მარკი_მონატრება

199 13 13
                                    

წარმოიდგინეთ რომ!..

ლოგინზე გემრიელად წამოშხლართული, მობილურში თვალებით ხართ ჩამძვრალი და ვოთპედზე ვიღაც მარიამის ,, If He's not ,,-ს კითხულობთ, რომ დრო გაიყვანოთ, სანამ ძილს მიეცემით.
ის მომენტია როცა მთავარი გმირი NCT'ს ლუკასს კოცნის და თქვენც სახეზე ღიმილი გეფინებათ, თუმცა კითხვას ვეღარ აგრძელებთ, რადგან მობილურზე თქვენთვის საყვარელი სახე იხატება. თქვენც მობილურზე თითს გადაასრიალებთ და მას ყურთან მიიტან.

- ალო! - თვალებს აცეცებ და წკმუტავ, რომ მონატრებული ხმა გაიგონო.

- შ/ს ( საყვარლად წარმოთქმული ) მომენატრეე, ღმერთო ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მომენატრე! - გესმის ხმა და ერთიანად გივლის უცნაური ჟრუანტელი ტანში.

- მეეც! - ეუბნები წყენა შერეული ხმით.

- ვაიმეე! როგორ მინდა შენს გვერდით ვიყო! - უცებ ამგვარი მომენტს გონებაში წარმოიდგენ და ტუჩზე უნებურად იკბენ.

- მაარკკ! მეც მინდა! გთხოვ მალე ჩამოდი თორე მალე გავგიჟდები! - უტყდები და ლოგინზე გულაღმა კოტრიალდები.

- ჰო საყვარელო, ვეცდები! ისე ჭამე რაიმე დღეს? - გეკითხება და შენ ფიქრობ, უთხრა თუ არა სიმართლე, გეჩხუბება თუ არა რომ მთელი დღის განმავლობაში ლუკმაც არ გაქვს პირში ჩადებული. ბოლოს ხვდები რომ ამაზე ბევრი მოგივიდა ფიქრი და უნებურად პასუხობ.

- კი!

- და რა?! - ხვდება რომ ატყუებ და ეჭვნარევი გეკითხება, რომ გამოგტეხოს.

- რამენი! - მეტს ვერაფერს იფიქრებ ( ჩემი არიყოს 😂 ) და დიდი შემართებით პასუხობ.

- შ/ს მატყუებ და იცოდე მოგკლავ! - გონებაში შენ თავს წყევლი, რომ ტყუილის თქმა არ გამოგდის.

- ვერ მომკლავ! ჯერ ჩამოდი და მერე ვნახოთ! - გახსენდება თქვენს შორის მდებარე უამრავი კილომეტრი და წყნარდები, რომ მის სიტყვებს ვერ შეასრულებს, ჯერჯერობით მაინც.

NCTDonde viven las historias. Descúbrelo ahora