-ჩემო პატარა პრინცესავ მზად ხარ?-კითხა 7 წლის გოგონას დედამისმა.
-კი დედა, მაგრამ ვერ გავიგე ასე უცებ სად მივდივართ? -იკითხა გაურკვევლობაში მყოფმა და დედას მიუბრუნდა, რომელსაც ცრემლები მოსდიოდა.
-რატომ ტირი? მამამ გაგაბრაზა?! წავალ დაველაპარაკები და აღარ გაგაბრაზებს. -თქვა და ეზოში გავარდა სადაც მამამისი ეგულებოდა და მართლაც, რომ იქ დახვდა. სწრაფად მიირბინა მასთან და ტანსაცმელზე დაქაჩა.
-მამა რაღაც უნდა გითხრა... მოიცა შენ რაღატო ტირი?-უთხრა და აშკარა იყო, რომ უფრო დაიბნა.
-ჩემი პატარა გოგო. შენ სადაც მიდიხარ იქ ჩვენ არ ვიქნებით...
-რა?! რატო?! არა მე თქვენთან მინდა ჯერ მხოლოდ 7 წლის ვარ. -თქვა და სახლში ტირილით შევარდა. დედამისი მის ოთახში აღარ დახვდა, შემდეგ კი ტირილი დაიწყო და გაიძახოდა არ მინდა წასვლაო. რათქმაუნდა მშობლებს მისი ესმოდათ, მაგრამ მეფის გადაწყვებილებას ვერ გადავიდოდნენ. სწორედ ამ დროს კიდრვ ერთი გოგონა იყო მის დღეში, მაგრამ ის არ ტიროდა არამედ იცინოდა ჯერ ხომ 5 წლისაა.
-ანუ თამაშს ვთამაშობთ?-იკითხა და მომღიმარ დედ-მამას მიუბრუნდა.
-ხო პატარაც და პრიზი კი დედოფლობაა. ნუ მოიწყენ და იქ მამაშენს დაუჯერე. ეხლა კი დროა წავიდეთ. -უთხრა და სასახლის მცველებთან ერთად სპეციალური სამგზავრო ტრანსპორტით(არ ვიცი რა ქვია :( ) წაიყვანეს.
ორივე გოგონა ერთდროულად მივიდა და სასახლის წინ იდგნენ. ცოტა მოზრდილ გოგოს კი თვალები ჩასწითლებოდა, მაგრამ ვინ იცის რას უმზადებდა ბედი.