30. მზრუნველობა

3.3K 189 52
                                    

Harry's POV:

მანქანა მოვატრიალე და ჩემი აპარტამენტისკენ დავიძარი. საკუთარი თავი შევაქე, რომ მარტო ვცხოვრობდი და პინგვიური კითხვების დასმას არავინ დამიწყებდა.

ვერ ვხვდებოდი მეის ეძინა თუ არა, რადგან თვალები დახუჭული ჰქონდა და ღრმად სუნთქავდა. მამშვიდებდა მისი სუნთქვის მოსმენა, რადგან ამით ვრწმუნდებოდი, რომ კარგად იყო. შეძლებისდაგვარად, რა თქმა უნდა. 

არ ვიცოდი ახლა თავი როგორ უნდა მეგრძნო. გოგონა, რომელთან სიახლოვეც გინდა, იმდენად ახლოს გყავს რამდენადაც შესაძლებელია, მაგრამ ამავდროულად, ის განადგურებული, მთლიანად სველი და შოკირებულია, რაც ვიღაც სირის დამსახურებაა, რომელიც ნუ იფიქრებს, რომ გადარჩა. 

ტესას აუცილებლად გამოვკითხავდი ყველაფერს, რადგან მეის ამის გახსენების უფლებას ვერ მივცემდი. ვერც ჩემ თავს მივცემდი უფლებას, რომ რაიმე მეკითხა ამ თემასთან დაკავშირებით, რითაც მის "შეშინებას" გამოვიწვევდი.

fuck that!

ამის გამო ჰქონდა ის ნაიარევი?! ის სულით ნაბიჭვარი!

რა იდიოტი ვარ! ალბათ ამიტომ არ მითხრა არაფერი, რომ გახსენება არ უნდოდა. მე კი, სირმა, ბუტიაობა დავიწყე ცინგლიანი გოგოსავით და მეი მარტო დავტოვე! 

შენი ბრალია ჰარი! შე ნაბიჭვარო! მასთან, რომ ყოფლიყავი არაფერი მოუვიდოდა!

და საერთოდ, რა ჯანდაბა დამართა?! თუ დამჭირდა, იმ ლოთის სანაგვე სახლშიც დავბრუნდები, იმის გასარკვევად, თუ რა გადაიტანა მეიმ იმ ნაბიჭვარის გამო!

დანიშნულების ადგილზე მოვედით. 

მანქანა გავაჩერე და კარი გავხსენი. მეი შეიშმუშნა და წამოდგომა დააპირა. უდოდა თვითონ ევლო, თუმცა შევნიშნე, რომ დალურჯებულ ფეხებზე არაფერი ეცვა, ამიტომ ამის უფლება არ მივეცი და ხელში ავიყვანე ისევ. თუ დამჭირდებოდა, მთელი დარჩენილი დრო ასე ვატარებდი კიდეც!

Untitled storyOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz