«2»

484 42 10
                                    

Galodinet, magram didi tavia😉sheidzleba suleluria magram nel-nela yvelaferi daidzaveba💜💜ase rom intriga in action😃miyvarxart💜💜 tqveni azri mainteresebs💜💜

გიჟივით გავვარდი დარბაზიდან და მთელი სიჩქარით მივიწევდი ჩემი ოთახისკენ, ეს უკვე ზედმეტი იყო, კარგი ჯერ ის ავიღოთ რომ ყველა ცუდი თვალით მიყურებს, არავინ არ მელაპარაკება და ახლა სიტყვიერ შეურაცყოფაზეც გადმოვიდნენ, შეიძლება სხვა ბაზაში გადამიყვანონ, მაგრამ ეს არ მადარდებს, საერთოდ მომბეზრდა ასე ცხოვრება და კარზე კაკუნია, უფროსწორად ბრახუნი

ჯეიმსი: ელიზაბეტ გამოდი, ხომ იცი ასე ვერაფერს მოაგვარებ

კარები გავაღე და წარბაწეულმა შევხედე

ელიზანეტი: და ვინმე იკეტება?!
აქ თუ ვინმე უნდა გამოიკეტოს ოთახში ის ნაბიჭვრები არიან

და ხელით ის მხარე მივანიშნე სადაც სპორტდარბაზი იყო...
(მოკლედ დავწერ სახელებს : ლ; ჯ; დ; ლიზა, ჯეიმსი და დესი)

დ: ხომ იცი ასე ვეღარ გააგრძელებ, ძალიან ჩაკეტილი ხარ

ლ:ჩალეტილი არ ვარ, ხომ ხედავთ გესაუბრებით

დ:ეს მხოლოდ ჩვენ, ისიც იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხანია გვიცნობ

ლ:და რა ვქნა დეს, დავჯდე და დეპრესიული გოგოსავით ყველას ჩემი იდიოტური წარსული მოვუყვე?! ძალიან მინდა ისეთი ვიყო, როგორიც ადრე ვიყავი, მაგრამ არა, ასეთი ვერასდროა ვეღარ ვიქნები, მათ გამტეხეს დამამახინჯეს ფიზიკურად და სულიერად, არიცით რას ვგრძნობ, როდესაც მათ შორის დავდივარ და ისე მიყურებენ ვითომც ნაგავი ვიყო, მათ არ იციან როგორი ვარ, უფროსწორად ვიყავი, ეს მხოლოდ თქვენ იცით და მხოლოდ თქვენთან მაქვს ურთიერთობა, რა იცით რა ხდება ჩემს შიგნით, როდესაც მთელი დღე ჩუმად ვარ, მგონი უმეტესობას მუნჯიც კი ვგონივარ, ყველაფერზე თვალს ვხუჭავ და რა გამოდის? არაფერი ყველას უკარება ბოზი ვგონოვარ-უკვე ვყვიროდი და თან უმნიშვნელო ცრემლები მომდიოდა, ცრემლები რომლებიც ღამ-ღამობით იკვლევდნენ ჩემს სახეზე გზას, ყველა დერეფანში იდგა და მიყურებდა, მათ შორის ის გრძელთმიანი უცნობიც

Fight Like A Girl (H.S🖤)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang