ყველაფერი მახსოვს , გარეთ ვიყავი და ჩემს საყვარელ მთვარეს ვუყურებდი , ვარსკვლავები რომლებმაც ყველა ჩემი ოცნება იციან . მეგონა თუკი ხმამაღლა და მთელი გულით დავიყვირებდი , სურვილი ამისრულდებოდა. ვერც კი წარმოვიდგენდი , თუ კი მზე მომენატრებოდა. უკვე 10 წელი გავიდა რაც , ყოველი დღე ღამე არის . არასოდეს თენდება . ეს ყველაფერი კი წყევლის ბრალია. ძლიერმა ჯადოქარმა გააკეთა ეს , ჩვენ დაწყევლილები ვართ . ყველგან სიბნელეა გამეფებული დედამიწაზე და ადამიანის გულებშიც. ალბათ ერთადერთი ადამიანი ვარ , ვინც სიყვარულზე ოცნებობს . ჩემი მშობლები მეუბნებიან , რომ ბებიაჩემს ვგავარ , მასაც სჯეროდა სიყვარულის . ამ წუთას პატარა ფოტოს ვუყურებ , მიუხედავად იმისა , რომ არც კი შევხვედრივარ , მას შეუძლია პულსი ამიჩქაროს , სუნთქვა შემეკრას . ეს ის ჯადოქარია , ვინც წესით ყველაზე მეტად უნდა მძულდეს , მის გამო ხდება ყველაფერი , მან დაგვწყევლა და ბნელი ძალები გაანთავისუფლა , ეს ყველაფერი კი საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო , დიახ მას ჩემი დიდი ბებია უყვარდა , რომელიც ხალხმა მოუკლა , მაგრამ მხოლოდ ეს არ ყოფილა , მის თვალწინ ხდებოდა ყველაფერი , ჯერ გააუპატიურეს შემდეგ კი წამებით მოკლეს ბებიაჩემი . იმ ჯადოქარს რა ქვია ? მისი სახელის წარმოთქმისას გული მტკივა , რადგანაც მასაც ატკინეს. მარკ ტუანი. ფიქრობენ რომ ის აღარ არის ცოცხალი. მე კი მჯერა , რომ ის კვლავ ცოცხალია , ჩემს მშობლებსაც სჯერათ ამის. რამდენიმე საათში ჩემი დაბადების დღე არის. ეს მახსენებს რომ ჩემი უაზრო ცხოვრება ნელნელა დასასრულს უახლოვდება . საერთოდ რა აზრი აქვს ასეთ სიცოცხლეს ? საინტერესოა ადრე როგორ აღნიშნავდნენ ამ დღეს , მე უბრალოდ ჩემს ლოგინში ვარ წამოწოლილი და თვალებდახუჭული ვოცნებობ , თუმცა ვის ვატყუებ უკვე ოცნებაც მომბეზრდა . აღარ მინდა უბრალოდ ბრბოს ნაწილი ვიყო , მინდა ვინმესთვის განსაკუთრებული ვიყო , მხოლოდ ერთი ადამიანისთვის , მეტი არაფერი მჭირდება . ვერც კი ვხვდები ისე მეძინება , თუმცა მალევე მაღვიძებს ტკივილი ხელის არეში , ტკივილი იმდენად ძლიერია ბოლო ხმაზე ვკივივარ. ოთახში დაფეთებული მშობლები შემოვარდნენ . დედაჩემი ჩემს ხელს იღებს და უყურებს. შიშისგან თვალები უფართოვდება .
- ნიშანი , შენ ის ძებნას დაგიწყებს.
- ვინ დედა ?
- ჯადოქარი . უნდა დაგმალოთ .
YOU ARE READING
ბნელეთი დედამიწაზე .
Horrorშეუნდე, შეუნდე , ბნელ ცოდვილს ლუციფერს, ჩემს სულში ავობით მძვინვარეს ლუციფერს , მრისხანე ვეფხვივით დაკოდილს და ეხლა მძინარეს . შეუნდე , შეუნდე , ჯოჯოხეთს- ჩემს თვალებს, შეუნდე ჩემს თვალებს , ბოროტად დაღალულს , მე შენი უმანკო ნათელი მაწვალებს , მე ვ...