25. მითხარი

3.4K 209 74
                                    

ბინის კარი გავხსენი და პირველი შევედი.
ჩაბნელებულ ბინაში მარტივად მოვნახე სინათლის ასანთები და მალე მთელი ოთახი განათდა.
ჰარი უკვე სავარძელზე იჯდა და როგორც ჩანს ამ ბიჭის თცალები ღამე ხედვისთვისაცაა განკუთვნილი, რადგან არაფერს წამოდებია გზად.
მაოცებს პირდაპირ.
ოთახში გრილოდა, თუმცა გარეთ არსებულ ტემპერატურასთან შედარებით თბილოდა. გამათბობელთან მივედი, ჩავრთე და საკმაოდ მაღალზე ავუწიე. კარგი იქნებოდა მალე დამთბარიყო. რაც მალე გათბებოდა ჰარი, მით მალე წავიდოდა და იმ შეცდომას, რომელიც მისი დაპატიჟებით დავუშვი, გამოასწორებდა.

ვეცადე მისთვის ყურადღება არ მიმექცია და სააბაზანოში შევედი. ცხელი წყლით დავიბანე ხელები და იქვე სარკესთან ჩამოკიდებული ხელსახოცით შევიმშრალე.

გამოსულს ჰარი სავარძელზე აღარ დამხვდა.
ოთახი მოვათვალიერე იმ იმედით, რომ გადაიფიქრა და წავიდა, მაგრამ მალევე სამზარეულოში შევნიშე. ნამცხვარი ეპოვნა და ცდილობდა ისე ჩამოეჭრა ნაჭერი, რომ იმ ხაზს არ გასცდენოდა, რომელიც ნამცხვრის ფორმისგან ჰქონდა დატყობილი. როგორც ჩანს, მიზანს მიაღწია და გამოტენილი პირით გამოვიდა მისაღებში.

- ცივია,- უკმაყოფილოდ თქვა. ახალსა და ცხელს თუ ელოდა მე მაპატიეთ,- წინაზე ცხელი იყო. ცხელი ჯობდა.

- რომ "გავაცხელო" დაიწვება,- განვუმარტე და წყალი დავდგი,- ჩაი თუ ყავა?- გავძახე.

უბრალოდ მანერები მაიძულებდა მისთვის რაიმე შემეთავაზებინა, თორემ ვალდებული სულაც არ ვიყავი.

- ყავა. შაქარი არ დაგენანოს,- სარკაზმი აქ რა საჭირო იყო ვერ მივხვდი, თუმცა მაინც იყენებდა მას.

სანამ წყალი არ ადუღდა და ჩემთვის პიტნის ჩაი, მისთვის კი ტკბილი ყავა არ მოვამზადე, სამზარეულოდან არ გავსულვარ.

უკვე საკმაოდ თბილოდა ოთახში.

ყავა ყველანაირი მადლობის გარეშე გამომართვა და მეც არ შევკამათებივარ. ეს ხომ ბოლოს და ბოლოს ჰარია, ბიჭი მანერების გარეშე.

Untitled storyDonde viven las historias. Descúbrelo ahora