თავი VII- წარსულში დაბრუნება - წინა შაბათი.

156 28 2
                                    

წინა შაბათი. ემას სიკვდილის ღამე...

ნიკი და ლიზა.

-ნიკ რას ფიქრობ იმ გოგოზე, ახლახანს რომ გადმოვიდა?- ერთად მიდიან სახლისკენ ლიზა და ნიკი.

-ვინ? ლილი? იცი სულაც არ მომწონს თითქოს რაღაცას მალავს თანაც ამპარტავანი და სულელი ჩანს. მასზე გამოძიებას ვატარებ.- თქვა ნიკიმ.

-რაა? გაგიჟდი?! პენი მოგკლავს!.. - თქვა ლიზამ და ნიკს ჩაათხლიშა. რამდენიმე ხნის შემდეგ ცნობისმოყვარე და ეშმაკური სახით დაამატა. - და მაინც რა გამოიძიე?

-მან თქვა რომ დეიდასთან რჩება, მაგრამ დეიდა რუთი მისი ნამდვილი დეიდა არ არის, მას ათი ათასი ერიცხება ყოველთვიურად დაფარულ ანგარიშზე. ნეტავ ვისგან?!! ასევე დედამისი და მამამისი საერთოდ არ არსებობენ, ის სახელები რაც მან მომცა არ არსებობს.

-და ეგ როგორ გაარკვიე შერლოკ?

-შეიძლება ბიძაჩემის კაბინეტში შევიპარე და მასალა მოვიძიე...

-შენ რა შერიფის ოთახში შეხვედი?! სულ გადაირიე?- საუთ-ბენდის შერიფი ნიკის ბიძა იყო.

-მე ვთქვი შეიძლებათქო...-და თვალები გადაატრიალა.

ისინი ჩუმად მოდიოდნენ ჩაბნელებულ დაღმართზე და მიუხედავად იმისა რომ გარეთ გრილოდა ისინი მიჩვეულნი იყვნენ ერთმანეთთან ასეთ სიახლოვეს და სითბოს, რომელიც ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ. და ასეთი სიახლოვის მიუხედავად მაინც ყოველ ჯერზე სიყვარულით ივსებოდა ნიკის თვალები  როცა ლიზა ოთახში შემოვიდოდა, რაიმე სულელურ რეპლიკას იტყოდა ან იღიმოდა. შუა ჩაბნელებულ ქუჩაში კი დუმილი ტელეფონის ზარმა დაარღვია ...

-ალო.- იღებს ნიკი.- კი, კი ჩემთან ერთად არის. არა, ბრედი არა. მოვალთ განყოფილებაში და რა მოხდა? კარგი დავურეკავ. კარგი მოვდივართ...

-რა მოხდა?

-ბიძაჩემი იყო. განყოფილებაში მოდით შენ და ლიზაო, ოღონდ რა მოხდა არ ამბობს.

სიკვდილის მუსიკაWhere stories live. Discover now