ჩამოვაღწიე....ბევრი ვიწვალე მაგრამ მაინც ჩავედი.საშინლად ვარ დაღლილი,მაგრამ დასვენება არ შემიძლია რადგან ისეთი ადგილი უნდა ვიპოვო სადაც ღამეს უსაფრთხოდ გავათევ. საჭმელი დიდად არ მაღელვებს.
მთელი დღეა დავხეტიალობ ქუჩებში,მაგრამ დასარჩენი ადგილი ვერსად ვიპოვე...მოსაღამოვდა და აცივდა. ვკანკალებ ისე მცივა...
წინ მივდივარ.უბრალოდ მივდივარ , არ ვიცი სად მაგრამ გაჩერებაც არ მინდა. ფიქრებში გართული ერთ უბანში ვხვდები. ლამაზი უბანია, მოწესრიგებული.შეძლებული ხალხი უნდა ცხოვრობდნენ ამ ადგილას. მინდა რომ ვინმესთან დავიწყო მუშაობა, შეიძლება დასარჩენი ადგილიც ვიპოვო. უკვე გვიანია ამიტომ გადავწყვიტე ხვალისთვის გადავდო. სიარულს ვაგრძელებ და თან აქეთიქით ვიყურები რომ ღამის გასათევი ვიპოვო. ძველ დახეულ დივანს ვხედავ. სულ არაფერს ჯობია, თბილად ვიქნები და იმედია არ ჩატყდება. დივანზე ვწვები და სახლიდან წამოღებულ პლედს ვიფარებ. ფიქრის თავი არ მაქ ამიტომ პირდაპირ ვიძინებ და სიზმრების სამყაროში ვეშვები....ვიღაცის ხმა მაღვიძებს. ადგომას ვცდილობ მაგრამ არ გამომდის. მთლიანად პარალიზებული ვარ.
ნაცნობი ხმები მესმის. თვალებს ვახელ. კარგად ვერ ვარჩევ რა ხდება. თავს გვერდზე ვაბრუნებ...სავარძელს ვხედავ რომელშიც ერთი ქალი ზის , უფროსწორად გალეშილივით გდია. ცუდად ვარ მინდა გავინძრე მაგრამ ვერ ვინძრევი. თითქოს ვიღაცა მაკავებს. ჩემს თავს ვათვალიერებ......შოკში ვვარდები როდესაც ვაცნობიერებ რომ საწოლზე ვარ მიბმული. აქეთიქით სასოწარკვეთილი ვიყურები ......ვხედავ ნაცნობ სილუეტს რომელიც კარებზეა მიყრდნობილი. ნელნელა ჩემსკენ მოდის. იმას ვხედავ რისი დანახვისაც ყველაზე მეტად მეშინოდა და არ მინდოდა.......ჩემს წინ ის ადამიანი დგას რომელმაც მთელი ცხოვრება გამინადგურა.-გამარჯობა საყვარელო, გეგონა გამექცეოდი?!
ჩემს წინ მამაჩემია.....კაცი რომელსაც გამოვექეცი. არ ვიცი რა ვქნა....ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ყვირილიც არ შემიძლია...უბრალოდ ვუყურებ როგორ იცინის ცინიკურად
-აქ...აქ როგორ აღმოჩნდი... როგორ მიპოვე-როგორც იქნა რაღაც ამოვღერღე.გამწარებული ვიწყებ ტირილს
-შეუძლებელი არაფერია, პოლიცია დამიკავშირდა და მითხრა რომ ჩემს ძვირფას ქალიშვილს თაღლითობა დაუწყია. მეც როგორც კარგი მამა შენს მოსარჯულებლად მოვედი- ის ნელი ნაბიჯით იწყებს სვლას ჩემსკენ.სასოწარკვეთილი ვარ, გაქცევა არ შემიძლია ფართხალს ვიწყებ.....სავარძელს ვუყურებ....იქ დედაჩემი წევს....ვყვირივარ, ვტირი...დედაჩემს ვეხვეწები რომ დამეხმაროს, მაგრამ ის როგორც ადრე ადგილიდან არ იძვრის. მიყურებს და სმას აგრძელებს.....მამა მომიახლოვდა. სახეზე მომისვა ხელი, ცრემლები მომწმინდა და უეცრად დამიწყო ნჯღრევა.....**ახალი თავიც დაიდო^-^თუ დაგაინტერესათ ვოუთ**
YOU ARE READING
სასჯელი
Horrorმოგიყვებით გოგოზე, რომელიც ყველაფრის დავიწყებას და ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობს. თუმცა ეს ისეთი ადვილი არ არის.