უკვე საღამოზე მივედი იქაურობა გასაოცარად ლამაზი იყო. ჩემი დიზაინია მაგრამ საკუთარი თვალით დანახული მაინც სულ სხვაა... მე ხომ ეს დავხატე მაგრამ ცოცხლად ნახვა მაინც განსხვავებულია. არ მიყვარს საკუთარი თავის ქება რათქმაუნდა მაგრამ დღეს ნამდვილად უნდა შევიქო. სტუმრებისკენ მივიწევ სათითაოდ ვესალმები ყველას.
- გასაოცარია. როგორც გავიგე თქვენ შექმენით ეს მისის მარტინ. საუბარს იწყებს ერთი მოხუცი ბიზმესმენი კაცი.
- დიდი მადლობა ბატონო დეივიდ. დიდი პატივია თქვენგან ამის მოსმენა და სასიამოვნო.
- მეც ვეთანხმები ნამდვილად გასაოცარია. მესმის უკნიდან ხმა. ნაცნობი ხმა. გულმა ჩქარა დამიწყო ცემა. ნელა შევტრიალდი და სმოკინგში გამოწყობილი სტაილსი დავინახე.
- მისტერ სტილინსკი. სასიამოვნოა თქვენი აქ ნახვა. ჩაერთო ბატონი დეივიდის მეუღლე.
მე კი გაშეშებული ვიდექი.საშინლად რთული იყო ჩემთვის 3 წლის შემდეგ მისი ნახვა. ხმა არ ამომიღია.
- მე მე უნდა გავიდე დავბრუნდები. ჩანთას ხელი დავავლე და საპირფარეშოსკენ წავედი. ყველაფერი გამახსენდა სარკის წინ დავდექი. ავკანკალდი. სულ ყველა მოგონებამ რომლის დაძინებას ვცდილობდი გაიღვიძა დღეს. ყველამ ერთად. გამახსენდა ყველაფერი პირველი კოცნა პირველი შეხვედრა ის ღამე როცა მე და ის... უკანასკნელი ღამე მასთან ერთად. ამდენი ხანი ვცდილობდი რომ დამევიწყებინა მაგრამ განა ეს ასე ადვილია? ასე ადვილია 3 წლის შემდეფ მისი ნახვა? ადამიანის რომელმაც გიღალატა ადამიანის რომელიც სიცოცხლეს გერჩივნა. უცებ კარები იღება მგონია რომ სტუმრებიდან ვინმეა და სახის დამალვას ვცდილობ თუმცა კარებში სტაილსი შემოდის და მომჩერებია
- რატომ? ამოვიღლუღიღე
- ვაღიარებ არ ვიცოდი აქამდე მაგრამ სწორად მოვიქეცი რომ მოვედი. ჩემთვისაც რთულია ჩემი პირველი სიყვარულის ნახვა 3 წლის შემდეგ.
- პირველი სიყვარული არა? ისტერიკულად დავიწყე სიცილი. - რატომ არ მანაბებ თავს?
- არ შემიძლია. 3 წელი გავძელი ბევრი ფული მაქვს და არაფერი პრობლემა მაგრამ ეს კარგი კი არა ჯოჯოხეთი იყო. 3 წელი ჯოჯოხეთში. დღეს კი ისევ სამოთხეში დავბრუნდი როცა შენ დაგინახე ყველაფერი დამავიწყდა. მომენატრე გესმის ლიდია? შეჩერდა და კარი გადაკეტა. - მომენატრე ძალიან მენატრები. ვიცი მისმინე ვიცი რომ ის დღეები რთული იყო შენთვის მაგრამ მე მასთან არანაირი კავშირი მქონია გეფიცები. თვითონ მაკოცა. იცოდა რომ შეძლებდი დანახვას. მაშინ ხმა ვერ ამოვიღე და ვინანე მაგრამ ეხლა... ეხლა არ გავჩუმდები. მოგწონს თუ არა მე შენ მიყვარხარ! ამდენი ხანი ველოდი ამ მომენტს. იმედს არასდროს ვკარგავდი. იმედი მქონდა რომ შევძლებდი შენს ისევ ნახვას. არ შემიძლია შენი დავიწყება. არ იყავი შენ ჩემი ბავშური ახირება. არავინ მყოლია მხოლოდ შენ მინდოდი. შენ მიყვარხარ და არავინ სხვა.
როცა მორჩა ამ სიტყვების თქმას მე ხმა არ ამოვიღე და ჩავიმუხლე, დავეცი და ტირილი ავტეხე.
- არც მე.ამოვიღლუღუღე
- რა?
- არავინ მყოლია.მიყვარხარ დღემდე მაგრამ ზოგჯერ მხოლოდ სიყვარული არ არის საკმარისი. მაშინ ხმა არ ამოიღე და 3 წლის შემდეგ მოდიხარ და მეუბნები რომ მან ძალით გაკოცა. შეიძლება სიმართლეცაა მაგრამ როგორ გენდო. მე და შენ .. ის ღამე როცა ჩვენ.. სიტყვებს ვერ ვაბამდი თავს- იმ ღამის შემდეგ მეორე დღეს გოგოს ვხედავ კოცნი და როგორ შეიძლება დავიჯერო
- მესმის. და ჰო გეთანხმები ზოგჯერ სიყვარული საკმარისი არ არის მაგრამ ვფიქრობ ამ წუთას არ მივეკუთნებით მაგ სიტუაციას. იმუხლება დამეხუტება. წამით მინდა მეც ჩავეხუტო ვაკოცო და ამდენი ხნის მონატრება ავინაზღაურო ერთად მაგრამ არ შემიძლია. როცა ვფიქრობ რომ უნდა ვაკოცო და ჩავეხუტო შევურიგდე თავში მაშინვე კოცნა მომდის ეიდენის დის და სტაილსის.
- ცდები. ვთქვი და თვალებში შევხედე. როგორ მიყვარს ეს თვალები როცა ვუყურებდი თავისით მეღიმებოდა და დღემდე ასეა. მის თვალებში ვიძირები. ეხლა აცრემლიანებულია და ამ შუქზე უფრო კარგად იკვეთება მისი თაფლისფერი თვალები და ლამაზი შავი ფერის გრძელი წამწამები. მივდივარ და სახეზე ვეფერები მაგრამ აზრზე მოვდივარ.
- არა არ შემიძლია. მაშინვე ზემოთ ვდგები. ისიც იწევა და ახლოს მიდგება. ისე როგორც მაშინ ეხლაც ვგრძნობ მკდ გულისცემას მაგრამ ეხლა მეც იგივე მდგომარეობაში ვარ. თვალებიდან ცრემლები მოსდის.
- ბოლოჯერ მაინც. მითხრა წყნარად.
- რა?
- მაკოცე ბოლოჯერ. მე იმედს დავიტოვებ რომ დამიბრუნდები არ მოგეშვები მაგრამ ეხლა მჭირდება შენი კოცნა.
ასრულებს და იწევა. მეც არ ვცდილობ გავჩერდე რადგან ის მენატრება. მისი თბილი ტუჩების შეხება მენატრება. მინდა რომ დიდხანს გაგრძელდეს თუმცა არ შეიძლება. მალევე მცილდება. წყალს უშვებს სახეს იბანს იმშრალებს. მიღიმის და კარისკენ მიიწევს. ის ის იყო რომ კარი უნდა გაეღო
- არ შემიძლია. ვთქვი მისკენ გავიქეცი კარი გადავკეტე და ვაკოცე. გიჟივით მივვარდი. ისიც ამყვა. დიდხანს ვკოცნიდით ერთმანეთს. კედელზე მიმაყუდა. არ ვცდილობდით გაჩერებას. თუმცა მოგვიწევდა. მცილდება და იღიმის. მე თავს ვხრი. ის გულში მიკრავს.
-ნეტავ იცოდე როგორ მენატრებოდა ეს სურნელი. თავის ერთ ხელს ჩემს თმაში ხლართავს მეორეთი სხეულზე მიკრავს და თავს ჩემს კისერში რგავს.
- სტაილს. ხომ სიმართლეს მეუბნები?
- ნეტავ რამითი შემეძლოს ამის დამტკიცება. მოწყენილი ხმით ამბობს.
- მე მჯერა შენი სხვა ყველაფერი სულერთია.
- იცი დღეს ცუდად ვიგრძენი თავი. შორიდან გათვალიერებდი და იცი როგორი რთულია? როცა გხედავდი და შენი შეხება და კოცნა არ შემეძლო. ყველაზე უიღბლო ადამიანი მეგონა ჩემი თავი და ახლა ამ მომენტში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. აქამდე ჩემს გულში წვიმდა დღეს კი მზემ გამოანათა და გული გამითბო.
- მიყვარხარ. ვეუბნები და უფრო მეტად ვეხუტები.
- მეც. მშვიდი ხმით მეუბნება. შემდეგ ვცილდები.
- უნდა წახვიდე.
- რა ? დაბნეული მპასუხობს.
- დღეს საღამოა ვინ იცის რამდენ ადამიანს უნდა აქ შემოსვლა და თან ჩემი მოდელები მათ ვჭირდები.
- მეც მჭირდები.
- ხომ იცი რომ მაინც მოგვიწევს გასვლა.
თავს მიქნევს. მკოცნის და კარებს აღებს. მე სარკისკენ ვტრიალდები. სახეს ვიბან. ტუშს პუდრსა და ტონალურს ვისვამ მერე პომადასაც და გარეთ გავდივარ. თვალებით ვეძებ მას.თან ვფიქრობდი ნუთუ ყველაფერი ასე უცებ თავის ადგილას დალაგდა... უცნაურად მეჩვენება რადგანაც ზოგადად რთული ვარ შეიძლება კარგიცაა მაგრამ შეიძლება ცუდიც. წარმოვიდგენდი ჩვენს შერიგებას მაგრამ არა ასეთს.
თვალი ერთ მაგიდაზე გავაჩერე მას ვუახლოვდებოდი რომ ვიღაც გოგო მივიდა და საუბარი დაუწყო. სტაილსმა შეიშმუშნა უღიმოდა ძალით მერე მე გამომხეხა და " მიხსენი" სახით გამომხედა. მეც მეტი რამინდოდა და მივედი მათთან
- სტაილს გეძებდი. მივედი და ლოყაზე ვაკოცე.
- გელოდებოდი. წეღან არ მითქვამს მაგრამ შესანიშნავად გამოიყურები.
- მადლობა. შეიძლება ვისაუბროთ საყვარელო?
- რათქმაუნდა.
- ცალკე. ეხლა უკვე დავაკონკრეტე და მივახდინე რომ წასულიყო. გოგო სახეზე ლამაზი იყო ვაღიარებ.
-აუ სტალ აი ჩემი სავიზიტო ბარათი და დამირეკე. ხელი ჩამოუსვა მხარზე და წავიდა.
- აუცილებლად. გოგონა მოცილდა თვალთახედვიდან რომ გაჯავრება დავიწყე
- აუ სტალლ... ამაზე სიცილი ატეხა სტაილსმა- რა სტალ მემგონი ეგ გოგო ვერაა. ღმერთო რა საშინელი ფეხები აქვს. დაგრეხილი არადა სახეზე არაა ცუდი გოგო თუმცა ტანი და მერე მუხლიდან 2 მტკაველით მაღლა.აუტანია კაბა თუ ასეთია. უგემოვნო.
- ეჭვიანო. მითხრა სტაილსმა
- ნოუ ნოუ არაფერიც ხო ვაღიარე რომ ლამაზი სახე ჰქონდა?
- კი მაგრამ ბოლოში ისე მიალანძღე რო გადაფარა ეგ სიტყვები. გაიცინა სტაილსმა.
- ნუ იცინი სასაუბრო გვაქვს ბევრი.
- ვიცი. რასიტყვი ჩვენი ურთიერთობის საჯაროდ გამოცხადებაზე?
- როგორ?
- საღამოს გაიგებ.
- მითხარი გთხოვ.
- არა. ლოყაზე მიჩქმიტა და სცენას მიაშტერდა. უკვეკულმინაცია იყო.
- უღრმესი მადლობა მოდელებს. საუბარი წამყვანმა დაიწყო.- მინდა გითხრათ რომ ულამაზესები ხართ გასაოცარი დიზაინი გასაოცარი შოუ გასაოცარი გოგონები არ ვიცი რაუნდა ვთქვა. უღმესი მადლობა ჩვენს დამფინანსებელს ბატონ სტილინსკის გთხოვთ ამობრძანდიტ სცენაზე.
რა სტაილსი არის დამფინანსებელი? გაკვირვებული დავრჩი არ უთქვამს.
სტაილსი სცენაზე აიჭრა.
- აბა როგორ ხართ? მინდა მეც ვთქვა რომ ულამაზეები ხართ გოგონებო. ღირდა ნამდვილად ამის გაკეთება.
- გეთანხმებით. წამყავანი ჩაერთო. - თუმცაღა არ შემიძლია ის განსაკუთრებული ადამიანი არ მოვიწვიო დღევანდელი დღის სულისჩამდგმელი ლიდია მარტინი.
მეც სცენისკენ წავედი. ღიმილი არ მომცილებია სახიდან.
- მოგესალმებით. მინდა ყველას უღმესი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის იმისთვის რომ დამაფასეთ და აქ მოხვედით. თითოელ მათგანს მადლობა.
-მის მარტინ მადლობა თქვენ ამ შესანიშნავი დეკორაციებისთვის. ამ ულამაზესი დღისთვის ამ გოგონებისთვის. ისინი ხომ საოცრებები არიან და სამოსი ხომ გასაოცარია. მინდა ვთქვა რომ დღევანდელი საღამო მისი დადგმულია მთლიანად. ეს დეკორაციები და დიზაინი მისი შექმნილია მან დახატა ვნახე მისი ნახატი და აღფრთოვანებული ვარ თუმცაღა ამის დანახვა რეალობაში უფრო გასაოცარია აპლოდისმენტები მას. ამას ტაში მოჰყვა.
- მინდა რაღაც დავამატო. სტაილსი ჩაერთო. გულმა ფანცქალი დამიწყო.- ჩვენ გვინდა რაღაც გავამხილოთ. ამაზე უფრო მეტად ავცახცახდი თუმცა სტაილსმა ხელი ჩამკიდა და გამაჩერა. - მინდა ამ შესანიშნავ საღამოზე გავამხილოთ ახალი ამბავი. მე და ლიდია ერთად ვართ. ამას ტაში მოჰყვა და გაკვირვებული სახეები. - ამიტომ მინდა ეს ააქ ვთქვა. სტაილსი დაიხარა და საუბარი განაგრძო- ლიდია მარტინ პირველად როცა დაგინახე მაშინ შემიყვარდი. მაშინ ისე მშვიდად გეძინა და ისეთი ლამაზი იყავი თვალს ვერ გწყვეტდი. ყველაზე ლამაზი, სრულყოფილება და მოუსვენარი გოგო შემიყვარდა. შენ ჩემი ყველაზე დიდი სასწაული ხარ მიყვარხარ და მინდა რაღაც გითხრა. - მაპატიე თან არ მაქვს ბეჭედი მაგრამ მინდა გითხრა ცოლად გამომყვები?
ამას უფრო მეტი ტაში მოჰყვა. მე კი ავტირდი.
- კი კი კი თანახმა ვარ !!! - ვიკივლე და შევახტი ისე რომ წავაქციე ამას კი სიცილი
- ისევ ჩემი ზურგი. მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად! მითხრა და წამოდგომაში დამეხმარა მერე კი მაკოცა ყველას წინ. ამას ისევ ტაში მოჰყვა.
- ნუთუ ასე უბრალოდ დავინიშნეთ? ჩემს თავზე გამეცინა
- ასე უბრალოდ ჩემი საცოლე ხარ. მითხრა და ისევ მაკოცა. საღამო დასრულდა. მოდელები გავაცილეთ და ჩვენ ბოლონი გავედით. ვერ ვიჯერებდი დღეს მომხდარს. ასე უბრალოდ როგორ შევურიგდი? და მერე ცოლობაზე დავთანხმდი? არ ვნანობ მაგრამ ადვილად მოხდა ყველაფერი მე კი ყოველთვის მომწონს რთული მაგრამ ბედნიერი დასასრული... თუმცაღა საკმარისი გადავიტანე და მეც მჭირდება ბედნიერება... მე ის ვიპოვე... ბედნიერება, ცხოვრების აზრი, თვით სრულყოფილება რომელმაც ჩემი მთელი ცხოვრება შეცვალა. ბევრი რამ გადავიტანე და დავიმსახურე ალბათ... სტაილსი ის ადამიანია ვინც შემცვალა მეც და ჩემი ცხოვრებაც. მიყვარს მთელი გულით ჩემს თავზე და ყველაფერზე მეტად! მასზე ვგიჟდები ისაა ჩემი ბედნიერების მიზეზი... მე მჭირდება მისი სიყვარული მხოლოდ ეს და მეტი არაფერი..#HaPpyEnd
#TheEnd
აბა როგორია? შევეცადე რომ კარგი ყოფილიყო. თუ მოგწონთ ჩემი ფიკები დააკომენტარეთ. ასევე არ ვაპირებ გაჩერებას უკვე მაქვს იდეები ახალ მოთხრობასთან დაკავშირებით. ❣იმედია მოგეწონებათ. ისე აეწყო რომ დღეს ბევრი თავის დადება მოვახერხე. არ მინდოდა ასე მაგრამ როცა მზად მაქვს ვერ ვითმენ :დ 😂😁 იმედია მოგეწონათ და ახალი მოთხრობისთვის მოემზადეთ
YOU ARE READING
I Need Your Love ( დასრულებული )
Actionეს ფან ფიკი ეხება 19 წლის ლიდია მარტინს. უამრავი საშინელების შემდეგ ის იპოვის თავის ნამდვილ, პირველ და უკანასკნელ სიყვარულს...