ჰეიი^~^როგორ ხართ?
მოკლედ,მე ვარ ბორა ლი.
რომ გითხრათ ღარიბ ოჯახში გავიზარდეთქო,მოგატყუებთ.
დედაჩემი და მამაჩემი ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენები იყვენენ,სანამ ის კატასტროფა არ მოხდებოდა.ერთ ძალიან,ძალიან უბედურ დღეს ჩამოვარდა თვითმფრინავი,სწორედ ის თვითმფრინავი,რომლითაც დედაჩემი და მამაჩემი მიფრინავდნენ.დავობლდი.
დედას და მამას ყავდათ ბიზნეს პარტნიორები,მათთან ძალიან ახლობლობდნენ,განვითარებული მოვლენების გამო,მათ მიშვილეს.მათ ოჯახში "ბავშთა ნაკლებობა" არ ყოფილა.მათ ორი ვაჟი ჰყავდათ,სეჰუნი და ჩანიოლი.ჩანიოლი,უფროსი ვაჟი ქალბატონ მინას პირველი ქმრისგან ჰყავს. ჩანიოლი ჩვენს სამში ყველაზე დიდია,შემდეგ სეჰუნი,ბოლოს მე.მათ სახლში მისვლის პირველივე დღიდან ჩანიოლი მაწვალებდა,მოსვენებას არ მაძლევდა,სეჰუნი პირიქით,სულ მეთამაშებოდა და ჩანიოლისგან მიცავდა.
ნელ-ნელა ვიზრდებოდი და ვამჩნევდი რომ ჩანიოლი უფრო სხვაგვარად მექცეოდა...
-----------------------------------
-ბორა,იჩქარე გვაგვინდება(სეჰუნი)
-ჩამოვდივარ(მე)
ჩქარა ჩავიცვი ქურთუკი და კიბეებზე ჩავირბინე.
-მალე,დედა მამა და ჩანი უკვე მანქანაში სხედან(სეჰუნი)
თავი დავუქნიე და სახლიდან გავედით.დედა და მამა ნახევარი წლით მიფრინავდნენ,ახალი ბიზნეს პროექტიო თუ რაღაც მაგდაგვარი...მათ საქმეში არ ვერევი.მეშინოდა,ძალიან მეშინოდა რომ იგივე რამ არ მომხდარიყო.
მთელი გზა ვფიქრობდი იმაზე თუ ამ დროის განმავლობაში ვინღა მომაშორებდა ჩანიოლს და ვინღა დაცოფავდა მას,მაგრამ სეჰუნიც ხომ აქ იქნება?! ხო,დავწყნარდი.
-პატარა დაიკოვ,რაზე ფიქრობ?(ჩანი) ეშმაკურად გამომხედა და ჩემს გამოსაფხიზლებლად თითები გაატკაცუნა.
-არაფერზე(მე)
მოვიღუშე და თავი ფანჯარას მივადე.
-შეყვარებული ხომ არ ხარ?(ჩანი)
ისევ ეშმაკური გამოხედვა.
-შეეშვი ჩანიოლ(სეჰუნი)
ხელი მიკრა და მომიბრუნდა.
-ხომ ყველაფერი რიგზეა?(სეჰუნი)
-კი(მე)
ვუთხარი და გავუღიმე.სანამ ფიქრებში ვიყავი,ამასობაში აეროპორტში მივედით,უკვე ჩასხდომა იწყებოდა.გავიდა 1საათი და უკვე თვითმფრინავი მზად იყო ასაფრენად.ზუსტად 3წუთში თვითმფრინავი აფრინდა.უნებლიედ ცრემლები წამომივიდა...სეჰუნი ჩემთან მოვიდა,ცრემლები მომწმინდა,ხელი ჩამკიდა და მანქანისკენ დავიძარით.მანქანაში ჩავსხედით.მთელი გზა სეჰუნზე მეძინა.
-ჰეიი გაიღვიძე მოვედით(სეჰუნი)
-ჰა?რა?(მე)
-რადა მოვედითო დაყრუვდი??(ჩანი)
-აამ ხო(მე) თვალებგანაბული გადავედი მანქანიდან და ძლივს მივიზლაზნებოდი.ჩანიოლმა ხელი მტაცა და ზურგზე მომიგდო.
-აუ დაიწყო..(მე)
-აბა როგორია მანდ?(ჩანი)
-იდიოტობა(მე)
-ჩანიოლ დასვი(სეჰუნი)
ამასობაში სახლში შევედით.
-დამსვიიი!(მე) ვკივი ბოლო ხმაზე.
-ჩანიოლ შეეშვი რა(სეჰუნი)
-მაინტერესებს რამდენ ხანს იწიკვინებს(ჩანი)
-აუ დამანებე რა თავი!(მე)ბოლო ხმაზე ვიკივლე.
ჩანიოლმა მაშინვე ძირს დამსვა.
-ვაიმე არ მცემო(ჩანი)
-ღირსი კი ხარ გაგიფინო (მე)
-ვერც დამარტყამ ისეთი პატარა ხარ(ჩანი) ბედნიერმა გაიღიმა.
-სეჰუუუუნ,მოდიი(მე)
სეჰუნი ჩემთან მოვიდა.
-ამწიე(მე)
-რა?(სეჰუნი)
-ხელში ამიყვანეთქო(მე)
სეჰუნმა ხელში ამიყვანა და მეც გემრიელად ვუთავაზე ჩანიოლს,დავეჯღანე და ოთახში ავედი.ისევ დამეძინა.
როდესაც გამეღვიძა უკვე საღამო იყო,ქვევით ჩავედი და ჰომ, რა თქმა უნდა,ჩანიოლი ისევ ახალ გოგოსთან ერთად.როგორ არ ბეზრდება ყოველდღე ამის კეთება...
ვითომ შეუმჩნევლად მივუახლოვდი სამზარეულოს კარებს და...
-როდის გაიღვიძე(ჩანი) თან იმ გოგოს კოცნის.
-მე..ახლახანს.რამე მოხდა?(მე)
ჩანიოლი იმ გოგოს მოეშვა,ჩემთან მოვიდა და სამზარეულოში შემიყვანა.
-ხომ გაგაფრთხილე რომ ამ დროს აქ არ უნდა იყო?!(ჩანი)
-ხო მაგრამ..
-მისმინე,არ არის საჭირო დაინახო ის რაც შენი საქმე არ არის(ჩანი)
-ხო...(მე)
-ამ ყველაფერს დედ-მამასთან არ იტყვი(ჩანი)
-ხო,არ ვიტყვი(მე)
-სეჰუნთან მითუმეტეს!(ჩანი)
-არც სეჰუნთან(მე)
-ძალიან კარგი(ჩანი) ხელი გამიშვა და კარებისკენ წავიდა.
-მაგრამ...არ გბეზრდება ეს ყველაფერი?..მათ ისე იყენებ როგორც სათამაშოებს...(მე)
ჩანიოლი მომიბრუნდა და სახეში სილა გამაწნა.
-ხომ გითხარი?!რაც შენი საქმე არაა იმაში ნუ ერევი!(ჩანი)
-ბოდიში...(მე)
სამზარეულოდან გავიდა და კარები გაიჯახუნა.კედელთან ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე.
ცოტახანში სეჰუნიც მოვიდა.კარებთან ჩუმი ფეხის ხმა ისმოდა.კარები გაიღო და სეჰუნი შემოვიდა.სასწრაფოდ ავდექი და ცრეემლები მოვიწმინდე.ჩემთან მოვიდა.
-რა მოხდა?რატომ ტირი?(სეჰუნი)
-არაფერი...(მე)
-ცუდად ხარ?(სეჰუნი)
-არა..(მე)
-ჩანიოლი?(სეჰუნი)
მე ჩუმად ვიყავი.
-კარგი გასაგებია(სეჰუნი)
ოთახიდან გადიოდა როდესაც შევაჩერე.
-არა ის არაფერ შუაშია სეჰუნ...(მე)
-ვიცი რომ მან გაგაბრაზა(სეჰუნი)
-არა...უბრალოდ დედა და მამა ძალიან მენატრებიან...(მე)ჯადაბა,ასეთი სისულელე პირველად ვთქვი.სეჰუნმა დაჯერა რადგან მას არ ვატყუებ ხოლმე.
-სულელო(სეჰუნი) გაიღიმა და მიმიხუტა.ბედნიერი ვიყავი რომ ის მყავადა,სულ რომ ყველას შევეძულებინე ის არ შემიძულებდა...სულ რომ ყველას დავევიწყებინე მას არასდროს დავავიწყდებოდი.
პატარა დები ორ უკიდურესობას შორის არიან,ხშირ შემთხვევაში.მათი ძმები მათ ან ზედმეტად აკონტროლებენ,ან ისინი საერთოდ არ აინტერესებთ.
სეჰუნი სულ ჩემზე ზრუნავს,როცა ცუდ ხასიათზე ვარ ის სულ მამხიარულებს,როცა რამე მიჭირს სულ მეხმარება...
ჩანიოლი.ხო ჩანიოლს ყველფერი კიდია,მისთვის მთავარი მხოლოდ ორგაზმია და ფუ რა ამაზრზენი ხარ პაკ ჩანიოლ...როგორ მინდა ასეთი არ იყო...
