თავი 6

1.5K 76 45
                                    

გზა გასაკვირად ჩუმი იყო. ლუი მანქანას ატარებდა, მე კი მის გვერდით ვიჯექი და საკმაოდ გარკვევით მესმოდა, თუ როგორ ძლიერად ცემდა მღელვარებისგან ჩემი გული.

ვარდისფერ სრიალა და მოკლე კაბის ბოლოებს ვექაჩებოდი და უხერხულობისგან ვგრძნობდი როგორ მიხურდა ლოყები. თავში მხოლოდ ცოტა ხნის წინ მომხდარი სცენა მიტრიალებდა, ის თუ როგორ გარდაისახა თბილი ლუი, კვლავ გარყვნილ მამაკაცად.

-კაბას შეეშვი, თორე მანქანას გავაჩერებ და მეთვითონ გაგხდი. -უეცარ ხმაზე ოდავ შევხტი და სწრაფად მივიხედე ლუისკენ, რომელმაც ერთხელ გადმომხედა, შემდეგ კი კვლავ გზისკენ მიიხედა.

მის ნათქვამზე ერთიანად დამიარა ტანზე სიმხურვალემ, უხერხულად შევიშმუშნე და კაბას კელები მოვაშორე, ამის შემდეგ კი კვლავ სიჩუმემ დაისადგურა, რომელიც ჩემთვის ზედმეტად უხერხული იყო, ამიტომ ვამჯობინე დარჩენილი დროის განმავლობაში, მხოლოდ ფანჯრიდან მეყურებინა და გზისთვის მედევნებინა თვალი, თუმცა ჩემი გულის ფეთქვა, ნერვიულობის გამო, არცერთხელ შენელებულა.

ოდნავ ამოვიოხრე და იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ როგორ შეიძლებოდა, ლუისგან შორს წავსულიყავი და მისი სახლიდან გავქცეულიყავი ისე, რომ მას არ დავეჭირე, თუმცა არც ერთი იდეა არ მომდიოდა თავში აზრად.

თავს არ მოვიტყუებ და ვიტყვი, რომ ლუის მზრუნველი მხარე მომწონს და ალბათ სხვა სამყაროში, შესაძლოა მეგობრებიც კი ვოფილიყავით, მაგრამ არა აქ და ამ ადგილას. ჩემს სამყაროში ქალები, მხოლოდ იტანჯებიან.

ისე, რომ ვერ გავაანალიზე, ლუიმ მანქანა გააჩერა და მხოლოდ მაშინ მოვედი გონს, როცა მხარზე მომკიდა ხელი და მეც სწრაფად გავიხედე მისკენ.

-როგორც მივხვდი, იმაზე ჩაფიქრდი, თუ როგორი მიმზიდველი ადამიანი ზის შენს გვერდით. -ცალყბათ გაიღიმა და მეც სწრაფად გავაფართოვე თვალები.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Oct 12, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

დასაკუთრებული (L.T)Where stories live. Discover now