მესამე პირი:
2 დღე ძალზედ სწრაფად გავიდა, მაგრამ თითქოს ამ ორ დღეში ყველაფერი შეიცვალა. ნაიონი გოგო რომელიც მუდამ იღიმოდა რადიკალურად შეიცვალა და წინა ღამის სიტყვების შემდეგაც კიარ მოულბა გული.წინა ღამეს:
ნაიონი სკამზე იჯდა და ხელუხლებელ სუფრას შესცქეროდა, ხოლო ვუკი კი მის წინ იჯდა და ღვინოს სვავდა.-ნაიონ გძულვარ? გეზიზღები?-იკითხა მოულოდნელად ვუკმა და ნაიონის მზერა დაიმსახურა. ეს არ იყო ის ღიმილი და სახე. მის თვალებში უამრავი სევდა და იმედგაცრუება იკითხებოდა.
-თქვენ მეფე ბრძანდებით და განა გეკადრებათ ასეთი კითხვები? რომ გითხრათ კი ალბათ დამსჯით, მაგრამ მირჩევნია ჩუმად ვიყი, რადგან თავადაც ვერ გამიგია რას ვგრძნობ და რას უნდა ვგრძნობდე თქვენს მიმართ თქვენო უდიდებულესობავ. -თქვა ნაიონმა და აწ უკვე გაციებული ჩაი მოსვა. ეს კი ვუკის ნერვებს ანადგურებდა, მაგრამ ხომ თვითონ თქვა უარი მასზე!
-ნაიონ უბრალოდ არ შეგიძლია ისეთივე იყო როგორიც ადრე?-თქვა უკვე გაღიზიანებულმა ვუკმა და ნაიონს მიუახლოვდა. ნაიონმა სახე დაჭყანა, რადგან ვუკს პირიდან საშინელი სასმლის სუნი ამოსდიოდა.
-თქვენო უდიდებულესობავ გთხოვთ გაიწიოთ უბრალოდ სასმლის სუნი მაწუხებს.-უთხრა ნაიონმა და ვუკი მოიშორა შემდეგ კი ოთახი დატოვა. ატირებული და ჯერ კიდევ გაუგებრობაში მყოფი ვუკი კი სრულიად მარტო დატოვა.
გარეთ გასულ ნაიონს კიდევ ერთი ძმა შეეჩეხა რაზეც უბრალოდ გაღიზიანებულმა მხოლოდ ზრდილობის გამო დაუკრა თავი და წასვლა გადაწყვიტა ემოციებისგან გადაღლილს მართლაც რომ აღარავის თავი აღარ ჰქონდა.
-დავიჯერო არ გაინტერესებს შენი წარმომავლობა? ნუთუ საერთოდ არ გაინტერებს მაინცდამაინც რატომ შენ ამდენი გოგოდან შენ? -თქვა ჯეჰამ რითიც ნაიონის ყურადღება მიიპყრო.
-რას გულისხმობთ? -იკითხა დაბნეულმა.
-აქ ჩემს ძმასთან შესახვედრად ნამდვილად არ ვარ თუ სიმართლის გაგება მოგინდებათ შეგიძლიათ შემატყობინოთ და კიდევ ღამე სიცივეში ნუ ივლით. -თქვა ჯეჰამ და იქაურობა დატოვა. დაბნეული ნაიონი კი ოთახში დაბრუნდა სადაც მძინარე ვუკი დახვდა. ნაზად დაიხარა და ლოყაზე აკოცა.