დედას გარდაცვალების შემდეგ, თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა! ოთახიდან გამოსვლა აღარ მინდა, რადგან ვიცი, რომ დედა აღარ დამხვდება სამზარეულოში, აღარც კოლიდორში და არ მეტყვის, რომ მძღოლი უნდა დავიქირავოთ ან იმას, რომ ტყუილად გაჩერებულ ტაქსს ფული გადაუხადა. ყოველ დილით ველოდები, რომ დედა გამაღვიძებს და მკითხავს სკოლაში მივდივარ თუ არა. დარწმუნებული ვარ ყველას გეცოდინებათ თუ რა გრძნობაა განშორება იმასთან, რომელიც შენთან სულ რამდენიმე კვირა ან თვე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ იცით მას კიდევ ნახავთ, მაინც ნერვიულობთ, განიცდით, მისი წასვლის შემდეგ თითქოს სახლი ცარიელდება და ა.შ. ჩემს შემთხვევაში კი ასე არაა! მე დარწმუნებული ვარ, რომ დედას ვეღარც ვნახავ და ვეღარც გადავეხვევი. წარმოიდგინეთ რა საშინელი გრძნობაა... მისი ცხედარი ვნახე, მის სისხლში ვცურაობდი მაგრამ მაინც არ მჯერა რომ ის აღარაა! უბრალოდ ვერ ვიჯერებ... არ ვიცი რატომ!
საწოლზე ვიწექი, ჭერს უაზროდ ვუყურებდი და როგორც ყოველთვის ახლაც დედაზე ვფიქრობდი. უცბათ კარებზე კაკუნი გაისმა და მოულოდნელობისგან შევხტი... უფროსწორად, მოულოდნელობისგან კი არა შიშისგან. მას შემდეგ, რაც დედას დაემართა ნორმალურად აღარ მძინავს, ვეღარც სახლში ვგრძნობ თავს დაცულად. ასე მგონია, რომ ყოველთვის ვიღაც მიყურებს და სადაცაა გამომიხტება დანით ხელში და... კაკუნი ისევ გაისმა, ოღონდ ამ ჯერად უფრო ძლიერი. ოთახიდან გამოვედი და კარებთან მივედი.
- ვინ არის?
- პიცაა~
- პიცა?!
- პიცა!
- პიცაა?
- კარგი გვეყოს... - ამაზე ორივეს გაგვეცინა. - პიცააა პიცა!
- და მე რომ არ შემიკვეთავს...
- არაა ქალბატონო დარწმუნებული ვარ, რომ შეკვეთა აქედან მოგვცეს.
- დიდი ბოდიშით მაგრამ გეშლებათ.
- თქვენს შვილებს ჰკითხეთ იქნებ მათ შეუკვეთეს!
- სახლში მარტო ვარ, ამასთან ერთად, ჯერ მხოლოდ 19 წლის ვარ.
- აა უი...
- კარგით, კარგით მომეცით რაცაა ეგაა! - კარები გავუღე და პიცის გამორთმევას რომ ვაპირებდი გავშეშდი... სადაა პიცა? აშკარაა, რომ ამ ბიჭს პიცა არ უჭირავს! და არც თვითონაა მიმტანი!
- ი-ია-იარაღი!! - ადგილზე გავშეშდი... ღმერთო რა დებილი ვარ! გაქცევა მინდა, მაგრამ არ ვიცი სად უნდა გავიქცე, როგორ უნდა გავიქცე! მოვკვდები! მეც დედასავით მომკლავენ! ვგრძნობ, რომ ლოყა მისველდება... ერთი-ორი ნაბიჯი უკან გადავდგი, ფეხები ერთმანეთში ამებლანდა და დავეცი.
- გაქცევა გინდა?
- ი-იარაღი...
- გაიქეცი. ასე უფრო სახალისო იქნება!
- ი-იარა--
- შეწყვიტე მაგის გამეორება და გაიქეციი!
- ...
- გაიქეეეცი-მეთქი! - მთელი ძალით წამოვხტი და გარეთ გავიქეცი!
- ოოო ღმერთო! იარაღი! - ვტირი მაგრამ ამას ვერ ვაანალიზებ... თან უკან ვიხედები, ვამოწმებ ის კაცი მომდევს თუ არა... არავინ ჩანს! ბნელა... ბნეეელაააა! ძალიან ბნელაა! უცბათ წინ მთელი ძალით რაღაცას შევეჯახე.
- არაააა, არა! გთხოოვ!
- ჯესს?! - ნაცნობი ხმაა.
- თაე?
- ხოო. რა გჭირს?
- თაეეეეეეეე~ მადლობააააა რომ აქ ხააარ!
- რაა? რა მოხდა?
- წამოდი! მიდი, მიდი! გავიქცეთ! მოგვკლავს! დროოოზეეეე! რას დგეხარ! გაიქეეეციიი თაეეეეე!
- დამშვიდდი ჯეეს! - სახე ხელებით დამიჭირა და თვალებში ჩამხედა. - მიყურეე, თვალებში მიყურე და ეცადე რომ დამშვიდდე. კარგი?
- თაეე~ - ახლა უფრო ავტირდი და მთელი ძალით ჩავეხუტე.
- ჩშშშ... დამშვიდდი ბარბიი... ვერავინ გაგეკარება.
- იციი? იარაღიანი კაცი მომდევდა. - მისი მკერდიდან თავი ავწიე და პატარა ბავშვივით შევსჩივლე. - ბოლო ხმაზე მიყვიროდა რომ გავქცეულიყავი იმიტომ, რომ ეს უფრო სახალისო იქნებოდა... ბოდიში თუ შეგაშინეე... - თავი დაბლა დავხარე.
- შემაშინე? კარგიი რას ამბობ. - სიცილი აუტყდა. - როგორ გამაცინეე... უჰჰ მუცელი ამტკივდა.
- ნუ დამცინიი~ - გაბუტული ბავშვივით გამოვწიე ტუჩები.
- კარგი, კარგი... ხომ ხედავ აღარავინ მოგდევს! წამოდი წავიდეთ.
- უიი მართალი ხაარ. - აქეთ-იქით დავიწყე ყურება მაგრამ არავინ ჩანდა.
- ხოო მართლა აქ რა გინდა?
- როგორ თუ აქ რა მინდა, აქ ვცხოვრობ და...
- ააქ?!
- ჰოო რა იყ-- - გამახსენდა რო წინა ჯერზე მოვატყუე. - უფსს~ ამ... ბოდიში... რომ მოგატყუე. უბრალოდ მართლა მქონდა მაგის მიზეზი.
- არაუშავს, ეგ ისედაც ვიცოდი. - გამიღიმა, კეფა მოიფხანა და სიბნელემ ორივე ერთად გვშანთქა...