გამარჯობა. მე ლიდია მარტინი ვარ, 19 წლის. ვცხოვრობ პარიზში. შეყვარებული მყავს მას ეიდენი ჰქვია მაგრამ არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა. მხოლოდ კოცნა და ისიც იშვიათად თუმცა ის მოუთმენელია და ამიტომაც თავს ვიკავებ კოცნისგანაც. მყავს საუკეთესო მეგობარი ელისონ არჯენტი. ის რო არა არ ვიცი. მშობლები საზღვარგარეთ არიან სამუშაო. ისინი არიან უზარმაზარი კომპანიის დირექტორები. დღეს აუზზე მივდივართ ბავშვები და კარგ ხასიათზე ვარ მიუხედავად იმისა რომ სახლში უზარმაზარი აუზი მაქვს იქ მაინც სულ სხვაა.
- ლიდია სწრაფად. მესმის შეწუხებული ელის ხმა.
- ხო მოვდივარ. ვპასუხობ და კიბეზე ჩავრბივარ. კარს ვკეტავ და აუზისკენ მივდივართ მანქანით თან ვმღერით. მალე მივედით . ჯერ ჩემი და ელის გარდა არავინ იყო იქ. მაშინვე წყალში შევდივართ თან ვსაუბრობთ და ვიცინით. მალე მოვიდნენ დანარჩენებიც ეიდენი ჩამეხუტა. უფროსწორად მე ჩავეხუტა კოცნას აპირებდა და თავის ასარიდებლად მოვეხვიე.
- სველი ხარ უკვე იბანავე? მკითხა ეიდენმა.
- ხო სულ რაღაც 10 წუთის წინ მოვედით.ვუთხარი და გავუღიმე.
სხეულზე მოფარებული პირსახოცი მოვიცილე და წყალში შევედი. შორიდან ეიდენის მწველ სახეს ვგრძნობდი ასეთი არასდროს მინახავს. რამდენიმე წუთში ხელი დამავლო მეც გავყევი. სადღაც მიყრუებულ ოთახში გამიყვანა და ხელების ფათური დამიწყო და კოცნა.
- ეიდენ რას აკეთებ?
- მისმინე. მაგიჟებ და როცა დღეს საცურაო კოსტიუმში დაგინახე ყველაფერი დამავიწყდა. გაჩერდა და კოცნა დამიწყო.
- გაჩერდი. ეიდენ ! გაჩერდი გთხოვ... უკვე ტირილზე გადავედი თუმცა არ წყვეტდა ამის გაკეთებას ხელებს მწარედ მიჭერდა ხელებზე. მერე კი უბრალოდ კივილისგან დაღლილი ბრძოლა ვერ გავაგრძელე და უბრალოდ გავითიშე. როცა გონს მოვედი ვიღაცის სახლში ვიყავი. ჩემთვის უცნობ ადგილას. ბიჭი შევამჩნიე წამოვიწიე საწოლიდან ხელების დახმარებით და ჩემი ჩალურჯებები და პატარ პატარა ჭრილობები.იმ ბიჭისთვის ყურადღება არც მიმიქცევია. ჯერ ერთი ცრემლი გადმომივარდა. გაშეშებული ვიყავი შემდეგ კი ხელების უარესად ფხაჭნა დავიწყე და კივილი. ბოლო ხმაზე ვკიოდი. ვკიოდი ვტიროდი. უკნიდან იმ ბიჭის ხელები ვიგრძენი რომ მაჩერებდა.
- გაჩერდი რა დაგემართა. ვერ გაერკვა თუ რამოხდა.
- არა არა არა . უბრალოდ ამას გავიძახოდი და ვკიოდი
- ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ მე...
- ეიდენ! მეზიზღები ! მძულხარ. არა არა .. მხოლოდ ამას ვამბობდი და ხელების დაშავებას განვაგრძობდი. ის ბიჭი კი აშკარად შეშინებული იყო. ხელები მაგრად მომიჭირა და გაჩერება მაიძულა. თუმცა ტირილი და კივილი არ შემიწყვიტავს. დიდ ხანს ვტირობდი ბოლოს მოვეშვი და როგორც მაშინ დღეს დამემართა ისევ ისე გავითიშე.
გონს რომ მოვედი ელის სახე შევამჩნიე. ნამტირალები თვალები ჰქონდა შეშინებული და ანერვიულებული იყო. როცა თვალი გავახილე უცებ გაჩერდა შემდეგ კი მომეხვია და ეს გავიგონე.
- მადლობა ღმერთს. ღმერთო როგორ შემაშინე. ეს სიტყვები გავიგე.
- ელი მან მე .. მან მე - არ შემეძლო იმ სიტყვის თქმა
- ღმერთო დამპალი ნაბიჭვარი გპირდები ვაზღვევინებ. ელიმ მომეხვია.
- შენ როგორ გაიგე რომ აქ ვიყავი? ეს სიტყვები აღმომხდა. ცოტა გამიკვირდა ჩემი თავის რომ ამ ყველაფრის შემდეგ ეს კითხვა დავუსვი ელის.
- მან სტაილსმა დამირეკა. მითხრა და ხელებით ცრემლების მოცილებას ცდილობდა
- სტაილსი ვინაა? ვკითხე
- ეს ის ბიჭია ვინც გიპოვა
YOU ARE READING
I Need Your Love ( დასრულებული )
Acciónეს ფან ფიკი ეხება 19 წლის ლიდია მარტინს. უამრავი საშინელების შემდეგ ის იპოვის თავის ნამდვილ, პირველ და უკანასკნელ სიყვარულს...