თაეს POV
მომიწია რომ ჯესიკა მარტო გამეშვა, რაც მართლა არ მინდოდა, მაგრამ ქუქიმ და დანარჩენბმა სხვა გზა არ დამიტოვეს. ჯესიკას წასვლისთანავე მანქანაში ჩავსხედით, რომელიც ქუჩის მეორე მხარეს იდგა.
- თქვენ რა, შეიშალეთ? - ყველამ დაბნეული სახით დამიწყო ყურება.
- რაა?
- სრულ ჭკუაზე ხართ-მეთქი?
- სანამ მანქანაში ჩაჯდებოდი, კარებს თავი ხო არ მიარტყი? - შუგამ თქვა.
- მერამდენედ გითხარით მაგ გოგოს ცოტა ხანი გაანებეთ თავი-მეთქი! რომელმა მიაკითხეთ სახლში?!
- რაა? ჩვენ არ ვყო--
- რომელმააა?!
- მისმინე, რატო უფროსობ?! თავი დიდი ვინმე ხო არ გგონია? ვინმემ დაგაწინაურა და ჩვენ გვიმალავ თუ--
- რომელი! თქვენგანი! იყო! იარაღით! ჯესიკას! სახლში?!
- ვთქვათ მე... მერე? - თავი წამოყო ქუქიმ.
- ქუქიიი ძმაოოო მისმინეე... ძალიან გთხოვ ჩემს მოთმინებას ნუ ცდი! - ნელ-ნელა ხმას ვუმაღლებდი. - რამდენჯერ გაგაფრთხილეთ, ცოტა ხნით შეეშვით იმ გოგოს-მეთქი?! ქუქი პირადად შენ გეკითხები! გინდა პოლიცია ჩვენს კვალზე გამოვიდეს?! გინდაა?! გინდაა რომ სათითაოდ ყველა ციხეში ამოვლპეთ?! დაა გაფრთხილებ... თუ ვინმე ჩვენზე ეჭვს შეიტანს, პირადად მეე ვიზრუნებ იმაზე, რომ დამნაშავედ მარტო შენ გამოგიყვანო!
- კი მაგრამ მე უბრალოდ გართობა მინდოდა...
- გართობა?!
- ხოო... მომწონს როცა ჯესიკას ვაწვალებ!
- აბა ჩემი ნებართვის გარეშე კიდე გადადგი მსგავსი ნაბიჯი და დაინახავ მე როგორ მიყვარს სხვისი წვალება!
- მეჩვენება თუ ზედმეტად უფრთხილდები ამ ჯესიკას? - ნამჯუნმა ეჭვის თვალით დამიწყო ყურება.
- უაზრობებს ნუ ლაპარაკობ!
- ან უფრო საშინელიიი - ხომ არ შეიგიყვარდაა?! - ჰობიმ უკანა სავარძლიდან წამოყო თავიი. ამ კითხვის შემდეგ სრული სიჩუმე ჩამოწვა!
- არა! - რაღატომღაც ყველამ ერთდროულად წამოვიძახეთ, რა თქმა უნდა, ჰობის გარდა.
- გვეყოს ამ გოგოზე საუბარი და წავიდეთ აქედან! - თქვა შუგამ და "სიდენიაზე" გაწვა.ჯესიკას POV
დღეს უნივერსიტეტში ვაპირებ წასვლას. მამა, როგორც ყოველთვის, არაა სახლში... ადრე ამაზე ძალიან ვნერვიულობდი მაგრამ ახლა არა! უკვე მივეჩვიე...