თავი V - გამოძიების დასაწყისი- გაზეთების წვიმა

191 39 0
                                    

იმ საშინელი დღის შემდეგ ყველაფერი აირია, თითქოს ყველაფერი ერთიანად დაძველდა, ყველა ოთახს, ყველა კედელს, ყველა კლასს ემა აკლდა... მეგობრებს იმ დღის შემდეგ პენი აღარ უნახავთ, ერთი კვირა არ გამოჩენილა სკოლაში, არც ზარებს პასუხობდა და არც სახლიდან გამოდიოდა, დასაფლავებაზე არ მოვიდა. ემას დაკრძალვის შემდეგ მისმა დედამ იფიქრა დაწყევლილი ვარო და ამ ქალაქიდან რაც შეიძლება შორს გაემგზავრა, არც დანარჩენ ოჯახებს დაადგა კარგი დღე და რამდენიმე მათგანი ქალაქიდან გაემგზავრა. რაც შეეხება ჩვენს გმირებს მათაც არ უნახავთ ერთმანეთი, და აი მოვიდა ორშაბათი, ახალი დღე, ახალი კვირის დასაწყისი. მეგობრები თავის მაგიდასთასთან დაჯდნენ, ახლა მხოლოდ ოთხნი იყვნენ. ყველა ჩუმად იყო, ხმა არავის ამოუღია, არ იცოდნენ რა უნდა  ეთქვათ და ისევ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. პენი რომელიც ერთი კვირა არავის უნახავს, ახლა სკოლის ეზოში მორბოდა საქაღალდით ხელში, რომელიც გამოტენილი იყო უამრავი გაზეთით. 

- ბავშვებო შეხედეთ- და მაგიდაზე უამრავი გაზეთიდან ამოჭრილი სტატია დაყარა.- 1978 წელს ზუსტად ამ ქალაქის დაარსებიდან 100 წლის შემდეგ იგივე განმეორდა, 10 სკოლის მოსწავლე დაიღუპა, ზუსტად ისე როგორც ჰოლი, ლეო, მარი, პიტერი და... ემა, ყველა შაბათ საღამოს გარდაიცვალა, ერთმანეთის მიყოლებით. მხოლოდ ერთი თვითმხილველი იყო, ალისა ბერნი რომელიც მოკლულ გოგონასთან ატარებდა ღამეს, მან თქვა რომ გოგონა დაინახა ვიოლინოთი, ის ქუალით-სითიში გადაიყვანეთ საგიჟეთში, ის ამბობს რომ გოგონას ჩამოხეული, გრძელი გამოსასვლელი კაბა, გრძელი,  შავი თმა და ვიოლინო ეჭირა. ის ისტორია ხომ იცით საუთ-ბენდის დაარსების შესახებ, აი სამარხს რომ ძარცვავენ... - პენი გაგიჟებული იყურებოდა აქეთ-იქით და ხან ერთ, ხან მეორე სტატიას აფრიალებდა.

- პენი დამშვიდდი - შეაწყვედინა ნიკიმ- უკვე ჭკუიდან იშლები.

- მაგრამ...- თვალიდან ცრემლი მოიწმინდა, ისევ ჩვეულებრივ, გაწონასწორებულ მდგომარეობას დაუბრუნდა და განაგრძო. - მაგრამ ყველაფერი ზუსტად მეორდება, ჩვენი კლასელები  კვდებიან გაურკვეველი მიზეზებით და არავინ- არც ერთი ადამიანი არაფერს აკეთებს. და თან ის გოგო...

სიკვდილის მუსიკაWhere stories live. Discover now