რეკომენდირებულია წაკითხვასთან ერთად დალინკული მელოდიის მოსმენა
მიაბიჯებ... არც გახსოვს რა დააშავე, მაგრამ ნაბიჯებს ჯერჯერობით თამამად დგამ. ისევ გაქვს იმედი, რომ ეს გზა სამოთხეში მიდის, მაგრამ ერთი რამ გავიწყდება - დაღმართს არასდროს მიჰყავხარ ზეცისკენ. უკვე ფეხებს ვეღარ აჩერებ. უფსკრული გექაჩება. იმის იმედი გაქვს, რომ მოსალოდნელზე უკეთესი დაგხვდება. იმედი გაქვს, რომ მთელი შენი ცხოვრება ტყუილში გაატარე და ჯოჯოხეთი არც ისე ცუდია.
წვიმა მოდის.
ზეციდან.
მაგრამ სანამ შენამდე მოვა ჭუჭყიანდება, ტალახდება.
გსვრის.
იქნებ უკან მიბრუნდე, გაიქცე და თავიდან სცადო.
ცხოვრება.
მაგრამ როგორც კი უკან ტრიალდები გავლილი გზა ვერტიკალური გხვდება.
შიში უფრო გიპყრობს...გამოდის, სხვა გზა არ გაქვს. მუხლები გეკეცება და მოწყვეტით ეშვები იქ სადაც არავის უნდა მოხვედრა.
სანამ ჰაერში წვეთი ხარ, ფიქრებს ეძალები.
რომ გახსოვდეს რატომ გამოგიშვეს აქ იქნებ უფრო ღირსეულად მიიღო ხვედრი.
მაგრამ ახლა, როდესაც არაფერი გახსოვს თითქოს ღირსი არ ხარ,არ დაგიმსახურებია.
დავარდი და ჩაისუნთქე.
თან ცეცხლის ალები ჩაგყვა და ფილტვები დაგიწვა.
უკნიდან ხმაური გაისმა და შენც იმედი მოგეცა. ვინმე შენნაირის ნახვის.
ხელში მხოლოდ გაურკვეველი არსება შეგრჩა. ეტყობა რომ კარგა ხანია აქ არის. უკვე ამ ადგილის სუნი ასდის. უკვე თავი სახლში ჰგონია.
თვალების მაგივრად ორი ზუსტი და შავი ნახვრეტი აქვს. სახის ნახევარს უფარავს მისი სიგრძე. არცერთი კუნთი არ უშლის მის ტუჩებს გაიწელონ ყურიდან ყურამდე. თუმცა არ გიცინის. რასაც ხედავ მოკუმული ტუჩები და შავი თვალებია, ან ის ადგილია, სადაც წესით თვალები უნდა იყოს.
YOU ARE READING
CHILDREN OF THE DEVIL - ეშაკის შვილები
Terror"ნუ გავიწყდება რომ ეშმაკს მისი შვილები უყვარს." ერთ თავში აღწერილი გზა ჯოჯოხეთისკენ. მოდელი გარეკანზე: David chiang