თავი VI - სარეაბილიტაციო ცენტრი უკეთ ჟღერს !

177 31 2
                                    

- თქვენ რა სერიოზულად აპირებთ იქ წასვლას? - გაუკვირდა ბრედს. პენი ლიზა და ნიკი საგიჟეთში აპირებდნენ წასვლას, ალისა ბერნის სანახავად.

- ხო გავერთობი, თან საგიჟეთი ჩემი სტიქიაა.-თქვა ლიზამ.

-სხვა გზა არ მაქვს, უნდა გავარკვიოთ აქ რა ხდება.- თქვა პენიმ.

- მეც წამოგყვებოდით, მაგრამ არ მინდა და თან მეზარება. - თქვა ბრედმა.

-კარგი მაშინ წავიდეთ, ნიკიც მოდის.- თქვა პენიმ ზურგჩანთა მოიკიდა და ლიზას წინ გაუძღვა.

...

ჩვეულოდ კარგი ამინდი იყო იმ დილით, ისეთი ამინდი ქალაქგარეთ პიკნიკზე რომ უნდა მიდიოდე და არა საგიჟეთში გამომწყვდეული ,,დეიდის" სანახავად. ძალიან უცნაურ ადგილზე იყო საგიჟეთი, უფრო სწორად სარეაბილიტაციო ცენტრი, ასე ერჩივნათ დაძახება მაგრამ იქ მგამომწყვდეული ადამიანები და მათი იქ გამომწყვდევის იზეზი იგივე იყო გინდ საგიჟეთი დაგეძახა იმ ადგილისთვის და გინდ სარეაბილიტაციო ცენტრი.


-გამარჯობა, ალისა ბერნის ნახვა გვინდა.- უთხრა ძალიან წყნარად პენიმ მიმღებში.

-  თქვენ ვინ ხართ?- ჰკითხა ქალმა უცნაური მომღიმარი სახით. როგორც ფაიფურის თოჯინა ისე იჯდა სკამზე და ლამაზად გამოწკეპილიყო თეთრ ხალათში.

- ჩვენ მისი დიშვილები ვართ, იცით იმის შემდეგ რაც დეიდა ალისა გაგიჟ... - უცებ შეასწორა პენიმ - აქ მოხვდა , სულ ორჯერ თუ სამჯერ გვყავს ნანახი, ძალიან მძიმეა ჩენთვის, ხომ გესმით.

-ა დიახ დიახ, საშვი წარადგინეთ- ისევ გაიკრიჭა ქალი და ყველა კბილი გამოაჩინა.

- საშვი ?! არამგონია ეს საჭირო იყოს, ჩვენ უბრალოდ დეიდა ალისას ნახვა გვინდოდა, დიდი ხანი არ მოგაცდენთ.

- არა პატარა ქალბატონო საშვი აუცილებელია, თუ აქ ნამყოფი ხართ საშვი გექნებათ, ამის გარეშე ვერ შეგიშვებთ.

სიკვდილის მუსიკაWhere stories live. Discover now