ორივემ იცოდა რომ ეს მხოლოდ ნიღაბი იყო.
-ეს რას ნიშნავს? - წარბები შეკრა კოსტუმიანმა და ოდნავ წინ გადაიხარა.
-მართლა გაინტერესებთ? - ონდავაც კი არ შეცვლილა მისი სახის გამომეტყველება.
-დიახ, ეს ხომ ჩემი საქმეა. - პროკურორი საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა.
YOU ARE READING
The Game/თამაში
Actionარ შეგაცდინოთ ადამიანის გარეგნობამ ან ასაკმა. არავინ იცის სად, ვისთან ან ვის შიგნით რა ურჩხული ბუდობს და როდის გამოიღვიძებს. -არ ენდოთ ყველას!