პროლოგი - საუთ-ბენდი

736 51 10
                                    

მოგესალმებით მკვდარი სულების ქალაქიდან, სადაც ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. ამ ქალაქის არსებობა ბევრმა არ იცის და რომც იცოდნენ ბევრს მაინც ვერაფერს დააკლებენ. ვიღაცამ მითხრა ამ ქალაქზე აუცილებლად წიგნი უნდა დაიწეროსო, ჰოდა ჩვენც დავიწყოთ:

საუთ-ბენდი ძალიან პატარა ქალაქია. აქ ყველა ყველას იცნობს. ყველა თინეიჯერი ფიქრობს რომ აქ ცხოვრება გაუსაძლისია. საუთ-ბენდი ერთი შეხედვით  ჩვეულებრივი ქალაქია: ყოველ დილით სვავ ყავას, მიდიხარ სამსახურში, ხვდები ნაცნობს, გზად მიმავალი დაინახავ სკოლას, მარკეტს რომელიც მემკვიდრეობით გადადის უკვე 30 წელზე მეტია, სახლებს სიდანაც გაუთავებლად გამოდის ყვირილის ხმა,  ბაღს, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები დარბიან... ერთი შეხედვით ვერაფერს ამჩნევ უცნაურს სანამ გაიგებ რა იმალება მის ქვეშ.


აქ არ უყვართ ახლები, ჭორები იმაზე მალე ვრცელდება ვიდრე თვალის დახამხამებას მოასწრებ, გირჩევ არაფერი ჩაიდინო ისეთი რომ შემდეგ ინანო, ან თუ ჩაიდენ კარგად დამალე, იქ ჩამარხე საიდანაც ჩვენი ისტორია დაიწყო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

აქ არ უყვართ ახლები, ჭორები იმაზე მალე ვრცელდება ვიდრე თვალის დახამხამებას მოასწრებ, გირჩევ არაფერი ჩაიდინო ისეთი რომ შემდეგ ინანო, ან თუ ჩაიდენ კარგად დამალე, იქ ჩამარხე საიდანაც ჩვენი ისტორია დაიწყო...

საუთ-ბენდი 1878 წელს დაარსდა, ,,თავიდან ქალაქში 50 ადამიანი  დაასახლეს, ლეგენდის მიხედვით ქალაქის გაშენებისას მათ სამარხი იპოვეს სადაც 10-11 წლის გოგონას გვამი და ვიოლინო იდო, გვამი ისეთი ახალი იყო გეგონებოდათ 1 საათის წინ გარდაიცვალაო, მაგრამ საფლავს საუკუნის მტვერი ედო... გოგონას ხელში მაგრად ქონდა ჩაბღაუჭებული ვიოლინო ასევე სულ ახალი, უცბად მუსიკა გაისმა, ლეგენდის მიხედვით მათ იქ მყოფი სული განარისხეს და ზუსტად 13 საათის, 13 წუთის და 13 წამის შემდეგ ყველა ვინც მუსიკას მოუსმინა მოკვდა..." თუმცა ეს მხოლოდ ლეგენდაა პატარების შესაშინებლად, სინამდვილეში სულ სხვა რამ მოხდებოდა, იმედია არ ფიქრობთ, რომ ამ ლეგენდას ან კიდევ უამრავ სხვა ლეგენდას შეიძლება კავშირი ჰქონდეს იმასთან რაც აქ მოხდა, ესეც თქვენს შესაშინებლად დავწერე (თუმცა არამგონია შეგშინებოდათ).

მოკლედ არ გირჩევდით საუთ-ბენდში ცხოვრებას, თუ წარსულში არაფერი ჩაგიდენიათ, აქ მოდიან ადამიანები რომელთაც სურთ დამალონ ის რაც ცოტამ იცის, ძალიან, ძალიან ცოტამ. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტს უდიდესი საიდუმლო აქვს, მაინც ცდილობენ ნორმალურად იცხოვრონ და არაფერი შეიმჩნიონ, რაც მათ მყუდროებას დაარღვევს. როგორც უკვე ვთქვი, ეს ქალაქი ზედგამოჭრილია ცნობისმოყვარე მწერლისთვის, ხოლო ეს წიგნი შესანიშნავი - გაბედული მკითხველისთვის. ასე რომ მოემზადეთ- საუთ-ბენდში მივდივართ...



გამარჯობა მეგობრებო! ახალი დეტექტიური საშინელებათა მოთხრობის წერა დავიწყე იმედია მოგეწონებათ :) მივიღებ თქვენს შშენიშვნებს და აზრებს თუ მოგეწონებათ დამიvote-თ და დამმაfollow-ეთ :) <3 დიდი მადლობააა!..

სიკვდილის მუსიკაWhere stories live. Discover now