თავი 3

1.5K 83 15
                                    


თვალების გახელისთანავე, რასაც ვხედავ თეთრი ჭერია. ტირილისგან ისე ჩამძინებია, ვერც კი გავიაზრე. საწოლზე სწრაფად ვჯდები, რის გამოც მუცლის არეში ტკივილს ვგრძნობ და მაშინვე კოპებს ვკრავ. ვოხრავ და ირგვლივ ვიხედები. ისევ იგივე ოთახში ვარ, სულ მცირე, 1%-ით მაინც მეგონა, რომ რაც მოხდა, მხოლოდ ცუდი სიზმარი იქნებოდა, მაგრამ იმედი მწარედ გამიცრუვდა. ამოვიოხრე და დიდი საწოლიდან რასაც ქვია გადავცოცდი. როდესაც რბილ ხალიჩაზე დავდექი, თითქოს ამასაც ელოდებოდნენ, მაშინვე კარი გაიღო და ოთახში კვლავ ცისფერთვალებამ შემოანათა.

-როგორც ჩანს გაიღვიძე, არა და სწორედ ახლა ვაპირებდი შენს გაღვიძებას. -გაიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა. არ განვძრეულვარ, არ მინდოდა რამე ცუდი გაეკეთებინა მას ჩემთვის. -ალბათ გშია. -პასუხი არ გამიცია, მხოლოდ თავი გავაქნიე უარის ნიშნად, არ მინდოდა მასთან ერთად მეჭამა.

-გუშინ არაფერი გიჭამია. -თავი გვერდით გადააგდო. -აუცილებლად უნდა მიიღოს შენმა ორგანიზმმა საკვები. -ჩემკენ წამოვიდა და ზუსტად ჩემს წინ დადგა. თავიდან ბოლომდე ამათვალიერა, შემდეგ კი ხელი მაღლა ამოსწია და თმა ყურს უკან გადამიწია. შევკრთი, თითქოს ადგილზე გავშეშდი, მას ვუყურებდი და წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა გამეკეთებინა. -ლამაზი ხარ. -გაიღმა. -შენი ახალი ტანსაცმელი კარადაში შევანახინე, ამოირჩიე და ნებისმიერი ჩაიცვი. -მომშორდა და საწოლზე ჩამოჯდა. კვლავ უმოძრაოდ ვიდექი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. -მიდი, რაღას უცდი, ჩაიცვი რამე. -ცალი წარბი ასწია. -თავი დავუქნიე და თეთრ, მაღალ კარადასთან მივედი, კარი კი ნელა გამოვაღე, შიგნით ძირითადად კაბები ეკიდა. ყველაზე გრძელი კაბაა გამოვიღე ბრეტელებით, რომელიც მუხლებამდეც არ იყო, შემდეგ კი აბაზანისკენ დავიძარი, მაგრამ ძლიერმა ხელმა მაჯა დამიჭირა.

-სად მიდიხარ ქალბატონო? -უკან მივიხედე სადაც ლუის ღიმილიან სახეს შევეჯახე.

დასაკუთრებული (L.T)Where stories live. Discover now