თავი 1

2.4K 96 6
                                    

პანიკა, შიში, აღელვება, ტირილი , ნერვიულობა და სურვილი, რომ აქედან მალე დააღწევენ თავს. ეს იყო გოგონების სურვილი, რომელიც ჩემსა და ქეითის წინ მირბოდნენ, რომ ისინი მამაკაცებს არ დაეტაცათ, რათა შემდეგ ისინი გაეყიდათ. ზოგი გოგონა ახლო-მახლო სადც რაიმეს პოულობდა, იქვე იმალებოდა.

პირველი დეკემბერი. დღე, რომელსაც ვერც ერთ გოგონა ვერ იტანს. ეს არის დღე, როდესაც უცნობი მამაკაცები გარეთ გამოდიან და გოგონებს ეძებენ. ვისაც მამაკაცი აიყვანს, მისთვის კარგი არაფერი მოხდება, მას გაყიდიან და აქცევენ უცხო კაცის სახმარ სათამაშოდ.

ვხედავ, როგორ გამოჰყავთ კუთხეებში დამალული გოგონები მამაკაცებს და თავისთან ერთად მიჰყავთ. მე და ქეითი კი ფეხს ვუჩქარებთ, რადგან გოგონების ბრბოს საგრძნობლად ჩამოვრჩით. მოშორებით წყაროსთან ხიდია, რომელსაც ყურადღებას არასდროს არავინ აქცევს, ჩვენ კი იქ მისვლა და დამალვა გვინდა, მაგრამ როდესაც ქეითი ერთ წამით ხელს მიშვებს, გოგონების ბრბო მას მაცილებს, მე კი შეშინებული ვაგრძელებ სიარულს, გზასთან ერთად ქეითსაც ვეძებ, როდესაც ვიღაც ხელს მკიდებს. გული ლამისაა საგულედან ამომივარდეს, უკან ვიხედები და ქეითის ჩემსავით შეშინებულ სახეს ვაწყდები.

-მედისონ, აქეთ წამოდი და დაიმახსოვრე, თუ დამკარგე გზა განაგრძე, არ დამელოდო. -მას გაოგნებული ვუმზერ, როცა მიდის უკან ჩქარა მივყვები, რა დროსაც გოგონების წრეში ვიღაცას ვეჯახები და ძირს ვეცემი, ქეითს კვლავ ვკარგავ. ფეხზე სწრაფად ვდგები და წინ მივიწევ, სანახაობის დანახვისას კი ადგილზე ვშეშტები. ქეითის დაჭერას ვიღაც შავგვრემანი ტიპი ცდილობს, ადგილიდან ვერ ვიძვრი, ქეითი ჩემსკენ იყურება და მიყვირის რომ გავიქცე, რა წამსაც თითქოს ჩემი ტვინი მის სიტყვებზე მთლიან რეაგირებას ახდენს და გავრბივარ, მის საპირისწპირო მხარეს, მაგრამ ვხედავ, როგორ ურტყავს ქეითი ფეხს ბიჭს ფეხებშუა და ისიც ახერხებს გაქცევას, ჩემს საპირისპიროდ. ხეებს ვუახლოვდები, გული გამალებით მიცემს. როდესაც ოდნავ შიგნით შევდივარ და ხეს ვეყუდები, მაშინ ვხვდები, რომ სუნთქვა გახშირებული მაქვს, თვალები კი აცრემლიანებული. ჩემს მტვრისგან გაჭუჭყიანებულ ტანსაცმელსს დავცერი და შეძლებისდაგვარად ვიწმენდ, რა დროსაც მოშორებით ხმა მესმის.

დასაკუთრებული (L.T)Where stories live. Discover now