ჩემი ცხოვრება ერთფეროვანი ნამდვილად არ ყოფილა.სეულში დავიბადე. მამა ლოთი მყავდა, დედა კი - ნარკომანი.დედაჩემის ასეთი მდგომარეობის გამო მამაჩემი თავისუფლად მცემდა და მაუპატიურებდა. უსიყვარულოდ ვიყავი გაზრდილი. არ ვიცოდი რა იყო სითბო,სიყვარული....თუნდაც ოჯახი. 15 წლის როცა გავხვდი უკვე აუტანელი გახდა ეს ყველაფერი, ამიტომ სახლი დავტოვე და სეულიდან ჯეჯუში გადმოვედი(*ჯეჯუს კუნძულზე*), მინდოდა რაც შეიძლება შორს ვყოფილიყავი მათგან და ახალი ცხოვრება დამეწყო.
ჯეჯუმდე, სანამ კორეასა და მას შორის სრუტეს გადავლახავდი,ავტობუსით ჩავედი. ცოტაოდენი ფული მშობლებს მოვპარე. სრუტის გადალახვა დამრჩა
-გამარჯობათ
-გამარჯობა...
-თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს. შეგიძლიათ უფასოდ გადამიყვანოთ? მშობლები იქ დამხვდებიან და ისინი გადაგიხდიან.
-ბოდიში მაგრამ ეს შეუძლებელია
-ძალიან გთხოვთ.რაღაც პრობლემების გამო მე აქ დავრჩი მშობლები კი მეორე ნაპირზე არიან. დამატებით ანაზღაურებასაც მიიღებთ მათგან.
-ნამდვილად გადამიხდით?
-დიახ
-ამმ.........კარგი. ახლა ამ ოთახიდან გადი და მგზავრების ადგილას იყავი, როცა გავჩერდებით ისევ ამოდი.
-დიდი მადლობა.
თავი დავუხარე და გამოვედი.მოტყუება და გაქცევა არაფერი იყო იმასთან შედარებით რაც წინ მელოდა.AUTHOR'S POV
მინსოს ბავშვობა ნამდვილად არ ჰგავდა სხვებისას. იმ პირობებში, რომელშიც მას უწევდა ცხოვრება, მინსოს გამოეყო მეორე "მე", რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა. ამიტომ მას ყოველთვის უჭირდა საზოგადოებასთან ურთიერთობა.
სკოლაში სულ მარტო იყო. ის მწყობრიდან მალე გამოდიოდა, ამიტომ მას ხშირად ქონდა კონფლიქტი კლასელებთან.
ახლა კი მის წინ ახალი გამოწვევები და პრობლემებია.*ჰეი ფიფლ
ესეც 1 თავი...მართალია პატარაა და მოსაწყენი მაგრამ აუცილებლად მივიჩნიე მისი ცხოვრების აღწერა.რაც არ მოგეწონათ და მოგეწონათ ყველაფერი დაწერეთ.ეს პირველი ფიკია და ყველანაირ კრიტიკას მივიღებ და გავითვალისწინებ.იმედია მოგეწონათ❤❤*
YOU ARE READING
სასჯელი
Horrorმოგიყვებით გოგოზე, რომელიც ყველაფრის დავიწყებას და ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობს. თუმცა ეს ისეთი ადვილი არ არის.